განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003245482
№1ბ/379-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მარტი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–----------------------–------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–---------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს---–-------–------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში ქ------–-----–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს---–-------–------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ნ-------------–---–ის მიმართ. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ნ-------------–---–ის მხრიდან მიცემული შენიშვნის საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ს---–-------–------–---–მა შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მას შუბლთან, რის შედეგადაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევ ს---–-------–------–---–ს, 2019 წლის 15 სექტემბერს, ქ.თბილისში, ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“-ს მოხმარების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განაჩენით ს---–-------–------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს---–-------–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ს---–-------–------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ს---–-------–------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ს---–-------–------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე მუხლით და კანონიერი, რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ ოჯახური ძალადობის ნაწილში არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა და წარდგენილმა მტკიცებულებებმა უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ს---–-------–------–---–ის ბრალეულობაზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ ს---–-------–------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.
სულხან ასლამაძაშვილის მიერ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: 2016 წლის განაჩენით დასტურდება, რომ ს---–-------–------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისგან 2017 წლის 9 თებერვალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევი ს---–-------–------–---–ი 2019 წლის 15 სექტემბერს გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.
მოწმეების გ--–----------ს და დ--------------ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 14 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ ს---–-------–------–---–ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რაზეც გაცემული იქნა N------- დასკვნა, რომლის თანახმად, ს---–-------–------–---–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაცემული მიმართვით დასტურდება, რომ ს---–-------–------–---–ი არ იმყოფება აღრიცხვაზე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში.
ოჯახური ძალადობის ნაწილს რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე გ--–----------ს ჩვენებით, 2019 წლის 14 სექტემბერს ნ-------------–---–ის მხრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ს---–-------–------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე. თანამშრომელ ბ-------–------თან და დაზარალებულ ნ-------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ს---–-------–------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ნ-------------–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში მეუღლემ - ს---–-------–------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატებოდა შუბლის არეში ხელის დარტყმაში, რის გამოც აღენიშნებოდა თავის ტკივილები, რაზეც დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალდებულ ს---–-------–------–---–ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“-ს, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.
მოწმე ე-–-------------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 14 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე ს---–-------–------–---–ი იმყოფებოდა თბილისში, წ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ბ-------–------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ს---–-------–------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ნ-------------–---–ის განმარტებით, მეუღლემ - ს---–-------–------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რც გამოიხატებოდა თავის არეში ხელის დარტყმაში. 2019 წლის 14 სექტემბერს მიღებული იქნა ინფორმაცია ს---–-------–------–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ, რის შემდეგაც თანამშრომელ ვეფხვია კინწურაშვილთან ერთად გამოცხადდა წ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ს---–-------–------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებაში, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმედგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე დ--------------ის ჩვენებით, 2019 წლის 14 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხული იქნა ნ-------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მეუღლის მხრიდან მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც შუბლის არეში განიცდიდა ტკივილს.
არასრულწლოვან მოწმე რ--------–------–---–ის ჩვენებით, მისი მშობლები ნ-------------–---–ი და ს---–-------–------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც ს---–-------–------–---–ი ხელებს ურტყამდა სხვადასხვა ნივთებს. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო მამის მხრიდან ალკოჰოლური სასმელის მიღება და გარკვეული ნივთიერების მოწევა. ხშირად შესწრებია მამის მხრიდან გარკვეული ნივთიერების მოწევის და დედის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თუმცა 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მომხდარი ძალადობის დროს სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა დედისგან, ნ-------------–---–ისგან.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმეების მა----------------–------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა N-------) მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, ოჯახური ძალადობის ნაწილში, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს---–-------–------–---–ის მიერ ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 10-11 სექტემბრის პერიოდში, მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ს---–-------–------–---–ის მიერ მეუღლეზე - ნ-------------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ნ-------------–---–ზე განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის შესახებ, არის თავად დაზარალებული ნ-------------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ გამომძიებლები ე-–-------------–---–ი, გ--–---------- და დ--------------ე, რომლებმაც აწარმოეს გამოძიება დაზარალებულად ცნობილი ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები.
რაც შეეხება მოწმე რ--------–------–---–ის ჩვენებას, მართალია მან დაადასტურა მშობლებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტი, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არ არის მშობლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების თვითმხილველი და აღნიშნულის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულ ნ-------------–---–ისგან.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ს---–-------–------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ნაწილში წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ს---–-------–------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განაჩენი ს---–-------–------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს---–-------–------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს---–-------–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ს---–-------–------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ ს---–-------–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი