განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
030210018002576520
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210018002576520

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1196 10 მარტი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოპასუხე): ზ------ გ--------ე

წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): მ------ გ---–---–ი

წარმომადგენელი: დ----- კ--–---ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ფ----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თანამესაკუთრედ ცნობა; საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. მ------ გ---–---–მა სარჩელით მიმართა ფ----ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ ზ------ გ--------ე მიუთითა და ითხოვა საჯარო რეესტრში ზ------ გ--------ის თანამესაკუთრედ დარეგისტრირება (3/4 ნაწილის მესაკუთრედ), უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში (საკადასტრო კოდი: 0-----------). მ------ გ---–---–სა და ზ------ გ--------ეს შორის, არსებული საზიარო უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში (საკადასტრო კოდი: 0-----------), საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგების თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით. ზ------ გ--------ისათვის მ------ გ---–---–ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 100 ლარისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (19.06.2019 წ, N004197219 დასკვნა) ჩატარების ხარჯების 230 ლარის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილი, ხოლო ¾ ნაწილი მიეკუთვნა ზ------ გ--------ეს. სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მან დაირეგისტრირა 2016 წლის 26 სექტემბერს, ხოლო მოპასუხე თავის საკუთრებას საჯარო რეესტრში არ არეგისტრირებს. რამდენადაც სადავო ქონებაზე უფლება ეკუთვნით მოსარჩელეს და მოპასუხეს, ისინი ვერ თანხმდებიან საზიარო საგნის განკარგვაზე, მოსარჩელეს სურს საზიარო უფლების გაუქმება ნატურით, რისთვისაც მან მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, იყო თუ არა შესაძლებელი სადავო ნივთის გაყოფა ნატურით, წილების შესაბამისად, ნივთის საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე. თუმცა მოპასუხემ ექსპერტს არ მისცა შესაძლებლობა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

გამომდინარე იქედან, რომ მოგვიანებით ექსპერტიზა მაინც ჩატარდა, (2019 წლის 22 მარტის განჩინების საფუძველზე) რომლის თანახმადაც ქ. ფ----ში წ-----------ს ქ. 8--ში მდებარე ს/კ 0----------- უძრავი ქონებიდან ¼ და ¾ ნაწილების რეალური გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ფუნცქციონალური ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ მან მოითხოვა საზიარო საგნის რეალიზაცია და ამონაგების თანხის განაწილება მხარეთა შორის წილთა პროპორციულად.

3. მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ------ გ---–---–ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ------ გ--------ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თანამესაკუთრედ (3/4 ნაწილის მესაკუთრედ), უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში (საკადასტრო კოდი: 0-----------)., გაუქმდა საზიარო უფლება.. მ------ გიგაშვიშვილსა და ზ------ გ--------ეს შორის ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ. 8--ში მდებარე საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით; სასამართლოს მიერ მხარეთა შორის განაწილდა სასამართლოს ხარჯები.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ზ------ გ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ------ გ--------ე ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ და მიეკუთვნა დანაშთი სამკვიდროდან, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში, ¾ ნაწილი (როგორც მამის, ისე დედის დანაშთი წილიდან). მ------ გ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ის ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ და მიეკუთვნა დანაშთი სამკვიდროდან, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში, ¼ ნაწილი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, მ------ გ--------ის (გ---–---–ის) განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში დაფიქსირებული პირობა: "მ------ გ---–---–ი ცნობილ იქნას თანამესაკუთრედ და მიეკუთვნოს დანაშთი სამკვიდროდან, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8- 1/4 ნაწილი, განიმარტა შემდეგნაირად: მ------ გ---–---–ი ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ და მიეკუთვნა დედის- ზინაიდა გ--------ის დანაშთი სამკვიდროდან - მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში, ¼ ნაწილი".

7. 2016 წლის 26 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8-, საკადასტრო კოდი: 0-----------, ნაწილი ¼, მესაკუთრე არის მ------ გ---–---–ი.

8. 2018 წლის 01 მარტის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის თანახმად, დადგენილი იქნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიღებულ იქნა მ------ გ---–---–ის წარმომადგენლის დ----- კ--–---ის განცხადება საინჟინრო-ეტქნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

9. N002877918 აქტის თანახმად, ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხი: შესაძლებელია თუ არა ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-----------, ნატურით გაყოფა წილთა შესაბამისად (1/4 ნაწილი და ¾ ნაწილი) ფუნქციონალური დანიშნულების შენარჩუნებით და ღირებულების შემცირების გარეშე. ექსპერტიზის ობიექტი მდებარეობს: ქ. ფ----ი, წ---------------ს ქ.N8--ში.

ექსპერტიზის ჩასატარებლად ფაქტიურმა მფლობელებმა, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე, უარი განაცხადეს ექსპერტიზის ჩატარებაზე. ექსპერტიზის დამკვეთის წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო ობიექტის სრულყოფილად წარმოდგენა. აღნიშნულის გამო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N004197219 დასკვნის თანახმად: ა) მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ქ. ფ----ში, წ---------------ს ქ.N8--ში მდებარე ს/კ 0----------- უძრავი ქონებიდან ¼ და ¾ ერთგვაროვანი ნაწილების იზოლირებულად გამოყოფა, უძრავი ქონების ფუნქციონალური ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია; ბ) ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული სარემონტო სამუშაოების (კარების, ფანჯრების, ეზოს მოპირკეთება) შესრულების თარიღის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.

აღნიშნული მტკიცებულების შეფასებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ზ------ გ--------ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სადაო უძრავი ქონების მდ. ფ----ში, წმინად გიორგის ქ. 8- ¾-დის თანამესაკუთრედ; გაუქმდა საზიარო უფლება მ------ გ---–---–სა და ზ------ გ--------ეს შორის საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის განაწილების გზით. განაწილდა მხარეთა შორის საპროცესო ხარჯები.

სასამართლომ მიუთითა, რომ რაკიღა შეუძლებელია საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია და ამონაგების განაწილება მხარეთა შორის წილთა პროპორციულად.

11. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 963-ე, 964-ე, მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

12. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე ზ------ გ--------ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ თავისი დედის გარდაცვალების შემდგომ, აპელანტმა სადავო უძრავ ქონებას ჩაუტარა რემონტი, კერძოდ ბეტონის საფარით მოაპირკეთა ეზო, ამასთან ორსართულიან სახლს სრულად გამოუცვალა კარ ფანჯრები მეტალო პლასტმასით. სახლს ჩაუტარა რემონტი, გააკეთა აბაზანა. აღნიშნულიდან გამომდინარე უძრავი ქონების ღირებულება თავად ზ------ გუკაბიძის ხარჯებით გაიზარდა, რაშიაც მ------ გ---–---–ს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ქონების რეალიზაციით აპელანტს მიადგება ზიანი, ის დარჩება სახლ-კარის გარეშე. ამასთან ვერ შეძლებს გაწული ხარჯების კომპენსირებას.

13. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ გ---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ზ------ გ--------ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2020 წლის 10 მარტს 11.00 საათისათვის.

15. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარე მ------ გ---–---–ი, ასევე მისი ადვოკატი დ----- კ--–---ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

16. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ გ---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. განმარტა, რომ 1-ლი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და არ უნდა მოხდეს საზიარო საგნის გაყიდვა რადგან ზ------ გ--------ემ სადავო ქონების გაუმჯობესების მიზნით გაწია გარკვეული ხარჯი, ეს კი გამორიცხავს საზიარო საგნის რეალიზაციას.

17. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის შუამდგომლობას და თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და უცვლელი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

19. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ზ------ გ--------ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2020 წლის 10 მარტს 11.00 საათისათვის.

20. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარე მ------ გ---–---–ი, ასევე მისი წარმომადგენელი დ----- კ--–---ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

21. დადგენილია, რომ რაიმე სახის შუამდგომლობა სასამართლოს მთავარ სხდომის გადადების თაობაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

ერთადერთი ინფორმაცია, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამოუცხადებელმა მხარემ მიაწოდა არის ის, რომ იგი შეცდომით ფოთის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

22. სააპელაციო პალატას მოწინააღმდეგე მხარის მარინა გ---–---–ის სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიაჩნია.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

24. საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

26. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტთა წარმომადგენელმა მისცა განმარტება ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სახელდობრ: მიუთითა, რომ მოდავე მხარეთა შორის, საზიარო უფლება არ უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ მან საზიარო საგანზე გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი, რამაც გაზარდა სადავო ქონების საბაზრო ღირებულება, ქონების რეალიზაციის შემდეგ, რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის მოწილეთა შორის განაწილებით კი ვერ მოხდება თავის მიერ, ქონებაზე გაწეული ხარჯების კომპენსირება.

27. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად ვერ ამართლებენ მისსავე მოთხოვნას, სარჩელის დაკმაყოფილების უარყოფის შესახებ. ისეთ ვითარებაში, როცა ზ------ გ--------ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ქონდა აღძრული შეგებებული სარჩელი ქონებაზე გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით, ამასთან არ მიუთითებს საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის მოწილეთა შორის განაწილების დამაბრკოლებელ, რომელიმე კანონშესაბამის გარემოებაზე - სამართლებრივად გაუმართლებელი და სრულიად დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მერინე გ---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

28. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ გ--------ის წარმომადგენლის მ-----–- ა-----–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ზ------ გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება;

4. აპელანტის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე