განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2020
საქმის ნომერი
080210117002043683
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210117002043683

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1220-19 17 თებერვალი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა--- ნ------ე თ----------------ი - მ---–---- ლ----ე, ე------ კ-----–--ა შ--–------------ე - ზ---- ზ--------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ა--- ნ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, იმერეთის სააღსრულები ბიუროს მიერ, 2017 წლის 28 ივლისს დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.

- მოსარჩელის მიერ სახ.ბაჟი გადახდილი იქნა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. სასამართლოს შეფასებით ძირითადი სადაო საკითხი იყო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთები განლაგებულ-- საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ბ--------–-, სოფელი დ------–ა, მეორე ქუჩა, N--. მითითებული უძრავი ქონება 2015 წლის 20 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ----ემ (კანონიერი წარმომადგენელი ე------ კ-----–--ა) გაასხვისა თ----- ხ-------ეზე, ხოლო 2016 წლის 11 თებერვალს თ----- ხ-------ემ მიყიდა ა--- ნ------ეს;

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2------15 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–--ას ზ---- ზ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება;

 

2.2.1. 2017 წლის 28 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში, სადაც რეგისტრირებული იყვნენ მოპასუხეები (ბ--------ი, სოფელი დ------–ა, მეორე ქუჩა, N--), დაყადაღდა შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ჟურნალის მაგიდა შავი ფერის -1 ცალი; 3. კუთხის დივანი, ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 4. დივანი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 5. კონდიციონერი ვერცხლის ფერი, შავი ფერის - 1 ცალი; 6. კარმა თეთრი ფერის, „მოდულის“ ფირმის - 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მინის - 1 ცალი; 8. სკამი, ტყავის ზედაპირით, წითელი და შავი ფერის - 2 ცალი; 9. ბარის სკამი ტყავის ზედაპირით, შავი და წითელი ფერის - 2 ცალი; 10. ტელევიზორი შავი ფერის, პლაზმური - 1 ცალი; 11. „კარმა“ თეთრი ფერის „კონვექტორის“ ფირმის - 1 ცალი; 12. მაცივარი ორკამერიანი „ელჯის“ ფირმის, რუხი - 1 ცალი; 13. სამზარეულო ბარით, წითელ და შავ ფერებში - 1 ცალი; 14. ჰაერის გამწოვი შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი; 15. ღუმელი შავ და რუხ ფერებში - 2 ცალი; 16. ბლენდერი - 1 ცალი; 17. გაზქურა - 1 ცალი; 18. მუსიკალური ცენტრი შავ და რუხ ფერებში „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 19. სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 20. სამეული ნაჭრის რბილი ზედაპირით, ყავისფერ და ოქროსფერ ფერებში - 1 ცალი; 21. სკამი ნაჭრის ზედაპირით, ხის - 1 ცალი; 22. ტელევიზორი „ელჯის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 23. ტელევიზორის დასადგამი ხის, შავი ფერის;

 

2.2.2. აქტის შედგენას ესწრებოდა მ---–---- ლ----ის მამა ა---- ლ----ე, რომელსაც პრეტენზია ნივთების კუთვნილების თაობაზე არ განუცხადებია და არც ის მიუთითებია, რომ საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ა--- ნ------ეს.

 

2.2.3. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეები ე------ კ-----–--ა და მ---–---- ლ----ე რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე ბ--------ის ს. დ------–ა, მეორე ქუჩა, N--;

 

2.2.4. 2017 წლის 03 აგვისტოს (აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ) ისინი დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ. ქუთაისი კ--------- ქ. მ-–----- შესახვევი N-, რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების (ს.კ. 0-----------) მესაკუთრის თ----- ხ-------ის თანხმობა;

 

2.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტები მასზედ, რომ 2017 წლის 28 ივლისის მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები იყო მისი საკუთრება, რადგან ამ გარემოებათა დამამტკიცებელი არცერთი დოკუმენტი ა--- ნ------ეს არ წარმოუდგენია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და შესაბამისად, არადამაჯერებელი, კერძოდ:

- მოწმე ლ-- ხ---–----იას განმარტებით, იგი არის ა--- ნ------ის მეგობარი. მოსარჩელემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი ბ--------–-, ქუთაისში ნ----- ქუჩაზე მდებარე ბინა კი გაყიდა, რის შემდეგაც იქ მდებარე ავეჯი გადაიტანა ბ--------–-. ავტომაქანა, რომლითაც გადაიტანეს ავეჯი, იქირავა მოსარჩელემ, მძღოლს არ იცნობდა. ბ--------–- წავიდა მისახმარებლად (დასალაგებლად) სხვა მანქანით, სადაც ისხდნენ თავად, მისი მეუღლე ვ----– ხ----------ე, ვინმე მ--- და მისთვის უცნობი სხვა პირი, ასევე მძღოლი, რაც შეეხება ა--- ნ------ეს, იგი მოყვა სატვირთო ავტომანქანას. ავეჯი სახლში შეიტანეს მძღოლმა და მისმა მეუღლემ. მოსარჩელემ სახლი შეიძინა სააგარაკედ, თავად კი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ჭ-------ის გამზირზე.

- მოწმე ვ----– ხ----------ის განმარტებით, იგი ეხმარებოდა ა--- ნ------ეს ქ. ქუთაისში ნ----- ქუჩიდან ავეჯის გადატანაში, ასევე ეხმარებოდა ორი თუ სამი მუშა, სატვირთო ავტომანქანაში წინ, მძოლთან ერთად ისხდნენ ა--- ნ------ე და მისი მეუღლე ლ-- ხ---–----ია, ხოლო თავად მუშებთან ერთად იმყოფებოდა მაღლა, ავეჯთან ერთად. მსუბუქი მანქანა იქ არ ყოფილა. ქ. ქუთაისში ჭ-------ის გამზირიდან, სადაც ცხოვრობს ა--- ნ------ე, ავეჯი არ წაუღიათ.

- მოწმე მ--- ჯ-–-------ის ჩვენებით, ა--- ნ------ემ სთხოვა წაყოლოდა სოფელ დ------–აში, სადაც იყიდა საცხოვრებელი სახლი და მიხმარებოდა დალაგებაში. ავეჯი მიჰქონდა ქ.ქუთაისიდან, კერძოდ, ნ----- ქუჩიდან. იგი ელოდებოდა გზაზე და გამოუარეს მსუბუქი ავტომანქანით, სადაც ისხდნენ მძღოლი და მისთვის უცნობი ორი პიროვნება. ა--- ნ------ე წავიდა სხვა მანქანით, სადაც ისხდნენ თავად მოსარჩელე და ლ--, ასევე მისთვის უცნობი პიროვნებები. ავეჯი მიიტანეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ახლდნენ მუშები.

- მოწმე ა---- ლ----ის ჩვენებით, სახლი, რომელიც ახლა ეკუთვნის ა--- ნ------ეს იყო მისი შვილის საკუთრება. ქუთაისში ყოფნის დროს დაურეკა მოსარჩელემ და სთხოვა ჩასულიყო ბ--------–-, სადაც მისული იყვნენ აღმასრულებლები. ის დაესწრო ნივთების დაყადაღებას, თუმცა არ განუმარტია, რომ ნივთები ეკუთნოდა ა--- ნ------ეს. იგი ასევე მონაწილეობას ღებულობდა ავეჯის სახლში შეტანაში;

 

2.3.1. საგულისხმოა, რომ მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა თავად მოსარჩელის განმარტებასთან, რაც გადმოცემულ-- 2019 წლის 14 მარტის წერილობით შუამდგომლობაში მოწმეების დაკითხვის თაობაზე (იხ. ტომი 1, ს/ფ 104), სადაც ა--- ნ------ე მიუთითებდა, რომ საცხოვრებელ ბინაში, ჭ-------ის გამზირზე გამოცვალა ნივთები, ხოლო ძველი ნივთები გადაიტანა ბ--------ის რაიონის სოფელ დ------–აში. მანქანა და მუშები დაიქირავა ჭ-------ეზე და ვ----– ხ----------ე ახლდა ნივთების მანქანაზე დატვირთის და გადმოტვირთვის დროს, ლ-- ხ---–----ია და მ--- ბ----------ე კი ეხმარებოდა ნივთების ალაგებასა და შემდეგ სოფელ დ------–აში მის დალაგებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლ-- აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს;

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლ-- თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლ-- ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით;

 

2.6. მოსარჩელე თვლიდა, რომ დაყადაღებული ქონება არ არის ე------ კ-----–--ას და მ---–---- ლ----ის საკუთრება და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქ. სკ-ის 170-ე მუხლისა და 172-ე მუხლის, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნით და სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას;

 

2.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო

ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე;

 

2.8. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–იანს სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ---- ზ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. გადაწყვეტილება შესულ-- კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელემ მიიღო სააღსრულებო ფურცელი და წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, რითაც აღსრულება დაიწყო;

 

2.9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს;

 

2.10. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ მ---–---- ლ----ე და ე------ კ-----–იანა რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე ბ--------ი, სოფელი დ------–ა, მეორე ქუჩა, N--, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა. ასევე დადგენილ--, რომ დაყადაღების პროცესში დამსწრის სტატუსით მონაწილეობდა მ---–---- ლ----ის მამა ა---- ლ----ე, მას არა განუმარტია აღმასრულებლისათვის, რომ საცხოვრებელი სახლი და მასში განლაგებული ნივთები იყო ა--- ნ------ის საკუთრება (ასეთი განმარტება აქტში არ არის);

 

2.11. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს;

 

2.12. აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ვინიდან მოვალები ნებაყოფილებით არ იხდიდნენ დაკისრებულ თანხას, მან დააყადაღა ქონება, რითაც შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება;

 

2.13. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ქონების აღწერის საკითხი დაკავშირებულ-- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი გადაწყვეტილების ნებაყოფილებით აღსრულების წაინადადების ჩაბარებასთან ერთად იწყებს უძრავი ქონების აღწერასა და დაყადაღებას. აღმასრულებელმა იხელმძღვანელა დასახელებული მოთხოვნით და ნებაყოფილებით გადაწყვეტილების აღსრულების წინადადების ჩაბარების შემდეგ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღწერა ქონება და დააყადაღა;

 

2.14. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლომ ჩათვალა, რომ აღსრულება დაიწყო სწორად;

 

2.15. სარჩელის საფუძვლ--ნობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს;

 

2.16. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

2.17. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა თვით მოსარჩელეს;

 

2.18. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მიჩნეული ყოფილიყო მოსარჩელის საკუთრებად. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს არცერთი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მოძრავი ნივთების საკუთრების თაობაზე, რაც შეეხება მოწმეების ჩვენებას, არამადაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, ასევე ეწინააღმდეგებოდა თავად მოსარჩელის განმარტებასაც. კერძოდ, მოსარჩელე უთითებდა, რომ ნივთები წაიღო თავის საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ჭ-------ის გამზირზე, მოწმეები კი მიუთითებდნენ, რომ ნივთები გადაიტანეს ნ----- ქუჩიდან, სადაც მოსარჩელემ გაყიდა სახლი. გარდა აღნიშნულისა, თითოეულმა მათგანმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ნივთების გადატანასა და დალაგებაში მონაწილე პირების და ავტომანქანის თაობაზე. ნივთების კუთვნილების საკითხს საეჭვოს ხდიდა ის გარემოებაც, რომ დაყადაღებას ესწრებოდა მ---–---- ლ----ის მამა, რომელსაც საერთოდ არ განუცხადებია აღმასრულებლისათვის ინფორმაცია, სახლის გასხვისების და ახალი მესაკუთრის - ა--- ნ------ის შესახებ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ რაც, ე------ კ-----–--ას და მ---–---- ლ----ეს ზ---- ზ--------ის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაეკისრათ თანხის გადახდა, უძრავი ქონება, რომელიც მათი არასრულწლოვანი შვილის სახელზე იყო რეგისტრირებული, გაასხვისეს თ----- ხ-------ის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა მიჰყიდა ა--- ნ------ეს. შესაბამისად, სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა, უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილებას. ამ რწმენას განამტკიცებს ის გარემოებაც, რომ აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ, ე------ კ-----–--ამ და მ---–---- ლ----ემ გააუქმეს რეგისტრაცია მისამართზე: ბ--------ის ს.დ------–ა მეორე ქუჩა N-- და დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ. ქუთაისი კ--------- ქ. მ-–----- შესახვევი N-, რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების (ს.კ. 0-----------) მესაკუთრის თ----- ხ-------ის (პირი, ვისაგანაც უძრავი ქონება შეიძინა ა--- ნ------ემ) თანხმობა;

 

2.19. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებმა არამარტო უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი მტკიცებულებით დაადასტურონ ესა თუ ის ფაქტი, არამედ ვალდებულნი არიან თვითონ წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, მისი სარჩელი, როგორც უსაფუძვლო არ დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა--- ნ------ემ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული თითქოსდა მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–--ას რეგისტრაციის განხორციელებაზე თანხმობა თ----- ხ-------ემ მისცა, ასეთი სახის ფაქტობრივი გარემოება საქმის მომზადების სტადიაზე არ არსებობდა და არც რაიმე სახის მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ამასთან, მთავარ სხდომაზე ახალი ფაქტის მითითება დაუშვებელ--. გაურკვეველ-- როგორ მიუთითა სასამართლომ ასეთი გარემოება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში;

 

3.2. არასწორადაა გადმოცემული გადაწყვეტილებაში მითითებული მოწმეთა განმარტებები, მაშინ როცა მოწმეთა განმარტებებით დეტალურად იყო დადასტურებული ა--- ნ------ის საკუთრების უფლება დაყადაღბულ ნივთებთან დაკავშირებით;

 

3.2.1. მოწმე ლ-- ხ---–-აიას განმარტებით, მოძრავი ნივთები ეკუთვნის ა--- ნ------ეს, მან ქ.ქუთაისში, ნ----- ქუჩაზე ბინა გაყიდა და იქ არსებული ნივთები წაიღო ბ--------–-. ანალოგიურად მიუთითებენ მოწმეები ნივთების ა--- ნ------ისადმი კუთვნილების შესახებ, კერძოდ, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მოწმეები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ ნივთები, ქ.ქუთაისში ნ----- ქუჩაზე მდებარე ბინიდან წაიღო ა--- ნ------ემ, როდესაც ნ---აზე მისი საცხოვრებელი ბინა გაყიდა. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ა--- ნ------ე ამჟამად ცხოვრობ ქალაქ ქუთაისში ჭ-------ის გამზირზე;

 

3.2.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ა--- ნ------ეს ორი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა, ჭ-------ის გამზირი ჩატარებული რემონტის დროს ნაწილი ნივთებისა გადატანილი იქნა ჭ-------ის გამზირიდან ნ----- ქუჩაზე, ხოლო ნაწილი ჭ-------ის გამზირიდან პირდაპირ ბ--------–- იქნა წაღებულ, თუმცა ბ--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთი დაყადაღებული არ ყოფილა. ის ნივთები რომლებიც არის დაყადაღებული უმეტესი წილი, რაც ჩამოთვლილ--, წაღებულ-- ნ----- ქუჩიდან, ხოლო ნაწილი ნივთებისა რომელთა უმეტესობა არ მოხვდა ყადაღის აქტში წაღებულ-- ჭ-------ის გამზირიდან. თავად ფაქტი იმისა, რომ ეს ნივთები ქ. ქუთაისიდან იქნა გადატანილი ბ--------ის საცხოვრებელ სახლში ყველა მოწმემ ერთხმად დაადასტურა;

 

3.2.3. რაც შეეხება მოწმე ა---- ლ----ეს, რომელიც მოვალე მ---–---- ლ----ის მამაა, მან დაადასტურა თუ როგორ მოხვდა ქონების დაყადაღების დღეს საცხოვრებელ სახლში, მისთვის არავის არ უკითხავს რაიმე ინფორმაცია ეს ქონება თუ ვის ეკუთვნოდა და არც იცოდა რაიმე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა აღმასრულებლისათვის თუ არა, იგი თავად ცხოვრობს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გვერდით, მეზობლად და ა--- ნ------ის დარეკვის შემდეგ მივიდა იმ საცხოვრებელ სახლში. იგი ენდობა ა----ს, ა---- მას ეზოს სამუშაოებში ეხმარება ზოგჯერ სახლის გასაღებსაც უტოვებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ა---- მეზობლად, N-5 სახლში ცხოვრობს. ცხადია, გასაღების მეზობელთან დატოვება ოთახების განიავების და ეზოს მოვლის მიზნით, რაშიც ფულს იხდის ა--- ნ------ე არ არის საფუძველი იმისა ვივარაუდოთ, რომ სახლი არ არის ა--- ნ------ის, მაშინ როცა საჯარო რეესტრის ამონაწერით სწორედ მისი საკუთრებაა და აღნიშნული სადაო არ გამხდარა;

 

3.3. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლემ მიუთითა, რომ იხელმძღვანელა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა, გაურკვეველ-- როდესაც მოწმეები ერთმნიშვნელოვნად უთითებდნენ ნივთების ა--- ნ------ისადმი საკუთრების შესახებ, როგორ წაართვა ეს ნივთები მესაკუთრეს სხვისი ვალდებულებების შესასრულებლად, მაშინ როდესაც ა--- ნ------ეს არანაირი შემხებლობა მ---–---- ლ----ესთან და ე------ კ-----–--ასთან არ ჰქონია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. დადგენილ--, რომ მოსარჩელე ა--- ნ------ემ მის საცხოვრებელ მისამართად სარჩელში, ასევე სააპელაციო საჩივარში მიუთითა - ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის 4----. აღნიშნულ მისამართზე მას ჩაბარებული აქვს სასამართლოს გზავნილები. აღსანიშნავია, რომ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოპასუხეების მ---–---- ლ----ისა და ე------ კ-----–--ას მისამართად მითითებულ-- - ბ--------ი, სოფელი დ------–ა (იხ. ტომი 1, ს/ფ 2, 57-58, 96, 103, 296);

 

4.3. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–--ას სარჩელი თანდართული მასალებით სასამართლოს მიერ გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ შემდეგ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, რაც 12.08.2017წ. ჩაბარდა - ა---- ლ----ეს (მამას) (იხ. ტომი 1, ს/ფ 33-35);

 

4.4. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, ასევე შუამდგომლობა, სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 18.01.2019წ. და 29.08.2019წ. ჩაბარებული აქვს მის ძმას - უ–---- ლ----ეს. ხოლო ე------ კ-----–--ასათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, ჩაბარებული აქვს მის მაზლს/ოჯახის წევრს - უ–---- ლ----ეს (იხ. ტომი 1, ს/ფ 59-62; 190-191; 196-197);

 

4.5. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ისათვის და ე------ კ-----–--ასათვის გაგზავნილი სასამართლო უწყებები, ასევე სასამართლოს დასაბუთებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 18.02.2019წ.; 17.09.2019წ. და 06.11.2019წ. ჩაბარებული აქვს დედას - ლ--- ლ----ეს (იხ. ტომი 1, ს/ფ 84-86; 235-238; 290-293);

 

4.6. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ისათვის და ე------ კ-----–--ასათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი დამატებითი მტკიცებულებები, სასამართლო უწყებები, სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 19.03.2019წ.; 26.03.2019წ.; 26.06.2019წ. და 20.07.2019წ. ჩაბარებული აქვს ერთი მხრივ, ე------ კ-----–--ას დედამთილს/ოჯახის წევრს - ლ--- ლ----ეს და მეორეს მხრივ, მ---–---- ლ----ის დედას - ლ--- ლ----ეს (იხ. ტომი 1, ს/ფ 97-98, 101-102; 110-113; 150-154; 198-201);

 

4.7. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი შუამდგომლობა, განცხადება, სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 23.09.2019წ. და 24.09.2019წ. ჩაბარებული აქვს პირადად მ---–---- ლ----ეს. ხოლო ე------ კ-----–--ასათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 23.09.2019წ. ჩაბარებული აქვს მის მეუღლეს - მ---–---- ლ----ეს (იხ. ტომი 1, ს/ფ 239-242; 246-251);

 

4.8. დადგენილ--, რომ მ---–---- ლ----ისათვის და ე------ კ-----–--ასათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი და უწყებები, მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, 31.12.2019წ. და ჩაბარებული აქვს ერთი მხრივ, მ---–---- ლ----ის მამას - ა---- ლ----ეს და მეორეს მხრივ, ე------ კ-----–--ას მამამთილს/ოჯახის წევრს - ა---- ლ----ეს (იხ. ტომი 2);

 

4.9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას, აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლ-- აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ);

 

4.10. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად, მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა;

 

4.11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელშიც განთავსებულ-- სადავო მოძრავი ნივთები შესაბამისად, მოძრავი ნივთების მესაკუთრეცაა;

 

4.12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციას – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, იგი, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ;

 

4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.14. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში;

 

4.15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მოძრავი ნივთები განლაგებულ-- საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ბ--------ი, სოფელი დ------–ა, მეორე ქუჩა, N--. მითითებული უძრავი ქონება რეგისტრირებულ-- ა--- ნ------ის საკუთრებაში. თუმცა აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ა--- ნ------ეს სასამართლოს გზავნილები მთელი სამართალწარმოების პროცესში ბარდებოდა არა ამ მისამართზე, არამედ ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის 4-----ში. ამასთან, მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ იგი ცხოვრობს ქ.ქუთაისი, ი.ჭ-------ის 4-----ში;

 

4.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2------15 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–--ას ზ---- ზ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება;

 

4.17. 2017 წლის 28 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში, სადაც იმ დროისათვის რეგისტრირებული იყვნენ მოპასუხეები ყადაღა დაედო სადავო მოძრავ ნივთებს. დადგენილ--, რომ აქტის შედგენას ესწრებოდა მ---–---- ლ----ის მამა ა---- ლ----ე, რომელსაც პრეტენზია ნივთების კუთვნილების თაობაზე არ განუცხადებია და არც ის მიუთითებია, რომ საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ა--- ნ------ეს. ამ მხრივ სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი მხარის მოსაზრებას, რომ ა---- ლ----ისათვის არავის არ უკითხავს რაიმე ინფორმაცია ეს ქონება თუ ვის ეკუთვნოდა და არც იცოდა რაიმე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა აღმასრულებლისათვის თუ არა. დადგენილ--, რომ ა---- ლ----ე აწერს ხელს მოვალის ქონებისა და აღწერის დაყადაღების აქტს, ამასთან, მასვე ჩაბარდა დაყადაღებული ნივთები შესანახად;

 

4.18. სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტი მხარის მითითებას, რომ ა---- ლ----ე ცხოვრობს მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მეზობლად და ა--- ნ------ის დარეკვის შემდეგ მივიდა იმ საცხოვრებელ სახლში. იგი ენდობა ა----ს, იგი მას ეზოს სამუშაოებში ეხმარება, ზოგჯერ სახლის გასაღებსაც უტოვებს დაა.შ. ასევე იმას, რომ ა--- ნ------ეს ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირი ჩატარებული რემონტის დროს ნაწილი ნივთებისა გადატანილი იქნა ჭ-------ის გამზირიდან ნ----- ქუჩაზე, ხოლო ნაწილი ჭ-------ის გამზირიდან პირდაპირ ბ--------–- იქნა წაღებული, თუმცა ბ--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთი დაყადაღებული არ ყოფილა. ის ნივთები რომლებიც არის დაყადაღებული უმეტესი წილი, რაც ჩამოთვლილ--, წაღებულ-- ნ----- ქუჩიდან, ხოლო ნაწილი ნივთებისა რომელთა უმეტესობა არ მოხვდა ყადაღის აქტში წაღებულ-- ჭ-------ის გამზირიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა;

 

4.19. ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელემ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, როგორც სააპელაციო სასამართლო შეზღუდულ-- გაიზიაროს მის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულ-- შესაძლებლობას შეფასება მისცეს აპელანტის მიერ მითითებულ ამ გარემოებებს;

 

4.20. დადგენილ--, რომ მოპასუხეები ე------ კ-----–--ა და მ---–---- ლ----ე რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე ბ--------ის ს. დ------–ა მეორე ქუჩა N--. 2017 წლის 03 აგვისტოს (აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ) ისინი დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ. ქუთაისი კ--------- ქ. მ-–----- შესახვევი N-;

 

4.21. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას სარწმუნოდ არ მიაჩნია მოსარჩელე/აპელანტი მხარის განმარტება მასზედ, რომ მ---–---- ლ----ე და ე------ კ-----–--ა არ ცხოვრობდნენ მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მთელი სამართალწარმოების პროცესში, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის წარმოებისას, მ---–---- ლ----ეს და ე------ კ-----–--ას სასამართლოს გზავნილები ბარდებოდათ სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბ--------ი, სოფელი დ------–ა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, გზავნილები ჩაბარებული აქვთ მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც სასამართლო გზავნილების ჩაბარებისას არ გაუკეთებიათ რაიმე სახის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ადრესატები არ ცხოვრობდნენ ამ მისამართზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზოგ შემთხვევაში აღნიშნულ მისამართზე გზავნილი პირადად ჩაბარებული აქვს მ---–---- ლ----ეს. ამასთან, დადგენილ--, რომ ყადაღის აქტის შედგენას ესწრებოდა მ---–---- ლ----ის მამა ა---- ლ----ე, რომელსაც პრეტენზია ნივთების კუთვნილების თაობაზე არ განუცხადებია და არც ის მიუთითებია, რომ საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ა--- ნ------ეს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ა--- ნ------ე არ ცხოვრობს მოცემულ უძრავ ქონებაში. ამდენად, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ა--- ნ------ის საკუთრებაში რეგისტრიებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობდა ლ----ეების ოჯახი, მათ შორის მ---–---- ლ----ე და ე------ კ-----–--ა;

 

4.22. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალ-- სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულ-- იმ უძრავ ქონებაში, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს ა--- ნ------ე, თუმცა იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობს ამავე უძრავ ქონებაში, რაც შესაძლებელს გახდიდა მსჯელობას მასში განთავსებული ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელ-- ვარაუდი, რომ მოსარჩელე არის ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი;

 

4.23. აპელანტი მისი სასარჩელო მოთხოვნის დასადატურებლად მიუთითებდა მოწმეთა ჩვენებებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის განმარტებასთან, რაც ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, საქმეში არაა წარმოდგენილი სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მიჩნეული იქნას მოსარჩელის საკუთრებად;

 

4.24. ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველ--.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა--- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა