მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები;
ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.11.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (10.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მარექტორთვისა და ადმინისტ ორგაციის ხელმძღვანოელბის ანგარიშებისა და სამართლებრძივი ანქტებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები; ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
…უნივერსიტეტი რეგისტრირებულია არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არამედ როგორც ა(ა)იპ და მასზე არ ვრცელდება არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. მოსარჩელის აზრით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით…
…შესაბამისად, კონკურსანტების მიერ წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს უმაღლეს…
…თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად. საქალაქო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და მართვის პრინციპებს. ხსენებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონით…
…პრინციპს, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა; ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"დ" ქვეპუნქტების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო…
…და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს. 16.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, თანასწორ…