განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2020
საქმის ნომერი
820210018002514461
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002514461

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1055-2019 02 მარტი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მოსამართლეები - ლაურა მიქავა თეიმურაზ სიხარულიძე ინდირა მაშანეიშვილი

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - მ------- მ--------, გ---–----- მ--------, ი---- მ-------- ლ------–--–-----------------ე ჯ------– მ--------, გ---–---- მ--------, გ------- მ-------- ჯ-----------------–-–---–ი საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ჯ------– მ-------ის, გ---–---- მ-------ის და გ------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ჯ------– მ-------- (პ/ნ 6----------), გ---–---- მ-------- (პ/ნ 6----------) და გ------- მ-------- (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნენ ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72,68 კვ.მ, საკადასტრო კოდი 2----------- თანამესაკუთრეებად თითოეული 1/7 წილით.

- მოპასუხეებს მ------- მ--------ს (პ/ნ 6----------), გ---–----- მ--------ს (პ/ნ 6----------) და ი---- მ--------ს (პ/ნ 6----------) მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხის 300 (სამასი) ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----ის საკომლო წიგნის ამონაწერებით დგინდება, რომ 1986-1990 წლებში კომლის წევრები იყვნენ: მ-------- ე-–---- (კომლის უფროსი), მ-------- ა------ - მითითებულია, რომ გარდაიცვალა და გადახაზულია, მ-------- გ---–----- (რძალი), მ-------- მ-------ი (შვილიშვილი), მ-------- ი---- (შვილიშვილი).

 

2.2. ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----ის საკომლო წიგნის ამონაწერებით დგინდება, რომ: 1986-1990 წლებში კომლის წევრები იყვნენ: მ-------- ჯ------–ი (კომლის უფროსი), მ-------- გ---–---- (ცოლი), მ-------- გ------- (შვილი).

 

2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- ცნობილი იქნენ ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----–ი მდებარე №2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გამოყოფილი ნაწილიდან 51,12 კვმ-დან 1/7 წილის მესაკუთრედ თითოეული.

 

2.4. საჯარო რეესტრის 2017 წლის 23 ივნისის ამონაწერით უძრავი ქონების მდებარე ხელვაჩაური, სოფელი თ---–----ი, საკადასტრო კოდი №2-----------, შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 123,80 კვ.მ, დაზუსტებული ფართობი 301 კვმ, მესაკუთრეებად მითითებული არიან გ------- მ--------, გ---–---- მ--------, გ---–----- მ--------, ი---- მ--------, მ------- მ--------, ჯ------– მ--------. ამასთან მითითებულია, რომ ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- არიან მესაკუთრე 51.12 კვმ-დან 1/7 ნაწილის.

 

2.5. თ---–----ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1--- წლის 22 ივნისის №70-ე გადაწყვეტილებით ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი ჯ------– მ-------ის ოჯახი 2 სულის შემადგენლობით.

 

2.6. თ---–----ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №3 ოქმში აღნიშნულია, რომ განხილული იქნა ჯ------– მ-------ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ვინაიდან გამოყოფილია ცალკე კომლად, არ გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ცხოვრობდა მშობლებთან.

 

2.7. თ---–----ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №5 ოქმში აღნიშნულია, რომ განხილული იქნა ჯ------– მ-------ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ვინაიდან გამოყოფილია ცალკე კომლად, არ გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს მშობლებთან.

 

2.8. მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ იგი სადაო ქონებაში ცხოვრობდა, რაც მისმა მამამ ააშენა იმ დღიდან, სანამ მოპასუხემ პოლიციის ძალით არ გამოასახლა. მიუხედავად იმისა, რომ დედისეული კომლიდან გამოიყო ცალკე კომლად, სხვაგან საცხოვრებლად არ წასულა და დარჩა დედისეულ კომლში საცხოვრებლად. არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ 1993 წლის პირველი იანვრიდან, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი ეს ქონება გამოცხადდა კომლის ყველა წევრის საკუთრებად და კომლის შვიდივე წევრი გახდა კომლის ქონების თანამესაკუთრე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჯ------–, გ------- და გ---–---- მ--------ებს თავიანთი წილის განკარგვაზე, რაიმე გარიგება არ დაუდიათ და წარმოადგენენ წილის მესაკუთრეებს. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და აღნიშნავდა, რომ ჯ------– მ-------- გამოყოფილი იყო ცალკე კომლად 1--- წლიდან.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მულით კი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

2.11. მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები არიან ერთი და იგივე პირები და დავის საგანიც წარმოადგენს განსახილველ საქმეზე სადავო ქონების ნაწილს. მითითებული გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ ,,ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 301 კვ.მ. და 123,8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდათ ე----–- და ჯ------– მ-------ის საკოლმეურნეო კომლებს. 1993 წლის 01 იანვრისთვის კომლის წევრებად რეგისტრირებული იყვნენ 7 პირი ჯ------– მ--------, გ------- მ--------, ე----–- მ--------, მ------- მ--------, გ---–----- მ--------, გ---–---- მ-------- და ი---- მ--------. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით საცხოვრებელი სახლის გაყოფილი იყო ორ ნაწილად და 51,2 კვმ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდა ჯ------– მ-------- თავისი ოჯახით, თუმცა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 1993 წლის 01 იანვრისთვის, როდესაც საქართველოში გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, აღნიშნული კომლის წევრი იყო სულ 7 სული და ამდენად, ყველა ისინი გახდნენ ყოფილი საკომლო ქონების თანამესაკუთრეები თითოეული 1/7 წილით“.

 

2.12. თ---–----ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1--- წლის 22 ივნისის №70-ე გადაწყვეტილებით ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი ჯ------– მ-------ის ოჯახი 2 სულის შემადგენლობით. ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----ის საკომლო წიგნის ამონაწერებით 1986-1990 წლებში ე-–---- მ-------ის კომლის შემადგენლობაში იყვნენ მ-------- გ---–----- (რძალი), მ-------- მ-------ი (შვილიშვილი), მ-------- ი---- (შვილიშვილი). ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----ის საკომლო წიგნის ამონაწერებით 1986-1990 წლებში ჯ------– მ-------ის კომლის შემადგენლობაში იყვნენ მ-------- გ---–---- (ცოლი) და მ-------- გ------- (შვილი). თ---–----ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1988 წლის 30 აპრილის №3 და 1990 წლის 24 ივლისის №5 ოქმებში აღნიშნულია, რომ ჯ------– მ-------- გამოყოფილია ცალკე კომლად და ცხოვრობს მშობლებთან, რაც ასევე დაადასტურეს მხარეებმა და მოწმეებმა ს------ ს-----–--ემ და ნ-------- დ------ემ. დადგენილია იქნა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით საცხოვრებელი სახლი გაყოფილი იყო ორ ნაწილად და 51,2 კვმ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდა ჯ------– მ-------- თავისი ოჯახით, თუმცა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. ჯ------– მ-------- სადავო ქონებაში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სახლი ააშენა მისმა მამამ იქამდე, სანამ არ მოხდა მისი გამოსახლება მხარეთა შორის დავის გამო. მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ განუკარგავთ თავიანთი საკუთრება. შესაბამისად, უდავოდ დასტურდება, რომ როცა გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, მოსარჩელეები ირიცხებოდნენ კომლის წევრებად, რაც საკმარისი საფუძველია კომლის ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების აღიარებისათვის.

 

2.13. მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ კომლის წევრს, ცალკე კომლად გამოყოფა, რის შემდეგაც ისინი დარჩნენ თავდაპირველ კომლში საცხოვრებლად არ ნიშნავს კომლიდან რეალურად გამოყოფას, რაც არ უკარგავდა მათ უფლებას კომლის ქონებაზე. შესაბამისად დგინდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. სასამართლომ განმარტა, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

2.15. 1993 წლამდე კომლის სტატუსი განისაზღვრებოდა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლით, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნის. ამ ნორმის შესაბამისად, კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრე იყო კომლის თითოეული წევრი და მათი წილი ამ ქონებიდან თანაბარია.

 

2.16. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

 

2.17. ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებით - ,,სახელმწიფო მეურნეობებმა, კოლმეურნეობებმა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა უნდა მოახდინონ რეორგანიზაცია, ნებაყოფლობით საფუძველზე აირჩიონ შრომითი კოლექტივისთვის მისაღები მეურნეობრიობის ახალი ორგანიზაციული ფორმა და გატარდნენ რეგისტრაციაში არსებული წესის შესაბამისად, 1993 წლის 01 იანვრამდე“.

 

2.18. ამდენად, იმის გამო, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლი სამართლებრივად დაკავშირებული იყო სოფლად ორგანიზებული მეურნეობების - კოლმეურნეობის და საბჭოთა მეურნეობის არსებობასთან, 1993 წლის 01 იანვრიდან მათი გაუქმების და მიწის პრივატიზაციის დაწყების გამო, სამართლებრივი საფუძველი მოესპო საკოლმეურნეო კომლის არსებობას და საკოლმეურნეო კომლმაც, როგორც სამართლებრივმა ინსტიტუტმა, არსებობა შეწყვიტა.

 

2.19. შესაბამისად, 1993 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საკოლმეურნეო კომლის ქონება, რომელიც ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. შესაბამისად, კომლის წევრები გახდნენ საკოლმეურნეო კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრეები. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).

 

2.20. საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ” მე-4 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს დარეგისტრირებული.

 

2.21. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით (დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმე №2ბ/498-2016), პრეიუდიციულად დადგენილია, რომ ხ--–---------------------- სოფელ თ---–----–ი მდებარე 123,8 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდათ ე----–- და ჯ------– მ-------ის საკოლმეურნეო კომლებს. 1993 წლის 01 იანვრისთვის კომლში რეგისტრირებული იყვნენ ჯ------– მ--------, გ------- მ--------, ე----–- მ--------, მ------- მ--------, გ---–----- მ--------, გ---–---- მ-------- და ი---- მ-------- ე.ი. სულ 7 პირი. 1993 წლის 01 იანვრის, ე.ი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ სადავო ქონება გახდა ორივე კომლში რეგისტრირებული 7 პირის თანასაკუთრება. ეს უფლება აპელანტებს კანონით დადგენილი წესით არ განუკარგავთ და შესაბამისად თითოეული მათგანი სადავო ქონების 1/7 წილის თანამესაკუთრეა. ამავე გადაწყვეტილებით ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- ცნობილი იქნენ სადავო ქონების გამოყოფილი ნაწილიდან 51,12 კვმ-დან 1/7 წილის მესაკუთრედ თითოეული.

 

2.22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---–----ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1--- წლის 22 ივნისის №70-ე გადაწყვეტილებით ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი ჯ------– მ-------ის ოჯახი 2 სულის შემადგენლობით, თუმცა თ---–----ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №3 და №5 ოქმებში აღნიშნულია, რომ ჯ------– მ-------ის ოჯახი ცხოვრობს მშობლებთან. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით საცხოვრებელი სახლი გაყოფილი იყო ორ ნაწილად და 51,2 კვმ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდა ჯ------– მ-------- თავისი ოჯახით, თუმცა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. ჯ------– მ-------- სადავო ქონებაში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სახლი ააშენა მისმა მამამ იქამდე, სანამ არ მოხდა მისი გამოსახლება მხარეთა შორის დავის გამო. მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ განუკარგავთ თავიანთი საკუთრება.

 

2.23. 1986-1990 წლებში კომლის წევრები იყვნენ: მ-------- ე-–---- (კომლის უფროსი), მ-------- გ---–----- (რძალი), მ-------- მ-------ი (შვილიშვილი), მ-------- ი---- (შვილიშვილი), მ-------- ჯ------–ი (კომლის უფროსი), მ-------- გ---–---- (ცოლი), მ-------- გ------- (შვილი).

 

2.24. საჯარო რეესტრის 2017 წლის 23 ივნისის ამონაწერით სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად მითითებული არიან გ------- მ--------, გ---–---- მ--------, გ---–----- მ--------, ი---- მ--------, მ------- მ--------, ჯ------– მ--------.

 

2.25. სასამართლომ განმარტა, რომ 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დღიდან, კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. შემდგომ პერიოდში კომლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, გავლენას ვერ ახდენს კომლის ქონების კუთვნილებაზე. სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ დაუკარგავთ კომლის ქონებაზე უფლება და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის მიღების პერიოდისათვის ისინი წარმოადგენდნენ კომლის წევრებს.

 

2.26. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების - ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72,68 კვ.მ, საკადასტრო კოდი 2----------- თანამესაკუთრეებს თითოეული 1/7 წილით.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მ-------, გ---–----- და ი---- მაკარიძეების მიერ.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა, და არასწორი შეფასება მისცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად: ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----ის საკომლო წიგნის ამონაწერებით დგინდება, რომ 1986-1990 წლებში კომლის წევრები იყვნენ: მ-------- ე-–---- (კომლის უფროსი), მ-------- ა------ - მითითებულია, რომ გარდაიცვალა და გადახაზულია, მ-------- გ---–----- (რძალი), მ-------- მ-------ი (შვილიშვილი), მ-------- ი---- (შვილიშვილი). მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფდა და სადაოდ არ გაუხდია, რომ ამ პერიოდში ნამდვილად ზემოაღნიშნული წევრები ირიცხებოდნენ კომლში. ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- მათ კომლში არ ირიცხებოდნენ, ისინი ცალკე კომლად ირიცხებოდნენ. საარქივო ცნობითაც იგივე იკითხება. თუმცა ხელვაჩაურის რიონულმა სასამართლომ უგულველყო და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მსგავსი დოკუმენტები წარდგებილი იყო წინა სასამართლო დავის დროსაც, როდესაც არსებულ მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავები აღნიშნულ საგანთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ამ ქონების გარკვეულ ნაწილზე ჰქონდათ სასარჩელო მოთხოვნა. ხელვაჩაურის სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც გაასაჩივრა მხარემ და სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 18 აგვისტოს მიიღო კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნავს, რომ 1993 წლის მდგომარეობით ზემოაღნიშნული კომლის წევრებად ირიცხებოდნენ ჯ------– მ--------, გ---–---- და გ------- მ--------ები თუმცა ამის დამდგენი არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, გარდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ შეისწავლა საქმე და დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რითად დააკმაყოფილეს მოთხოვნა ჯ------–, გ---–---- და გ------- მ--------ების და ისინი ცნობილი იქნენ 1993 წლის მდგომრეობით კომლის წევრებად ზემოაღნიშნულ კომლში.

 

3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არასწორად შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც: თ---–----ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1--- წლის 22 ივნისის №70-ე გადაწყვეტილებით ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი ჯ------– მ-------ის ოჯახი 2 სულის შემადგენლობით. სასამართლო ეყრდნობა მათ მიერ წარდგენილ საარქივო მასალას/მტკიცებულებებს: 1--- წლის 22 ივნისის №70-ე გადაწყვეტილებას. ასევე სააქივო მასალებით ირკვევა, რომ ჯ------– მ-------- (თავის ოჯახთან ერთად) 1--- წელს გამოეყო ცალკე კომლად პირადი განცხადების საფუძველზე ძირითად კომლს. თუმცა, არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულება და დაეყრდნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

 

3.3. სასამართლომ არ გაიზიარა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ ჯ------– მ-------- ცალკე კომლს წარმოადგენდა 1988-1990 წელს. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა გადაწყვეტილების 3.2.6. და 3.2.7 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თნახმადაც: თ---–----ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №3 და №5 ოქმებში აღნიშნულია, რომ ჯ------– მ-------- გამოყოფილია ცალკე კომლად და მას არ გააჩნდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას ძირითადი კომლიდან (დღეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოაება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იგივე მხარეებს შორის). საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეს სადაოდ არ გაუხდია, რომ ჯ------– მ-------- 1--- წლიდან გამოყოფილი იყო ცალკე კომლად. ამას ადასტურებდნენ მოწმეებიც. თუმცა, მხარე მიუთითებს (სასამართლომაც გაიზიარა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2016 წის 18 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლო თეთრი შავზე ამტკიცებს, რომ ჯ------- მ-------- და მისი ოჯახი 1993 წლის მდგომარეობით ცალკე კომლად არ იყო გამოყოფილი, მაშინ როცა 1--- წლის 22 ივლისის №70 გადაწყვეტილებით ის ცალკე კომლადაა გამოყოფილი. ასევე №3 და №5 ოქმებში (რომელიც შედგენილია 1988-1990 წლებში) აღნიშნულია, რომ ჯ------– მ-------- ცალკე უმიწო კომლია.

 

3.4. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯ------- მ-------- (თავის ოჯახთან ერთად) გამოეყო დედისეულ კომლიდან ცალკე კომლად ის სხვაგან საცხოვრებლად არ წასულა. შესაბამისად, ის არ გამოყოფია დედისეულ კომლს. მართალია ის დროებით ცხოვრობდა დედისეულ კომლის საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, თუმცა შეთანხმების თანახმად სამომავლოდ მას უნდა აეშენებინა იქვე ახლოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლი. მაგრამ ჯ------–ს თავიდანვე განზრახული ჰქონდა რომ დაესაკუთრებინა ყველაფერი, რაც მათ ოჯახს ეკუთვნოდა (მიწები და საცხოვრებელი სახლი). ამიტომაც მან სახლი აღარ ააშენა (მოტანილი სამშენებლო მასალები დღემდეა საკარმიდამო ნაკვეთში). ამ და ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადასტურებენ მოწმეები ს------ ს-----–--ე და ნ-------- დ------ე, თუმცა სასამართლომ ეს ფაქტი არ შეაფასა.

 

3.5. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების იგნორირებით და გვერდის ავლით ხელვაჩაურის სასამართლომ უდაოდ დაადასტურა, რომ როცა საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა, თუმცა 1993 წლის ჩანაწერებით მოსარჩელეები ჯ------–, გ---–---- და გ------- მ--------ები ირიცხებოდნენ (რის საფუძველზე არცერთი დოკუმენტიდან არ ირკვევა, პირიქით ისინი ცალკე კომლად ირიცხებოდნენ) კომლის წევრებდ, რაც საკმარისი საფუძველია კომლის ქონებაზე მათი თანასაკუთრების აღიარებისათვის. საფუძვლად კი მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თუმცა მტკიცებულებები მიუთითებდნენ რომ 1--- წელს კომლი გაიყო ჯ------– მ--------,თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად აღირიცხა ცელკე კომლად და ძირითად კომლში დარჩნენ ე----- მ--------რაც (აწ. გარდაცლილი) ა------ მ-------- (აწ გარდაცვლილი) მ------- მ--------, გ---–---- მ-------- და ი---- მ--------.

 

3.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უკანონოა. შესაბამიად, მის საფუძვლეზე მიღებული გადაწყვეტილებაც კანონსაწინააღმდეგოა. სააპელაციო სამართლოს არ გაითვალისწინა საქართველოს საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, რადგან აღნიშნულ საქმეში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჯ------–, გ---–---- და გ------- მ--------ების სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania,par. 30);

 

4.3. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - ჯ------– მ--------, გ------- მ-------- და გ---–---- მ-------- ცნობილი იქნენ ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72,68 კვ.მ, საკადასტრო კოდი 2----------- თანამესაკუთრებად თითოეული 1/7 წილით;

 

4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- ცნობილი იქნენ ხ--–-------------------ს სოფელ თ---–----–ი მდებარე №2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გამოყოფილი ნაწილიდან 51,12 კვმ-დან 1/7 წილის მესაკუთრედ თითოეული;

 

4.6. საჯარო რეესტრის 2017 წლის 23 ივნისის ამონაწერით უძრავი ქონების მდებარე ხელვაჩაური, სოფელი თ---–----ი, საკადასტრო კოდი №2-----------., შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 123,80 კვ.მ, დაზუსტებული ფართობი 301 კვმ, მესაკუთრეებად მითითებული არიან გ------- მ--------, გ---–---- მ--------, გ---–----- მ--------, ი---- მ--------, მ------- მ--------, ჯ------– მ--------. ამასთან მითითებულია, რომ ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- არიან მესაკუთრე 51.12 კვმ-დან 1/7 ნაწილის;

 

4.7. საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონების სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (სუსგ 29.06.2012წ. საქმე №ას-1778-1756-2011);

 

4.8. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები არიან ერთი და იგივე პირები და დავის საგანიც წარმოადგენს განსახილველ საქმეზე სადავო ქონების ნაწილს. მითითებული გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ ,,ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 301 კვ.მ. და 123,8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდათ ე----–- და ჯ------– მ-------ის საკოლმეურნეო კომლებს. 1993 წლის 01 იანვრისთვის კომლის წევრებად რეგისტრირებული იყვნენ 7 პირი ჯ------– მ--------, გ------- მ--------, ე----–- მ--------, მ------- მ--------, გ---–----- მ--------, გ---–---- მ-------- და ი---- მ--------. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით საცხოვრებელი სახლის გაყოფილი იყო ორ ნაწილად და 51,2 კვმ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდა ჯ------– მ-------- თავისი ოჯახით, თუმცა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 1993 წლის 01 იანვრისთვის, როდესაც საქართველოში გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, აღნიშნული კომლის წევრი იყო სულ 7 სული და ამდენად, ყველა ისინი გახდნენ ყოფილი საკომლო ქონების თანამესაკუთრეები თითოეული 1/7 წილით“;

 

4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

4.10. ამდენად, ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით (დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმე №2ბ/498-2016), პრეიუდიციულად დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ კომლის წევრებს, შესაბამისად, მოსარჩელეები ჯ------– მ--------, გ---–---- მ-------- და გ------- მ-------- წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების - ხ--–-------------------ს (მუნიციპალიტეტის) სოფელ თ---–----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72,68 კვ.მ, საკადასტრო კოდი 2----------- თანამესაკუთრეებს თითოეული 1/7 წილით. ამდენად, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;

 

4.11 იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ჯ------–, გ---–---- და გ------- მ--------ების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- მ-------ის, გ---–----- მ-------ის და ი---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტ გ---–----- მ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 14.11.2019წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 400 ლარის ოდენობით, ხოლო მ------- და ი---- მ--------ეები, სსკ-ის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- მ-------ის, გ---–----- მ-------ის, ი---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. გ---–----- მ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 400 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი