განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2020
საქმის ნომერი
010142220700109467
ინსტანცია
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010142220700109467, №1/აგ-23-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- გ--–---ის (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, მცხოვრები: ქ------–-------------------------------------------–-----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ------- გ--–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ------- გ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

გ------- გ--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- გ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, აგრეთვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. გ------- გ--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 20 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ------- გ--–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ------- გ--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ------- გ--–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ გ------- გ--–---ის მიმართ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, გ------- გ--–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

გ------- გ--–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- გ--–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------- გ--–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 20 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით, გ------- გ--–---ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენი (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენი) დარჩა უცვლელად.

 

2020 წლის 06 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------- გ--–---მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა, ჯარიმისგან გათავისუფლება, უფლებების აღდგენა და ნასამართლობის მოხსნა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ------- გ--–---ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით, გ------- გ--–---ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N16974 წერილის თანახმად არ არის აღსრულებული (გადახდილი). ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ------- გ--–---ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას. შესაბამისად მსჯავრდებული გ------- გ--–---ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან (ჯარიმის გადახდისგან) და ასევე უნდა აღუდგეს ამ მუხლისთვის ჩამორთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, აღნიშნული უფლებები გ------- გ--–---ს ჩამორთმეული აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლისთვის, რის გამოც უფლებების აღდგენა ვერ მოხდება. ასევე, პალატა ვერ იმსჯელებს ნასამართლობის მოხსნის მოთხოვნაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და 3321 მუხლებით გათვალისწინებულ საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- გ--–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გ------- გ--–---ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან (ჯარიმის გადახდისგან) და აღუდგეს აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

გაუქმდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე