განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002618962
საქმე #1ბ/911-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ო-------------–---–ის, თ--------------–---–ის
ადვოკატების: ნ-------------ის, მ-----–-------–---–ის
მსჯავრდებულის: უ–-----------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----–-------–--ისა და ს-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), უ–-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ-----------------------------–----–--ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ–-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
უ–-----------–---–ი და ნ-------------ე 2014 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ შვილი, 2015 წლის 11 აპრილს დაბადებული ნ----------–---–ი. 2016 წლიდან უ–-----------–---–ი, სიტყვიერად და ფიზიკურად ნ-------------ეზე ხშირად ძალადობდა. კერძოდ, 2018 წლის 27 თებერვალს, უ–-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილის ნ----------–---–ის თანდასწრებით, ნ-------------ეს სახეში ხელი გაარტყა, რის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა. ფიზიკური ძალადობის შემთხვევა გამეორდა 2018 წლის ივნისის თვეში, დაუდგენელ რიცხვში, რა დროსაც უ–-----------–---–მა სცემა და თმებში მოქაჩა ნ-------------ეს. ძალადობის ფაქტს არასრულწლოვანი ნ----------–---–ი ესწრებოდა. 2018 წლის 18 ივნისს, უ–-----------–---–მა სცემა ნ-------------ეს. შედეგად, ნ-------------ემ ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. 2018 წლის 9 აგვისტოს, უ–-----------–---–ი ნ-------------ის მშობლების სახლში მივიდა, სადაც ნ-------------ე და არასრულწლოვანი ნ----------–---–ი იმყოფებოდნენ. ურთიერთშელაპარაკებისას უ–-----------–---–მა ნ-------------ეს, ბასრი საგნის გამოყენებით, ლოყისა და ხელის მტევნის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი ნ----------–---–იც. უ–-----------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ-------------ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას, რის გამოც არაერთხელ გადავიდა შვილთან ერთად მშობლების სახლში საცხოვრებლად.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით:
უ–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
უ–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოს 16:10 საათიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ-----–-------–--ემ და ს-----------–---–მა. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო უ–-----------–---–ის მიმართ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებისა, უ–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და ამ კვალიფიკაციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ არ ჰქონია ადგილი სისტემატურ ძალადობას, მსჯავრდებულმა უ–-----------–---–მა მეუღლის მიმართ ძალადობა მხოლოდ 2018 წლის 9 აგვისტოს ჩაიდინა, რასაც არ ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ უ–-----------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ნ-------------ის, ნ-----–----------ის, გ---------------ის, გ----------------–---–ის, ა-------------------ის ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ასევე, საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, შემაკავებელი ორდერის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის საფუძველზე - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უ–-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების მოსაზრებას, რომ უ–-----------–---–ს ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ნ-------------ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლიდან განშორებამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უ–-----------–---–თან. 2015 წლის 11 აპრილს შეეძინათ შვილი - ნ----------–---–ი. ოჯახის შექმნიდან მალევე შეექმნათ პრობლემები. რასაც იგი (დაზარალებული) აკეთებდა, ქმედებიდან, აზრის გამოთქმიდან, საქციელიდან თუ სხვა დანარჩენიდან გამომდინარე, უ–-----------–---–ი ყველაფერზე წინააღმდეგი იყო და ფიზიკურად უსწორდებოდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა გაუნათლებელს, გამოუსვლელს, ემუქრებოდა ბავშვის წართმევით. მას (ნ-------------ეს) ოჯახში დამოუკიდებლად რაიმე საქმის გაკეთების ან საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდა. არა მარტო უ–----ს, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც მიაჩნდათ, რომ ოჯახში ქალი არის უუფლებო და ხმის ამოღების უფლებაც კი არ აქვს. 2016 წლიდან უ–-----------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტები უფრო გახშირდა. ყოველთვის, უ–-----------–---–ის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, განიცდიდა ფიზიკურ და სულიერ ტკივილს. 2018 წლის 25 თებერვალს, სცემა უ–-----------–---–მა, კერძოდ, 3-4-ჯერ ჩაარტყა თავში, რასაც შეესწრო ბავშვი - ნ----------–---–ი, რომელსაც აუვარდა კანკალი, იტირა და მამას ეხვეწებოდა - არ ეცემა დედა. მას (დაზარალებულს) თავი დიდხანს სტკიოდა, მაგრამ ექიმთან მისვლის უფლება არ ჰქონდა - ამას თვითონ უ–---- ეუბნებოდა. აღნიშნული ძალადობის შესახებ მოუყვა დედას - ნ-----–----------ეს. ძალადობის ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა 27 თებერვლას, რა დროსაც უ–-----------–---–მა სახეში გაარტყა ხელი, რაც ეტკინა. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ დედამისი - ნ-----–----------ე, უ–----ს დედა და შვილი - ნ----------–---–ი, რომელმაც იტირა და აკანკალებულმა უთხრა მამას - არ ეცემა დედა, ცოდოაო. 2018 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მან (დაზარალებულმა) სახლის ეზოში მოჭრა თუთის ხეზე ტოტი, რაც, სავარაუდოდ, დედამთილმა უთხრა შვილს - უ–-----------–---–ს. ეს უკანასკნელი სახლში მოვარდა გაცოფებული, აგინა მას (ნ-------------ეს) უშვერი სიტყვებით, შემდეგ გაარტყა სახეში, თმებში ხელი ჩაავლო და თმების თრევით სახლის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩაიყვანა, ეზოში კვლავ დაარტყა ხელი და ყავის კოლოფი ესროლა, შემდეგ ეზოში, ონკანთან, ე.წ. „სეტკაში“ ჩააყოფინა თავი და თვალებზე თითებს აჭერდა, რაც ძალიან ეტკინა. ამ ყველაფერს ხედავდა მათი შვილი. 2018 წლის 18 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უ–-----------–---–მა ბავშვი ჩაისვა მანქანაში და გაასეირნა, რაზეც რძალმა უსაყვედურა. იმავე დღეს, მან (დაზარალებულმა) სახლის მეორე სართულზე ბავშვს აუტანა საჭმელი, უ–-----------–---–იც უკან გამოჰყვა ყვირილითა და გინებით, რის შემდეგაც სცემა - ნიკაპში ურტყამდა წიხლებს, „კუხნაში“ სულ სისხლის გუბე იდგა, ცემის დროს ენაც გაეჭრა. ძალადობის ამ ფაქტსაც შეესწრო ნ----------–---–ი, რომელიც შემოვიდა ოთახში, თუმცა უ–----ს არც მას შემდეგ შეუწყვეტია მისი (დაზარალებულის) ცემა. იმავე დღეს, ღამით, ძილის წინ, ისევ სცემა უ–-----------–---–მა და ბავშვმა ტირილზე გამოიღვიძა. ცემის შედეგად სახეზე დალურჯებები ჰქონდა. ამდენ ძალადობას ვეღარ გაუძლო და იძულებული გახდა, ბავშვთან ერთად საცხოვრებლად წასულიყო მშობლების სახლში, სოფელ კ---------ში. უ–-----------–---–ი ხშირად მიდიოდა სოფელ კ---------ში, მათ სახლში და სთხოვდა შერიგებას, ჰპირდებოდა, რომ შერიგების შემთხვევაში, გამოსწორდებოდა. 2018 წლის 5 აგვისტოს, უ–-----------–---–ი მოვიდა მათთან სახლში და მამამისს - გ---------------ეს ელაპარაკა შერიგებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რომ მას (ნ-------------ეს) ცოცხალს არ დატოვებდა. ამაზე გ---------------ემ უპასუხა, რომ მას მოსაკლავი შვილი არ ჰყავდა და არ დაბრუნდებოდა ნ---- უკან, ჯ----–---–--ის ოჯახში. ამ პასუხით გაღიზიანებულმა უ–-----------–---–მა გ---------------ესაც დაარტყა მუშტი. ამ ლაპარაკისა და ძალადობის შესახებ, მოგვიანებით, მას (დაზარალებულს) უთხრა თვითონ გ---------------ემ. იმავე დღეს, მოძალადე უ–-----------–---–ის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 9 აგვისტოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უ–-----------–---–ი კვლავ მოვიდა მათთან სახლში, რაზეც ამ უკანასკნელს უთხრა (ნ-------------ემ), რომ, შემაკავებელი ორდერის თანახმად, არ ჰქონდა აქ მოსვლის უფლება. უ–----მ უპასუხა, რომ ბავშვის სანახავად იყო მოსული. ნ-----–----------ემ გაუყვანა და აჩვენა უ–----ს ბავშვი. უ–-----------–---–ი იმავე დღეს, საღამოს, კვალავ მოვიდა მათთან, შემოვიდა ეზოში, ხელი გადახვია მას (ნ-------------ეს) და უთხრა - არ დაერეკა 112-ში, რაზეც უპასუხა, რომ თუ არ უნდოდა დაერეკა 112-ში, მაშინ წასულიყო მათი სახლიდან, მანამდე უ–----ს ძმასთანაც დარეკა, რომ მოსულიყვნენ და წაეყვანათ უ–----. ამ უკანასკნელმა უფრო მკაცრი ტონით რამდენჯერმე, აგრესიულად უთხრა, რომ არ დაერეკა პოლიციაში, შემდეგ უ–-----------–---–მა ჰკრა ხელი, დააგდო მიწაზე და ურტყა წიხლები, რის შემდეგაც უ–----მ ჯიბისკენ წაიღო ხელი, ამოიღო ჯიბიდან რაღაც დანის მაგვარი, ბასრი საგანი და დაარტყა სახის არეში, მიაყენა ჭრილობები ტუჩზე, ლოყაზე, ნიკაპზე, ასევე ხელებზე, როდესაც ცდილობდა თავის დაცვას, თან მოკვლით ემუქრებოდა. ამ დროს მათი შვილი - ნ----------–---–ი იდგა სახლის მეორე სართულის „ბალკონზე“, საიდანაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ბავშვის ტირილზე და მის (ნ-------------ის) ღრიალზე გამოვარდნენ გ---------------ე, ნ-----–----------ე და მათი მეზობელი ა------. ამის შემდეგ უ–-----------–---–ი გაიქცა ეზოდან.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ნ-----–----------ემ განაცხადა, რომ მისი შვილი - ნ-------------ე 2014 წელს ცოლად გაჰყვა სოფელ ა--–--ში მცხოვრებ უ–-----------–---–ს. ოჯახის შექმნიდან მათ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. უ–----ს ნ----ს გაკეთებული არაფერი მოსწონდა, სულ ეჩხუბებოდა და სცემდა ნ----ს. 2018 წლის 27 თებერვალს, იგი (მოწმე) მივიდა სოფელ ა--–--ში, თავისი მძახლების ოჯახში. მისმა მძახალმა - ნ-----–------–-–---–მა მას (ნ-----–----------ეს) სახეში შეაფურთხა და ნ----ზე უსაყვედურა - ეს რა დებილი, უცოდინარი შვილი გაზარდეო, რაზეც არაფერი უპასუხა. შემდეგ ნ-----–-მ უთხრა ნ----ს, ბავშვს ბაღში როგორ მიიყვან, გარეთ არ გამოგესვლეინებაო, რაზეც ნ-------------ე შეეპასუხა. ამ შეპასუხებით გაღიზიანებულმა უ–-----------–---–მა, მისი (ნ-----–----------ის) თანდასწრებით, სცემა ნ----ს, სახეში ურტყა ხელი, უ–----მ მასაც (ნ-----–----------ეს) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უ–----სა და ნ----ს ბავშვი ამ დროს ოთახში იმყოფებოდა, ყველაფერი დაინახა და დაიწყო ტირილი, როდესაც უ–----მ ნ----ს გაარტყა - არ სცემოო - უთხრა. უსაყვედურა უ–----ს, რატომ სცემდა მეუღლეს, რაზეც უ–---- მას (მოწმეს) დაემუქრა კისრის მოგრეხით, ამასთან, ჰკრა ხელი და გარეთ გამოაგდო, კინაღამ დაეცა ძირს, გახდა ძალიან ცუდად და ნ-----–------–-–---–მა წამალი დაალევინა. 2018 წლის 19 ივნისს ნ-------------ე ბავშვთან ერთად წამოვიდა ჯ----–---–--ის ოჯახიდან და ცხოვრობდა მათთან (მშობლებთან), სოფელ კ---------ში. წინა დღით უ–-----------–---–მა სამჯერ სცემა ნ----ს. მას (მოწმე) დაურეკეს და უთხრეს - წაეყვანა ნ---- ამ ოჯახიდან. მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციასაც შეატყობინეს. ნ---- მოგვიანებით მოუყვა, რომ უ–----მ სცემა თუთის ხის ტოტის მოჭრის გამო, ნ----ს ჰქონდა დაზიანებები სხეულზე, პატარაზე ენაც ჰქონდა გაჭრილი. უ–-----------–---–ი მათთან, სოფელ კ---------ში ხშირად მოდიოდა ბავშვის სანახავად, ამასთან, ითხოვდა შერიგებას, რაზეც ნ---- უარზე იყო. ნ---- ეუბნებოდა უ–----ს - წადი და დაგვასვენეო, რაზეც უ–---- პასუხობდა და ემუქრებოდა, რომ სამუდამოდ დაასვენებდა მათ. უ–-----------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იქნა გამოწერილი. 2018 წლის 9 აგვისტოს უ–-----------–---–ი მოვიდა მათთან სახლში, სოფელ კ---------ში. ბავშვი გაიყვანა და აჩვენა მამას. ამ დღეს, საღამოს, უ–-----------–---–ი კვლავ მოვიდა მათთან და ეძახდა მის (მოწმის) მეუღლეს გ---------------ეს, რომლისთვისაც უ–----ს ბოდიშის მოხდა უნდოდა, ვინაიდან რამდენიმე დღით ადრე უ–----მ გ------საც სცემა. უ–----ს ძახილზე გ------ი არ გავიდა სახლიდან. ამ დროს ის (მოწმე) და მეზობელი ა-------------------ი ეზოში ავლებდნენ თათარას. დაინახა (ნ-----–----------ემ), რომ ეზოში შემოსულმა უ–-----------–---–მა ნ-------------ეს გადახვია ხელი, ეგონა, რომ უ–---- ნ----ს ეფერებოდა. მოულოდნელად, ნ----ს ყვირილზე, მოტრიალდა და დაინახა, რომ ნ---- მიწაზე ეგდო, უ–----ს კი მისი ყბა ეჭირა და პირში ურტყამდა რაღაც წვეტიან საგანს, ნ----ს ლოყა, არტერია, თითები გადაჭრილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა. იქითკენ გაიქცა, უ–----ს ჰკრა ხელი და თვითონაც წაიქცა, სისხლის გუბე იდგა. ამის შემდეგ უ–-----------–---–ი გაიქცა ეზოდან. დედის დაჭრის ფაქტს შეესწრო ნ----------–---–ი, რომელიც იდგა სახლის „ბალკონზე“ და ეძახდა მამას (სანამ უ–---- დაჭრიდა ნ----ს) - მოდი, მამა, მოდიო.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გ---------------ემ დაადასტურა, რომ უ–-----------–---–ი 2014 წლიდან მისი შვილის - ნ-------------ის ქმარია. მათ ბავშვის დაბადების შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ. მეუღლისგან - ნ-----–----------ისაგან გაიგო, რომ 2018 წლის ივნისში ნ-------------ე უ–-----------–---–მა სცემა, ამიტომ სახლში წაიყვანეს ნ----. ნ-------------ეს ამ დროს თვალი ჰქონდა დალურჯებული. ერთხელ შეარიგეს, მაგრამ კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა, შეიტყო, რომ უ–-----------–---–ს კიდევ უცემია ნ-------------ე, რის შემდეგაც ნ-------------ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ნ----------–---–ი მასთან, სოფელ კ---------ში ცხოვრობდნენ. 2018 წლის 9 აგვისტოს, უ–-----------–---–ი მათთან სახლში მივიდა, აივნიდან დაინახა, რომ უ–-----------–---–მა ნ-------------ეს ხელი გადახვია, ეგონა შერიგდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ყვირილის ხმა გაიგო და რომ გამოვიდა ეზოში, უ–----ს ნ---- ჰყავდა წაქცეული და ყელში უჭერდა, ნ-------------ეს ლოყიდან და ხელებიდან სისხლი მოსდიოდა. ამ დროს ნ----------–---–ი უკვე ეზოში იყო და ტიროდა.
სასამართლოში მოწმე ა-------------------მა აჩვენა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს იმყოფებოდა მეზობლის - ნ-----–----------ის სახლში და ეხმარებოდა ჩურჩხელების ამოვლებაში. საღამოს, მოვიდა ნ-----–-ს შვილის, ნ-------------ის ქმარი უ–----, რომელიც შემოვიდა ეზოში და ეძახდა ნ-----–-ს ქმარს - გ---------------ეს. ნ-----–-მ და ნ----მ უთხრეს - წასულიყო მათი სახლიდან, რაზეც უ–----მ უთხრა, რომ უნდოდა ბავშვის ნახვა. შემდეგ მან (მოწმემ) ჩურჩხელებიანი ჯოხი აიტანა ზემოთ, სახლის მეორე სართულის ოთახში, სადაც ნახა ბავშვი, ნ----------–---–ი. შემდეგ ეზოდან შემოესმა ხმაური. დაბლა რომ ჩავიდა, ნახა, რომ ნ-------------ე იყო დაჭრილი, სახეზე იყო სისხლიანი., ხოლო უ–---- იქ აღარ იმყოფებოდა. არ იცის, ვინ დაჭრა ნ----. იგი (მოწმე) ოთახიდან გამოვიდა 5-10 წუთში და ნ----------–---–ი კვლავ ოთახში იყო.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ნ-------------ეს, 2018 წლის 9 აგვისტოს შპს „ჯ-------------–ში“ მოთავსების დროს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: 1. მარცხენა ლოყის არეში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პირის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. 2. მარცხენა მტევნის ხელის გულის მხრივ და მარცხენა მტევნის მესამე თითის დისტალურ ნაწილში, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.“ სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 19.06.2018წ-ს პირადი გასინჯვით ნ-------------ეს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა ყვრიმალის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 18.06.2018წ.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ა-------------------ის ჩვენებით არ დასტურდება 2018 წლის 9 აგვისტოს, არასრულწლოვანი ნ----------–---–ის თანდასწრებით უ–-----------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა. პალატა მოწმე ა-------------------ის ჩვენების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ 5-10 წუთის განმავლობაში, რა დროც მოწმემ დაჰყო ოთახში, არასრულწლოვანი ნ----------–---–ი მოწმის თვალთახედვის არეში გამუდმებით არ იმყოფებოდა, მითუმეტეს, როგორც დაზარალებულმა ნ-------------ემ, ისე მოწმე ნ-----–----------ემ სასამართლოში ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ იმ დროს, როდესაც უ–-----------–---–ი ნ-------------ეზე ფიზიკურად ძალადობდა (წვეტიანი, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში აყენებდა ჭრილობებს), არასრულწლოვანი ნ----------–---–ი იდგა სახლის მეორე სართულის „ბალკონზე“, საიდანაც კარგად ჩანს სახლის ეზო, სადაც მოხდა ძალადობა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა უ–-----------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს უ–-----------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ უ–-----------–---–ი ოჯახის შექმნიდან მოკლე ხანში გამუდმებით აყენებდა მეუღლეს - ნ-------------ეს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას. მეუღლის მიმართ უ–-----------–---–ის ძალადობრივი ქმედებები იყო სისტემატური ხასიათის და ქმედებები დროის ინტერვალით ერთმანეთთან იმდენად მცირეა, რომ მათ შორის იქმნება სისტემური ჯაჭვი. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ან/და ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული. სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად, რაც დაზარალებულ ნ-------------ის შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. უ–-----------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ უ–-----------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ უ–-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უ–-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ უ–-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----–-------–--ისა და ს-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი უ–-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
უ–-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
უ–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან;
ნივთიერი მტკიცებულება - ნ-------------ის კაბა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე