განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003378905
საქმე №1ბ/426-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მარტი, 2020 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- ო----–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე---- ო--–------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: უკ-----------–------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა-----–---–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 29 იანვრის, განაჩენით ე---- ო--–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ე---- ო--–------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ე---- ო--–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 15 ნოემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---- ო--–------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა. მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ბ------ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–---------–---–-- პირველი გ------–--–--------------ნ, 0--------- წელს დაბადებული, ე---- ო--–------ უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება - კოკაინს, წონით 11,87 გრამი, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ა-----–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე არსებულ ყოფილ სხვენში, ე---- ო--–------ უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - კოკაინს, წონით 78,5104 გრამი, მდმა-ს, წონით 15,354068 გრამი, ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 58,896476 გრამი, ლიზერგიდს (ლსდ), წონით 0,0241 გრამი და 2 ს-ბ (4-ბრომო-2,5- დიმეთოქსიფენეტილამინი), წონით 1,24 გრამი.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ბ------ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–---------–---–-- პირველი გ------–--–--------------ნ, 0--------- წელს დაბადებული, ე---- ო--–------ უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება - კოკაინს, წონით 11,87 გრამის ოდენობით, რომელიც უნდა განეთავსებია თბილისის სხვადასხვა უბნებში რეალიზაციისათვის, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად.
2019 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ა-----–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე არსებულ ყოფილ სხვენში ე---- ო--–------ უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - კოკაინს, წონით 78,5104 გრამი, მდმა-ს, წონით 15,354068 გრამი, ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 58,896476 გრამი, ლიზერგიდს (ლსდ), წონით 0,0241 გრამი და 2 ს-ბ (4-ბრომო-2,5- დიმეთოქსიფენეტილამინი), წონით 1,24 გრამი. ზემოაღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ე---- ო--–------ს რეალიზაციისათვის უნდა განეთავსებია თბილისის სხვადასხვა უბნებში, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ისინი ამოღებულ იქნა ბინის ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიისი 2020 წლის 29 იანვრისი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე---- ო--–-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------- ო----–----ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. საჩივრის თანახმად ე---- ო--–----- დაკავების მომენტიდან თანამშრომლობდა გამოძიების ორგანოებთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მისთვის დანიშნული სასჯელის არის ზედმეტად მკაცრი.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. განსახილველი საჩივარი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- ო----–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე---- ო--–-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ.
როგორც აღინიშნა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ მტკიცებულებების, კერძოდ მოწმეების: ა-–---------------------–---–-----------------------------------------------------–---------–-------------, ასევე თავად ე---- ო--–-----ს გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---- ო--–------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მან ასევე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- ო----–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს. შემდგე გარემოებათ გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ე---- ო--–-----ს მსჯავრი დაედო სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მთლიანობაში ე---- ო--–-----ს მსჯავრი დაედო არარერთი მძიმე ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობისა და ასეთის მომზადებისათვის.
მხედველობაში იღებს რა აღნიშნულს, დანიშნული სასჯელის ვადის შეფასებისას, პალატა ითვალისწინებს ასევე ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ე---- ო--–-----ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამასთან პალატა ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებასაც, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის ზომა.
შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე---- ო--–-----ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამავდროულად აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე.
ასევე პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდა საკანონმდებლო შეღავათი, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა სავალდებულო წესით შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე----ი ო--–-----ს მოსახდელად დარჩა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ერთი ეპიზოდსათვის) დანიშნული სასჯელი.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი ე---- ო--–-----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე---- ო--–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- ო----–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 29 იანვრის, განაჩენი ე---- ო--–-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე---- ო--–------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18. 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ე---- ო--–------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე---- ო--–------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 15 ნოემბრის 16 საათიდან და 31 წუთიდან.
ცნობა იქნეს მიღებული, რომ ე---- ო--–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე---- ო--–------ს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ე---- ო--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული მცირე ზომის 8 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენი პაკეტი მასში არსებული ნივთიერებით, პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი მასში მოთავსებული მცირე ზომის 4 ცალი გამჭვირვალე პაკეტი მასში არსებული ნივთიერებით - ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ზურგჩანთა, ე----ი ო--–------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 13 ცალი პატარა ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის ცარიელი პაკეტი, 1 ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული სამი შედარებით მცირე ზომის პაკეტები, რომელთაგანაც ორში მოთავსებულია 50-50 ცალი აბის მაგვარი ნივთიერება, მესამეში კი 32 ცალი აბისმაგვარი მყარი ნივთიერება, სამი ცალი შედარებით დიდი ზომის ჩამკეტიანი პაკეტები, რომელთაგანაც ერთში მოთავსებულია 100 ცალი აბისმაგვარი მასა, მეორეში - 68 ცალი აბისმაგვარი მასა და ქაღალდის ფურცელი, მესამეში 95 ცალი მყარი აბისმაგვარი მასა, მცირე ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული 6 ცალი მყარი აბისმაგვარი მასით, მცირე ზომის პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი მასში მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული ფხვიერი მასით, შედარებით დიდი ზომის პაკეტი მასში არსებული მასით, ფურცელზე დაწებებული მასით, სამი ცალი მცირე ზომის ჩამკეტიანი პაკეტი მასში არსებული მყარი მასით, პოლიეთილენის პარკი მასში არსებული 6 ცალი ქაღალდის ფირფიტით, რომელთაგანაც ერთზე არის 264 ცალი მცირე ზომის ფირფიტა, მეორეზე 284, მესამეზე 133, მეოთხეზე 238, მეხუთეზე 66, მეექვსეზე 22 ცალი ფირფიტა, პაკეტი მასში არსებული 137 ცალი მასით, ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი (ფუძე), მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ლიზერგიდის (ლსდ), 2ს-ბ (4-ბრომო2,5 დიმეთოქსიფენეტილამინი), მეტალის კოლოფი, ორი ფლომასტერი, სამი ცალი სტიკერი, კოლოფი, მოსაწევი საშუალება, პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტი მასში არსებული ქაღალდის 2 ცალი ფირფიტით, თეფში, ორი ქაღალდის ჭიქა, სამი ცალი კოვზი, თეფში პაკეტით, ორი კოვზით და ფხვიერი მასით, სარკე, ორი სასწორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. 2 ცალი დიდი და 12 ცალი მცირე ზომის პაკეტიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ე---- ო--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და ე----ი ო--–------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამი ცალი მეხსიერების ბარათი, ნოუთბუქი სატენით და მაუსით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
36 ცალი პოლიეთილენის პაკეტიდან, 2 ცალი პოლიეთილენის პარკიდან, ფლომასტერებიდან, მოსაწევი მოწყობილობიდან, ყუთის თავსახურიდან და გარე ზედაპირიდან, სარკის ზედაპირიდან, ხის ყუთიდან, სასწორის კლავიატურიდან და გარე ზედაპირიდან, დიდი ზომის სასწორის ზედაპირიდან, 2 ცალი თეფშიდან და 5 ცალი კოვზიდან აღებული ანაწმენდები, ე----ი ო--–------ს ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე