განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142220700109428
საქმე №1/აგ-10-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ---------–----–---–ის (დაბადებული: 1----–-–---------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ბ----------------------------–---------–-------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 28 მარტის განაჩენით გ---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. გ---------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განაჩენით, გ---------–----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------–----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ გ---------–----–---–ის მიმართ, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე, გ---------–----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულმა გ---------–----–---–მა შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც 2016 წლის 28 მარტის, ასევე, 2017 წლის 29 მარტის განაჩენით, გ---------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ გ---------–----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტისა და 2017 წლის 29 მარტის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ასევე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ, იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ---------–----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.გ---------–----–---–ი გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;
3.გ---------–----–---–ს აღუდგეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ.გორგოძე/
/თ.სვანიძე/