განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310018002648909 (3/ბ-269-2019წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – თ---–---------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
მესამე პირები - ნ----- რ-----ე, ფ---------------–---–ი, თ---------- კ-----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და თ---–---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 27 სექტემბერს თ---–---------–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ და მოითხოვა:
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში;
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის სხდომის 2018 წლის 31 აგვისტოს ოქმი N3 მოსარჩელის ნაწილში;
- დაევალოს სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---–---------–---–ის (პ/ნ 6----------) სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით ქვემიმართულება - „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის N01-04/34 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით (ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.
სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ აკადემიური საბჭოს 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ელექტრონული ინჟინერიის, ტრანსპორტის (სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საინჟინრო მექანიკის, ხარისხის მართვის და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზის, საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მოდელირების, საზღვაო სატრანსპორტო პროცესების მიმართულების საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმით მოსარჩელე თ---–---------–---–ს გაეწია რეკომენდაცია, თუმცა მან ვერ დაიკავა საშტატო ერთეული. მოსარჩელემ სააპელაციო განცხადებით მიმართა სააპელაციო კომისიას, თუმცა მისი სააპელაციო განაცხადი არ დაკმაყოფილდა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმით.
სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ 2018 წლის 1 სექტემბრის N1--------- დადგენილებით დამტკიცდა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე, მათ შორის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზეც, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და კონკურსის შედეგები ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს. მოცემულ შემთხვევაში აკადემიური თანამდებობის დაკავება არ შეესაბამება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად რეკომენდაცია მიეცა და კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ისეთი კონკურსანტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ კონკურსის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მაშინ, როცა თ---–---------–---–ის მიერ საკონკურსო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა მის უპირატესობას და შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რის გამოც არასწორად და კანონდარღვევით შეარჩია მისაღები გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის სხდომაში კომისიის წევრად მონაწილოებბდა ნ----–-----, რომელიც თავად იყო სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ რექტორის N01-04/34 29.06.2018წ. ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური თანამდებობების მაძიებელი (კონკურსანტი), მაშინ როდესაც სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის N1---------- სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 1 სექტემბრის N1---------- დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხემ, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსანტების მიერ წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, 34-ე მუხლის თანახმად კი, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგებლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება. ყოველივე აღნიშულიდან გამომდინარე, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას. კერძოდ, აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და საკონკურსო მასალის შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მითითება საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძველი.
რაც შეეხება სააპელაციო კომისიაში ნ----–-----ს წევრობას, რომელიც ამავდროულად იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი), მოპასუხე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ნ----–----- არ იყო მოსარჩელის კონკურენტი დასაკავებელ თანამდებობაზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო კომისიაში იყო 6 წევრი, ხოლო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. როგორც სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებიდან ჩანს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ერთხმად, შესაბამისად, ნ----–-----ს ხმას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც შეეძლო გავლენა ექონია მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამდენად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ ნ----- რ-----ე, ფ---------------–---–ი და თ---------- კ-----ე.
მესამე პირმა, ნ----- რ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით, რომელიც ეყრდნობა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მითითებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელში, სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირებს: თ---------- კ-----ეს და ფ---------------–---–ს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ---–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 28 ივნისის სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს N1---------- დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სააპელაციო კომისიის წევრი ამავე დროს იყოს საკონკურსო კომისიის წევრი;
2018 წლის 29 ივნისის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34 ბრძანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი;
2018 წლის 9 აგვისტოს თ---–---------–---–მა შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ-პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;
თ---–---------–---–მა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში აწსუ წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
2018 წლის 9 აგვისტოს ნ----- რ-----ემ შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო-ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;
ნ----- რ-----ემ განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში აწსუ წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - თ---–---------–---–ის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი:
I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): 1.1. აკადემიური ხარისხი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; 1.2. სამეცნიერო შრომები შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება ნაწილობრივ; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა) არ შეესაბამება; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის დაბალი;
VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) ნაწილობრივ შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ- ჩვევები ფლობა: საშუალო; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: საშუალო; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - საშუალო; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - დაბალი; V კატეგორია -; VI კატეგორია - საშუალო; VII კატეგორია- საშუალო; გადაწყვეტილება: თ---–---------–---–ს მიეცა რეკომენდაცია;
საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - ნ----- რ-----ის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი: I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა შეესაბამება ვაკანსიის პროფელს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტვობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლოგიის წევრობა და სხვა) შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი; IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი); საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.5. სემინარებში მონაწილეობა; ტრენინგებში მონაწილეობა; VI.6. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები, მათი სილაბუსები და ბოლო წლის განმავლობაში გამოცემული სახელმძღვანელოები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ- ჩვევების ფლობა: მაღალი; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: მაღალი; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - მაღალი; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - საშუალო; V კატეგორია -; VIკატეგორია - მაღალი; VII კატეგორია- მაღალი; გადაწყვეტილება: ნ----- რ-----ეს მიეცა რეკომენდაცია;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N1, დღის წესრიგით: კომისიის თავმჯდომარის არჩევა; კომისიის მდივნის შერჩევა; კენჭისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გ---------------–---–ი; კომისიის მდივნად არჩეული იქნა მ----------–-----ე;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა „სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N2, დღის წესრიგით: კონკურსანტ თ------ ჭ-----------თან, ი---------------თან, ო---------------ესთან, შ---------------ესთან, შ-------------ესთან, ს-----------ესთან, მ-------------ესთან, ა-----------------თან, პ--------------თან, ო-----------ესთან, ფ---------------–---–თან, თ---------- კ-----ესთან, თ--------------ესთან, ა---------–----–-–---–თან, ლ--–-------------ესთან, ნ----- რ-----ესთან, თ---–---------–---–თან, ვ-–-------------–--ესთან გასაუბრება და შეფასება.
კომისიის წევრების მიერ ნ----- რ-----ე შეფასდა: გ. ა------–---–ის შეფასება - მაღალი; ო. გ--–-–---–ის შეფასება - საშუალო; მ. თ--–-----ის შეფასება - მაღალი; ზ. ა-----------–---–ის შეფასება - მაღალი; დ. გ-------ის შეფასება - მაღალი; გ. გ---–------ის შეფასება - მაღალი; ნ. რ-------ს შეფასება მაღალი; თ. მ-----–---ის შეფასება - მაღალი; კომისიამ დაადგინა: ნ----- რ-----ესთან გასაუბრების შეფასებაა მაღალი;
კომისიის წევრების მიერ თ---–---------–---–ი შეფასდა: გ. ა------–---–ის შეფასება - საშუალო; ო. გ--–-–---–ის შეფასება - საშუალო; მ. თ--–-----ის შეფასება - მაღალი; ზ. ა-----------–---–ის შეფასება - საშუალო; დ. გ-------ის შეფასება - საშუალო; გ. გ---–------ის შეფასება - მაღალი; ნ. რ-------ს შეფასება საშუალო; თ. მ-----–---ის შეფასება - საშუალო; კომისიამ დაადგინა: თ---–---------–---–ის გასაუბრების შეფასებაა საშუალო;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს“ 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: საკონკურსო კომისიის შედეგების შეჯამება; სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე: გ. ა------–---–ი; კომისიის მდივანი: მ. თ--–-----ე; კომისიის წევრები: ო. გ--–-–---–ი; ზ. ა-----------–---–ი; დ. გ-------ე; გ. გ---–------ი; ნ. რ-------; თ. მ-----–---ი. კენჭისყრის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თ------ ჭ----------, ი-------------ე, ო----------------ე, შ---------------ე, შ-------------ე, მ--------------ე, ა-----------------ი, პ---------------ი, ო------------ე, ფ----------------–---–ი; თ---------- კ-----ე, ნ----- რ-----ე, ვ-–-------------–--ე.
2018 წლის 27 აგვისტოს თ---–---------–---–მა წარადგინა სააპელაციო განცხადება, რომლის თანახმად, აპელანტი არ ეთანხმება მე-2, მე-6 და მე-7 კატეგორიის მე-6 შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ კატეგორიებში მისი შეფასება უნდა ყოფილიყო მაღალი.
2018 წლის 31 აგვისტოს შედგა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამება. კომისიამ დაადგინა: კონკურსანტ თ---–---------–---–ის შეფასება შეიცვალოს ნაწილობრივ, რაც გავლენას არ ახდენს კონკურსის საბოლოო შედეგზე.
სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 1 სექტემბრის N1---------- დადგენილებით სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018 წლის ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები; კერძოდ: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით (მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) არჩეული იქნენ: ნ----- რ-----ე (სასწვალო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ); ფ----------------–---–ი (სასწავლო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ); თ---------- კ-----ე (სასწავლო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილებით დადგენილი შედეგები (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის’’ ნაწილში, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, ხოლო კანონის 34-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი). სასამართლო განმარტავს, რომ ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. მოცემულ კონკრეტულ შემთვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის ალტერნატივაც არ არსებობს, სასამართლოს კონტროლი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინიტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერსებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე. დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. ამასთან, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საქალაქო სასამართლო თვლის, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და საკონკურსო მასალების შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რის შესაბამისად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება.
მოსარჩელე სადავოდ ხდის კონკურსის შედეგებს და მიაჩნია, რომ კომისიამ დაარღვია კონკურსის ჩატარების წესი, სათანადოდ არ გამოიკვლია და სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მასალებს და ვინაიდან მისი შეფასება იყო ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ოპონენტის - მესამე პირის ნ----- რ-----ის, შესაბამისად რეკომენდაციის გაწევა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად უნდა მომხდარიყო მოსარჩელის კანდიდატურის და არა მესამე პირის.
სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული კონკურსის ჩატარების საფუძვლებს წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის №1---------- დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი. მასში განსაზღვრულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, კონკურსანტის მონაცემების შეფასების, კენჭისყრისა და სხვა საკითხების განხორციელების წესები. აღნიშნული წესების 1.5. მუხლით ასისტენტ-პროფესორი არის აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში; 2.1 მუხლით - აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს; 3.1. მუხლით - უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია; 3.2. მუხლის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უნივერსიტეტის რექტორი წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოს; 3.3. მუხლით - საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი; 3.4. მუხლის მიხედვით, საკონკურსო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). მე-8 მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი და კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები. დასახელებული მუხლით კომისია კონკურსანტის მონაცემებს აფასებს შემდეგი კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით: პირველი კატეგორია - ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მეორე კატეგორია - კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; მესამე კატეგორია - სამეცნიერო კვლევა; მეოთხე კატეგორია - სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; მეხუთე კატეგორია - სამეცნიერო კვლევის კონცეფცია; მეექვსე კატეგორია - პედაგოგიურ გამოცდილება და მეშვიდე კატეგორია კონკურსანტთან გასაუბრება პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობისა და აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის დადგენის მიზნით. ამავე მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებები, რომლის მიხედვითაც საკონკურსო კომისია აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების შეფასების საფუძველზე კონკურსით დადგენილ ვადებში გამოავლენს საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კონკურსანტებს და გაუწევს მათ რეკომენდაციას აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის წესის 7.4 მუხლით საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის გზით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა; 7.14 მუხლით საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიის მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: საშუალო ერთ-ერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის, საშუალო ერთ-ერთში მაინც მესამე, მეოთხე, მეექვსე კატეგორიებს შორის, არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარების ძირითადი საკითხები რეგულირდება ზემოთ დასახელებული სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის წესის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს თ---–---------–---–მა განცხადებით მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით, ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. შესაბამისად, მისი კანდიდატურისათვის რეკომენდაციის გაწევა შესაძლებელი იქნებოდა თუ იგი დააკმაყოფილებდა და მიიღებდა შეფასებას 2018 წლის 28 ივნისის №1---------- დადგენილებით დამტკიცებული წესის 7.14. მუხლით დადგენილი პირობების თანახმად.
ამავე დროს საქმეში წარმოდგენილი ნ. რ-----ის შეფასების ფორმით და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ნ----- რ-----ე შეფასებული იქნა შემდეგნაირად: პირველი კატეგორია: ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - საშუალო (საერთო შეფასება პირველი კატეგორიის მიხედვით); მეორე კატეგორია: კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან - მაღალი (საერთო შეფასება მეორე კატეგორიის მიხედვით); მესამე კატეგორია: სამეცნიერო კვლევა - მაღალი (საერთო შეფასება მესამე კატეგორიის მიხედვით); მეოთხე კატეგორია: სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი) - საშუალო (საერთო შეფასება მეოთხე კატეგორიის მიხედვით); მეექვსე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილება - მაღალი (საერთო შეფასება მეექვსე კატეგორიის მიხედვით); მეშვიდე კატეგორია: კონკურსანტთან გასაუბრება - მაღალი (საერთო შეფასება მეშვიდე კატეგორიის მიხედვით); აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----- რ-----ის კანდიდატურის წარდგენისას დარღვეული არ ყოფილა ზემოდასახელებული №1---------- დადგენილების მოთხოვნები.
მოსარჩელე სადავოდ ხდის შეფასების სამართლიანობას და მიაჩნია, რომ კომისიის წევრებს უნდა გამოეკვლიათ თითოეული კონკურსანტის საკონკურსო მასალა, შეეფასებინათ და გამოევლინათ უკეთესი. თვლის, რომ კომისიამ მონაცემებს მისცა არაობიექტური შეფასება.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის წევრებს კონკურსანტთა შეფასების დროს უნდა გაეთვალისწინებინათ თითოეული კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომები, ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან, კონკურსანტის გამოცდილება, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, პედაგოგიური გამოცდილება, კონკურსანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, სილაბუსის შედგენა და სხვა საკითხები. განსახილველ საქმეზე, კონკურსანტის შეფასების ფორმებით დგინდება, რომ კომისიის წევრებმა შეისწავლეს თითოეული კანდიდატის საკონკურსო მასალა, გაითვალისწინეს კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომები, ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან, კონკურსანტის გამოცდილება, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, პედაგოგიურ გამოცდილება, პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა და ამ საკითხთა გათვალისწინებით, უპირატესობა მიანიჭეს ნ----- რ-----ის კანდიდატურას.
საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია, როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წარდგენილი მასალების მიხედვით კონკურსანტთა შეფასება, უნივერსიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და სასამართლო ვერ ჩაერევა ამ მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას კონკურსის მიმდინარეობის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის სხდომაში კომისიის წევრად მონაწილოებას იღებდა ნ----–-----, რომელიც თავად იყო სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ რექტორის N01-04/34 29.06.2018წ. ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური თანამდებობების მაძიებელი (კონკურსანტი), სასამართლო მიუთითებს სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი), ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დებულება ცალსახად ადგენს შეზღუდვას, რომლის თანახმად სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს კონკურსანტი, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნ----–----- განსახილველ შემთხვევაში მონაწილეობას არ იღებდა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით, ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და შესაბამისად, მოსარჩელე თ---–---------–---–თან ერთად ის არ იყო ამავე მიმართულებით აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–-----ს სააპელაციო კომისიის წევრის სტატუსით საქმიანობით დარღვეული იქნა კონკურსის პროცედურული მიმდინარეობა, თუმცა, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული პროცედურული დარღვევა უნდა წარმოადგენდეს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მოსარჩელის მიმართ განსხვავებული შედეგი დადგებოდა.
აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ ნ----–----- კონკურსში მონაწილეობას იღებდა განსხვავებული თანამდებობის დასაკავებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს თ---–---------–---–ის მიერ საკონკურსო პოზიციის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობაზე. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–-----ს კონკურსანტის სტატუსით კონკურსში მონაწილეობა და ამავე კონკურსის სააპელაციო კომისიის წევრობა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქონიებდა გავლენას თ---–---------–---–ის შედეგების მიმართ, რადგან სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების მე-8.8 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესით განსაზღვრული პირობების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია კონკურსის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 31 აგვისტოს სააპელაციო კომისიის N3 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სააპელაციო კომისიამ მუშაობის შედეგები შეაჯამა და კონკურსანტ თ---–---------–---–ის შეფასება შეიცვალა ნაწილობრივ, შეფასებაში ნაწილობრივ ცვლილებას კი გავლენა არ მოუხდენია კონკურსის საბოლოო შედეგებზე. ასევე საყურადღებოა, რომ სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე - გ--–-------–---–ი, კომისიის მდივანი - ნ----------–--ე, კომისიის წევრები - ო-–-------–--–--ე, ვ----–----------ე, ნ----------------- და ნ----–-----, ანუ კომისია შედგებოდა ექვსი წევრისგან, რა დროსაც აზრი გამოთქვა თითოეულმა წევრმა. შესაბამისად, კომისიის ამ შემადგენლობაში ნ----–-----ს მონაწილეობა თ---–---------–---–ის მიმართ დამდგარ შედეგთან მიმართებაში არ წარმოადგენდა გადამწყვეტი მნიშვენლობის მქონე დარღვევას. იმის დამადასტურებელი მოსაზრება და მტკიცებულება, რომ ნ----–-----ს არყოფნა სააპელაციო კომისიაში თ---–---------–---–ისათვის სხვა შედეგის მომტანი იქნებოდა, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---–---------–---–ის სარჩელი - ბათილად იქნას ცნობილი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილებით დადგენილი შედეგები (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება ,,სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის’’ ნაწილში და დაევალოს სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---–---------–---–ის (პ/ნ 6----------) სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა მიმართულებით) ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---------–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აბსოლუტურად დაეყრდნო კომისიის მიერ მომზადებულ კონკურსანტის შეფასების ფორმას, მაშინ როდესაც აღნიშნულ საქმეზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა მსჯელობა კომისიის მიერ მომზადებული შეფასების ფორმა რამდენად კვალიფიციურად და ნორმათა დაცვით იქნა მომზადებული და ხომ არ ჰქონდა ადგილი დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საქმეში ნათლად ჩანს კონკურსანტების მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მის საფუძველზე მომზადებულ შეფასების ფორმას შორის შეუსაბამობის საკითხი, რაზეც სასამართლოს უნდა ემსჯელა და მსჯელობის შედეგად მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე 2018 წლის 23 აგვისტოს საკონკურსო კომისიის N2 სხდომის ოქმით იკითხება, რომ გასაუბრება ჩატარდა ზედაპირულად, არ იქნა კონკურსანტის პროფილთან შესაბამისობის საკითხი სრულყოფილად გამოკვლეული. ფორმალურად დასმულ იქნა მხოლოდ ერთი შეკითხვა, გასაუბრების სრულყოფილად ჩაუტარებლობამ შესაბამისად განსხვავებული შედეგების წინაშე დააყენა კონკურსანტები. აღნიშნული გამომდინარეობს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდანაც. ამასთან არ მოხდა კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების, სამეცნიერო შრომების შესაბამისობის საკითხის სრულყოფილად შესწავლა, ასევე კონკურსანტის გამოცდილების, სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის კონკურსანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობის აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნისა და სილაბუსის შედგენის მოთხოვნებთან შესაბამისობის სრულყოფილად შემოწმება და შეფასება ტექნიკურად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი არ იმსჯელა სასამართლომ, ამასთან არ დააკმაყოფილა აღნიშნულ საქმეზე ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებული შუამდგომლობა, რაც აუცილებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გარემოებების სრულყოფილად შეფასებისათვის.
აპელანტი განმარტავს, რომ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს საქმიანობა. ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე არ უნდა მოხდეს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე შეამოწმოს ხომ არ არის დაშვებული შეცდომა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დოკუმენტების და შეფასების დოკუმენტის შედეგების შესაბამისობის დადგენისას, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა და სასამართლოს ისე რომ არ გასცდენოდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და არ ემსჯელა უნივერსიტეტის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის თაობაზე, შეეძლო განეხილა და შეესწავლა აღნიშნული საკითხი. რამეთუ სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება.
გარდა აღნიშნული გარემოებისა, აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევაას. კერძოდ, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის N1---------- „სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დატკიცების შესახებ“ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არ აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). მაშინ როდესაც სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტრული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტის და მექანიკის ინჟინერის და ტექნოლოგიის მიმართულების სააპელაციო კომისიის სხდომაში კომისიის წევრად მონაწილეობას იღებდა ნ----–-----, რომელიც თავად იყო სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის" რექტორის N01-04/34 29.06.2018წ. ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). საკონკურსო კომისიის შექმნისა და კონკურსის შედეგების შეფასების კრიტერიუმების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისგან გამორჩევა - რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა. სასამართლოს მიერ აღნიშნული დარღვევა მიჩნეულ იქნა ისეთი სახის დარღვევად, რომლის არსებობასაც აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არსებითი გავლენა არ მოუხდენია, მაშინ როდესაც დადგენილების თანახმად სააპელაციო კომისია ერთმნიშვნელოვნად იღებდა გადაწყვეტილებას კონკურსატის მიერ წარდგენილი სააპელაცო საჩივართან დაკავშირებით, თითოეული კომისიის წევრის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და შესაბამისად აუცილებელი იყო თითოეული წევრი თავად უნივერსიტეტს მიერ მომზადებული და დამტკიცებული წესების დაცვით გამხდარიყო კომისიის წევრი. აღნიშნული მოთხოვნა კი მოცემულ შემთხვევაში დაირღვა რაც უნდა მიჩნეულიყო სასამართლოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე დარღვევად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის, ხოლო 23-ე მუხლის მიხედვით - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ან/და ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით თ---–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილებისა და სააპელაციო კომისიის სხდომის 2018 წლის 31 აგვისტოს ოქმი N3 მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---–---------–---–ის (პ/ნ 6----------) სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით ქვემიმართულება - „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. მხარისათის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებულია დახმარება აღმოუჩინა მოსარჩელეს მოთხოვნის დაზუსტებაში. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასების შედეგად, რითაც მხარე ასაბუთებს მისი უფლებების დარღვევის ფაქტს, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეზე სადავოა: სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილება - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29/06/2018 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია მართვა) მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) ქვემიმართულება „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვის“ ასისტენტ პროფესორად ნ----- რ-----ის არჩევის ნაწილში (ცხრილის მე-8 გრაფა) და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3 სხდომის ოქმი მოსარჩელე თ---–---------–---–ის ნაწილში. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---–---------–---–ის (პ/ნ 6----------) სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) მიმართულებით ქვემიმართულება - „სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა“ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება შემდეგი:
სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის N1---------- დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააპელაციო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყო აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სააპელაციო კომისიის წევრი ამავე დროს იყოს საკონკურსო კომისიის წევრი;
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის N01-04/34 ბრძანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი;
2018 წლის 9 აგვისტოს თ---–---------–---–მა შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ-პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;
თ---–---------–---–მა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტის წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
2018 წლის 9 აგვისტოს ნ----- რ-----ემ შეავსო განაცხადი შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე: ასისტენტ პროფესორი; ფაკულტეტი: საინჟინრო-ტექნიკური; მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა;
ნ----- რ-----ემ განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტის წესდებით, შერჩევის კრიტერიუმებით და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - თ---–---------–---–ის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი:
I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): 1.1. აკადემიური ხარისხი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; 1.2. სამეცნიერო შრომები შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.3. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება ვაკანსიის პროფილს - გრაფა შევსებული არ არის; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება ნაწილობრივ; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა) არ შეესაბამება; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): IV.1. საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობა; IV.2.ეროვნულ საგრანტო პროექტში მონაწილეობა; IV.3. საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა; IV.4. ეროვნული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა; IV.5. საუნივერსიტეტო გრანტში მონაწილეობა; IV.6. უცხოური სამეცნიერო სტიპენდია; IV.7. ეროვნული სამეცნიერი სტიპენდია; IV.8. უცხოური ან ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო მივლინება, სტაჟირება, სერტიფიცირება და სხვა; IV.9. დაუფინანსებელ საერთაშორისო/ეროვნულ გრანტში მონაწილეობა; IV კატეგორიის არცერთი კრიტერიუმი შევსებული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის დაბალი;
V კატეგორია (სამეცნიერო კვლევის კონცეფცია): V.1. საკვლევი თემატიკის შეფასება; V.2. საკვლევი პრობლემის შეფასება; V.3. კომპეტენტურობა. V კატეგორიის არცერთი კრიტერიუმი შევსებული არ არის და V კატეგორიის მიხედვით არც კონკურსანტის საერთო შეფასებაა მოცემული;
VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) ნაწილობრივ შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.3. სადოქტორი დისერტაციის ხელმძღვანლობა (თანახელმძღვანელობა), ექსპერტობა და რეცენტობა (ბოლო 5 წელი); VI.4. ერთწლიანი საგანმანათლებლო, საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა (ბოლო 5 წელი); VI.5. პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი); VI.6. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები, მათი სილაბუსები და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული სახელმძღვანელოები ვაკანსიის პროფილთან შესაბამისობა. VI კატეგორიის VI.3.-VI.6. კრიტერიუმები შევსებული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ- ჩვევების ფლობა: საშუალო; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: საშუალო; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - საშუალო; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - დაბალი; V კატეგორია - შეფასების გარეშე; VI კატეგორია - საშუალო; VII კატეგორია - საშუალო; გადაწყვეტილება: თ---–---------–---–ს მიეცა რეკომენდაცია;
საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - ნ----- რ-----ის შეფასების ფორმით ირკვევა, შემდეგი: I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა შეესაბამება ვაკანსიის პროფელს; II.3. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება ვაკანსიის პროფილს - გრაფა შევსებული არ არის; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები აწსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტვობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლოგიის წევრობა და სხვა) შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): IV.1. საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობა; IV.2.ეროვნულ საგრანტო პროექტში მონაწილეობა; IV.3. საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა; IV.4. ეროვნული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა; IV.5. საუნივერსიტეტო გრანტში მონაწილეობა; IV.6. უცხოური სამეცნიერო სტიპენდია; IV.7. ეროვნული სამეცნიერი სტიპენდია; IV.8. უცხოური ან ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო მივლინება, სტაჟირება, სერტიფიცირება და სხვა; IV.9. დაუფინანსებელ საერთაშორისო/ეროვნულ გრანტში მონაწილეობა; IV კატეგორიის არცერთი კრიტერიუმი შევსებული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო;
V კატეგორია (სამეცნიერო კვლევის კონცეფცია): V.1. საკვლევი თემატიკის შეფასება; V.2. საკვლევი პრობლემის შეფასება; V.3. კომპეტენტურობა. V კატეგორიის არცერთი კრიტერიუმი შევსებული არ არის და V კატეგორიის მიხედვით არც კონკურსანტის საერთო შეფასებაა მოცემული;
VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.3. სადოქტორი დისერტაციის ხელმძღვანლობა (თანახელმძღვანელობა), ექსპერტობა და რეცენტობა (ბოლო 5 წელი); VI.4. ერთწლიანი საგანმანათლებლო, საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა (ბოლო 5 წელი); VI.5. სემინარებში მონაწილეობა: პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობა - შევსებული არ არის, სემინარებში მონაწილეობა - დიახ; ტრენინგებში მონაწილეობა - დიახ; VI.6. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები, მათი სილაბუსები და ბოლო წლის განმავლობაში გამოცემული სახელმძღვანელოები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; VI კატეგორიის VI.3.-VI.4. კრიტერიუმები შევსებული არ არის, VI.5 კრიტერიული შევსებულია ნაწილობრივ, თუმცა მიუხედავად ამისა საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ- ჩვევები ფლობა: მაღალი; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: მაღალი; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი;
კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - მაღალი; III კატეგორია - მაღალი; IVკატეგორია - საშუალო; V კატეგორია - შეფასების გარეშე; VI კატეგორია - მაღალი; VII კატეგორია - მაღალი; გადაწყვეტილება: ნ----- რ-----ეს მიეცა რეკომენდაცია;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N1, დღის წესრიგით: კომისიის თავმჯდომარის არჩევა; კომისიის მდივნის შერჩევა; კენჭისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გ---------------–---–ი; კომისიის მდივნად არჩეული იქნა მ----------–-----ე;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა „სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N2, დღის წესრიგით: კონკურსანტ თ------ ჭ-----------თან, ი---------------თან, ო---------------ესთან, შ---------------ესთან, შ-------------ესთან, ს-----------ესთან, მ-------------ესთან, ა-----------------თან, პ--------------თან, ო-----------ესთან, ფ---------------–---–თან, თ---------- კ-----ესთან, თ--------------ესთან, ა---------–----–-–---–თან, ლ--–-------------ესთან, ნ----- რ-----ესთან, თ---–---------–---–თან, ვ-–-------------–--ესთან გასაუბრება და შეფასება.
კომისიის წევრების მიერ ნ----- რ-----ე შეფასდა: გ. ა------–---–ის შეფასება - მაღალი; ო. გ--–-–---–ის შეფასება - საშუალო; მ. თ--–-----ის შეფასება - მაღალი; ზ. ა-----------–---–ის შეფასება - მაღალი; დ. გ-------ის შეფასება - მაღალი; გ. გ---–------ის შეფასება - მაღალი; ნ. რ-------ს შეფასება მაღალი; თ. მ-----–---ის შეფასება - მაღალი; კომისიამ დაადგინა: ნ----- რ-----ესთან გასაუბრების შეფასებაა მაღალი;
კომისიის წევრების მიერ თ---–---------–---–ი შეფასდა: გ. ა------–---–ის შეფასება - საშუალო; ო. გ--–-–---–ის შეფასება - საშუალო; მ. თ--–-----ის შეფასება - მაღალი; ზ. ა-----------–---–ის შეფასება - საშუალო; დ. გ-------ის შეფასება - საშუალო; გ. გ---–------ის შეფასება - მაღალი; ნ. რ-------ს შეფასება საშუალო; თ. მ-----–---ის შეფასება - საშუალო; კომისიამ დაადგინა: თ---–---------–---–ის გასაუბრების შეფასებაა საშუალო;
2018 წლის 23 აგვისტოს შედგა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს“ 15 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი საინჟინრო-ტექნიკური და საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: საკონკურსო კომისიის შედეგების შეჯამება; სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე: გ. ა------–---–ი; კომისიის მდივანი: მ. თ--–-----ე; კომისიის წევრები: ო. გ--–-–---–ი; ზ. ა-----------–---–ი; დ. გ-------ე; გ. გ---–------ი; ნ. რ-------; თ. მ-----–---ი. კენჭისყრის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თ------ ჭ----------, ი-------------ე, ო----------------ე, შ---------------ე, შ-------------ე, მ--------------ე, ა-----------------ი, პ---------------ი, ო------------ე, ფ----------------–---–ი; თ---------- კ-----ე, ნ----- რ-----ე, ვ-–-------------–--ე.
2018 წლის 27 აგვისტოს თ---–---------–---–მა წარადგინა სააპელაციო განცხადება, რომლის თანახმად, აპელანტი არ ეთანხმება მე-2, მე-6 და მე-7 კატეგორიის შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ კატეგორიებში მისი შეფასება უნდა ყოფილიყო მაღალი. თ---–---------–---–ი აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებები არ იყო ობიექტური, განსაკუთრებით კი, კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტ, ნ----- რ-----ესთან მიმართებაში.
2018 წლის 31 აგვისტოს შედგა სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 აგვისტოს N1---------- დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი N3, დღის წესრიგით: სააპელაციო კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამება. კომისიამ დაადგინა: კონკურსანტ თ---–---------–---–ის შეფასება შეიცვალოს ნაწილობრივ (რა ნაწილში, ოქმში აღნიშნული არ არის), რაც გავლენას არ ახდენს კონკურსის საბოლოო შედეგზე.
სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 1 სექტემბრის N1---------- დადგენილებით დამტკიცდა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018 წლის ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები. კერძოდ: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით (მიმართულება: ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა); ქვემიმართულება: სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) არჩეული იქნენ: ნ----- რ-----ე (სასწვალო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ); ფ----------------–---–ი (სასწავლო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ); თ---------- კ-----ე (სასწავლო დატვირთვა - 500 სთ, სასწავლო მეთოდური მუშაობა - 1000 სთ).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი-მესამე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
წინამდებარე დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილების ნ----- რ-----ის ასისტენტ-პროფესორად არჩევის შესახებ და სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის მოსარჩელის ნაწილში) შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი, რადგან ამ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობაზეა დამოკიდებული მომდევო სასარჩელო მოთხოვნის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სასარგებლო აქტის გამოცემის შესახებ, დაკმაყოფილების საკითხი.
სარჩელით სადავო “სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018წ. ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებულად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილების, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის (მიმართულება - ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) ქვემიმართულება - (სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) ასისტენტ პროფესორად ნ----- რ-----ის არჩევის ნაწილში (ცხრილის მე-8 გრაფა) კანონიერებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანასო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი). საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე და განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ხოლო აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და საკონკურსო მასალის შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორცილების მართლზომიერება.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის პასუხად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სადავო სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის ინტენსივობა. შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).
კონკურსანტების საკონკურსო მასალის, მათი კვალიფიკაციის შეფასებასა და კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება) ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. კონკურსანტის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევით გადაწყვეტილების მიღებას და არ ეთანხმება შეფასებას შემდეგ კრიტერიუმებში: კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან (II კატეგორია), პედაგოგიური გამოცდილება (VI კატეგორია), კონკურსანტთან გასაუბრება (VII კატეგორია).
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (მაგ. კონკურსანტან გასაუბრების დროს შემფასებლის სუბიექტური შთაბეჭდილება, შემფასებლის პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე და სხვ.). შესაბამისად, ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. დისკრეციის სფეროს შეზღუდვა ზოგადად დადებითი პროცესია, თუმცა მიხედულების სრული იგნორირება, სრული კონტროლი გამოიწვევდა კონკრეტული პასუხის სპეციფიკურობის, მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინების უარყოფას, ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტი). დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელების მოთხოვნის უფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი გადაწყვეტილების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის უფლებისაგან, რომ პირველ შემთხვევაში აქცენტი კეთდება არა კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელებაზე. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომად მიიჩნევა დასაბუთების ვალდებულების უგულებელყოფა. პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. საკონკურსო შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. Nბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. Nბს-342-331 (კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის დამახასიათებელია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი.
პალატა განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების მისაღწევად, სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით.
„უმაღლესი განთლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული პრინციპებია დეკლარირებული „სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსისტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 იანვრის N1---------- დადგენილებაშიც. დადგენილების მე-2 მუხლში (კონკურსის წესი) ნათქვამია, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე დადგენილებით გაწერილია საკონკურსო და სააპელაციო კომისიების მუშაობის წესი და აკადემიური თანამდებობის მაძიებელ კონკურსანტთა შეფასების დეტალური კრიტერიუმები.
დასახელებულ დადგენილებაში მოცემულია შეფასების ზოგადი მასშტაბი, თუმცა აღნიშნული სრულად არ გამორიცხავს გამომცდელის შეფასების, მათ შორის კონკურსანტის საკონკურსო მასალის შეფასების დისკრეციას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს ისეთ იურისდიქციას, რომელიც ყოველთვის მისცემს მას შესაძლებლობას მიხედულების საფუძველზე სპეციალიზებულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჩაანაცვლოს ადმინისტრაციულ ორგანოთა მოსაზრება საკუთარით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Fazia Ali v. the United Kingdom) § 77; 22.10.1995წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ბრაიანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Bryan v. the United Kingdom) §47). სამართლებრივი წესრიგი ავალდებულებს გამომცდელებს კეთილსინდისიერად შეაფასონ გამოსაცდელი, თუმცა ისინი არ არიან ვალდებულნი მივიდნენ იმავე დასკვნამდე რა დასკვნამდეც მივიდოდა მოგვიანებით სასამართლო გამოცდის შედეგების გაცნობის შემდეგ. კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება შპს „სიგმა რადიო ტელევიზია“ კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma Radio Television LTD. v. Cyprus) § 153) (სუსგ Nბს-797 (კ-18) 7 მარტი, 2019წ.).
პალატა მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ, კონკურსანტების თ---–---------–---–ისა და ნ----- რ-----ის შეფასების ფორმებზე, რომელიც გახდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების საფუძველი და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფორმები არ არის სრულყოფილად შევსებული, კერძოდ, შეფასების გარეშეა დატოვებული ან ნაწილობრივაა შეფასებული რიგ კატეგორიებში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან კონკურსანტებიის შესაბამისობა, თუმცა მიუხედავად ამისა გამოთვლილია ასეთ კატეგორიაში კონკურსანტის შეფასების საერთო მაჩვენებელი (მაღალი, საშუალო ან დაბალი), შესაბამისად, წარმოდგენილი შეფასების ფორმები არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით ერთი კონკურსანტის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია მართლმსაჯულების კონტროლს დაუქვემდებაროს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია. ამდენად, ამ ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ თ---–---------–---–ის მიმართ დარღვეულია გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები და შესაბამისად სახეზეა ნ----- რ-----ის ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელე თ---–---------–---–ის ნაწილში სადავო სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 აგვისტოს N18 (17/18) დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევებს (სააპელაციო კომისიის წევრი, ნ----–----- იყო სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიო უნივერსიტეტის“ რექტორის N01-04/34, 29.06.2018წ. ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი)), აღნიშნული დარღვევები იყო არაარსებითი, რასაც გავლენა არ მოუხდენია მისაღებ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს მართლწესრიგისა და საზოგადოების ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავი- სუფლებების დაცვა. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონიერების პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად, არამედ დემოკრატიული წყობის განსამტკიცებლად. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალქეთა კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის უფლება ეწოდება. მოცემულ შემთხვევაში, აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები დაკავშირებულია უნივერსიტეტის მმართველობით საქმიანობასთან, შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კანონიერების პრინციპის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართლის მეორე უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. მიუკერძოებლობის პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც რომლის შედეგადაც გადაწყვეტილება მიიღება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა თავიდან იქნეს აცილებული ეჭვი მის მიუკერძოებლობაში, კერძოდ, როცა ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ შესწევდა საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო კომიისიის შემადგენლობაში იმ წევრის მონაწილეობით, რომლის მიუკერძოებლობის მიმართ კონკურსანტს გააჩნდა ეჭვის საფუძველი, თუნდაც ასეთ წევრს არ შეეძლოს არსებითი გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღებაზე და ეჭვიც მის მიმართ არ იყოს „გონივრული“, _ ირღვევა ადმინისტრაციულ სამართალში დამკვიდრებული კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მის მიმართ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სამართლებრივი ფორმა. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევებში მმართველობითი ფუნქციის განხორციელების თაობაზე, თუმცა სასამართლო ვერ შეითავსებს ამ ფუნქციებს. კანონმდებლობა გამონაკლისის სახით უშვებს სადავოდ ქცეული მმართველობითი ფუნქციის სასამართლოს მიერ განხორციელების შესაძლებლობას მთელი რიგი წინაპირობების დაცვით. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას (სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სწორედ უკანასკნელს განეკუთვნება მოცემულ საქმეზე აკადემიური თანამდებობის მაძიებელ კონკურსანტთა შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის პირობებს სასკ-ის 23-ე მუხლი, ხოლო სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს 33-ე მუხლი განსაზღვრავს. აქტის არსებობას, აქტის გამოცემაზე უარის თქმას უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია არა აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (სასკ-ის 22-ე მუხ.), არამედ არსებული მდგომარეობის შეცვლა (სასკ-ის 23-ე მუხ.) და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა (სუსგ 25.03.09წ. #ბს-1448-1406 (კს-08)). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ სფეროს შეეხება (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ლ“ ქვ.პ., მე-6, მე-7 მუხ.), ხოლო სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასკ-ის 23ე და 33-ე მუხლების გათვალისწინებით, პალატა იღებს გადაყვეტილებას, რომლითაც რომლითაც მოპასუხეს ავალებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით ხელახლა გადაწყვიტოს კონკურსანტების - თ---–---------–---–ის და ნ----- რ-----ის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018წ. ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებულად გამოცხადებული კონკურსის პირობებთან შესაბამისობის საკითხი და ამ მიზნით მოახდინოს მათი საკონკურსო მასალის ხელახალი შეფასება.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, ასევე სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად აკმაყოფილებს რა სააპელაციო საჩივარს ნაწილობრივ, აუქმებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ აკმაყოფილებს თ---–---------–---–ის სარჩელს.
6. საპროცესო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ---–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი “სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018წ. ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებულად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის N1---------- დადგენილება საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის (მიმართულება - ტრანსპორტი (სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა), ქვემიმართულება - სატრანსპორტო ტექნოლოგიური სისტემების ორგანიზაცია და მართვა) ასისტენტ პროფესორად ნ----- რ-----ის არჩევის ნაწილში (ცხრილის მე-8 გრაფა), შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი სააპელაციო კომისიის 31.08.2018 წ. სხდომის ოქმი თ---–---------–---–ის ნაწილში;
5. დაევალოს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელახლა გადაწყვიტოს კონკურსანტების - თ---–---------–---–ის და ნ----- რ-----ის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34, 29.06.2018წ. ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებულად გამოცხადებული კონკურსის პირობებთან შესაბამისობის საკითხი და ამ მიზნით მოახდინოს მათი საკონკურსო მასალის ხელახალი შეფასება;
6. დაეკისროს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს თ---–---------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ნაწილის 75 ლარის ანაზღაურება;
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე