განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210118002451339
საქმე №2/ბ-331
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: ლ--–- ა-----–--ე
წარმომადგენელი: მაგდა ბართაია
აპელანტი/ მოწინააღმდეგე მხარე: შპს „გ---------“
წარმომადგენელი: ლ-–- ჭ------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის ლ--–- ა-----–--ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აპელანტის შპს „გ---------ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „გ-------ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობით ნაწილი:
1. ლ--–- ა-----–--ემ სარჩელით მიმართა ო----------ის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს „გ---------ი“ მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით, მიუღებელი შემოსავლის - 218 000 ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 19 თებერვალს ლ--–- ა-----–--ესა და შპს „გ-------ს“ შორის ქ. თბილისში გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელს - შპს „გ-------ს“ დამკვეთის (მოსარჩელის) სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა სამონტაჟო სამუშაოები: ა) გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, ბ) წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, გ) საკანალიზაციო სისტემის და დ) სავენტილაციო სისტემის მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად. კერძოდ, პირველი ეტაპი მოიცავდა წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემის სამონტაჟო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც შეადგენდა - 37 820.31 ევროს; მეორე ეტაპი მოიცავდა გათბობა - გაგრილების სპლიტ სისტემის დამონტაჟების სამუშაოებს - 37 529,69 ევროს ღირებულებით; ჯამში ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 75 350 ევროს ოდენობით.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს გ-------ს უნდა დაეწყო 2015 წლის 24 თებერვალს და უნდა დაესრულებინა 2015 წლის 24 მაისს.
4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულება არ შეასრულა დათქმულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო - გამართვის სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა მიუღებელ შემოსავალში. 2015 წლის 10 თებერვალს, სს ბ--------------ა და თანამსესხებლებს (ლ--–- ა-----–--ე და ვ--–------------ე) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფ.პ ლ--–- ა-----–--ეს სასტუმროს ასაშენებლად სს „ქ------------ში“ აღებული ქონდა იპოთეკური სესხი 350 000 აშშ დოლარის ოდენობით, 10 წლის ვადით. ხელშეკრულებით, სასესხო ვალდებულების დაფარვა განისაზღვრა სეზონულად წელიწადში სამჯერ გადახდით (გრაფიკით განსაზღვრული); იმის გამო, რომ შპს „გ---------ის“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი სამონტაჟო-გამართვითი სამუშაოები დადგენილ ვადაში არ შესრულდა და რაც შესრულდა არაჯეროვნად შესრულდა ექსპლუატაციაში ვერ იქნა გაშვებული მოსარჩელის კუთვნილი სასტუმრო, რამაც გამოიწვია 2015 წლის სეზონის ჩავარდნა და შესაბამისად სასესხო ვალდებულების ვადაში დაუფარაობა;
5. ლ--–- ა-----–--ემ, სს „ქ------------ში“ აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვის მიზნით მიმართა სს „კ----------------------ს“ ახალი სესხის ასაღებად. 2015 წლის 21 სექტემბერს, მან გააფორმა ხელშეკრულება საბანკო კრედიტის შესახებ სს „კ----------------------თან“. მოსარჩელის მიერ აღებულმა ახალმა სასესხო ვალდებულებამ შეადგინა - 509 000 აშშ დოლარი. აღნიშნულით ლ--–- ა-----–--ეს მიადგა ფინანსური ზიანი; კერძოდ სს „ქ------------ში“ მის მიერ გადახდილმა 2015 წლის წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 110000 აშშ დოლარი, ხოლო სასესხო ვალდებულების პირობების დარღვევის პირგასამტეხლომ შეადგინა 7 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2015 წელს, სს „ქ------------ში“ აღებულ სესხზე გადახდილი წლიური საპროცენტო განაკვეთი და გადახდილი პირგასამტეხლო ითვლება მისთვის მიყენებულ ზიანად.
6. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „გ---------ის“ მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ლ--–- ა-----–--ის კუთვნილმა სასტუმრომ, 2016 წლის სეზონზე 8 დღით შეწყვიტა ფუნქციონირება, მწყობრიდან გამოვიდა არასწორად დამონტაჟებული წყლის სისტემა, რის გამოც მთელს შენობაში შეწყდა ცხელი წყლით მომარაგება, რამაც გამოიწვია დამსვენებლების მხრიდან ჯავშნების გაუქმება. აღნიშნულით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასტუმროს და მის მესაკუთრეს. მოპასუხესთან შედგა ზეპირი შეთანხმება აღნიშნული პრობლემის მოგვარების და აღმოფხვრის თაობაზე; კერძოდ, შეთანხმების თანახმად, შპს „გ-------მა დააყენა დროებითი „ტენი“, იმ პირობით, რომ 2016 წლის სენოზის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეკეთებინა დაზიანებული დანადგარი. შპს „გ-------მა“ არ შეაკეთა დაზიანებული დანადგარი და 2017 წელს სასტუმრო კვლავ დროებით დამონტაჟებული „ტენით“ მუშაობდა, რაც ცხადია აფერხებდა სასტუმროს მუშაობას. გაუმართავად მუშაობს კონდინციონერის სისტემაც, ის ითიშება პერიოდულად და ხშირად ჭირდება ფრეონის დამატება, რაც თავის მხრივ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებს. ამ მიზეზის გამო, პრობლემების აღმოფხვრამდე ლ--–- ა-----–--ე ვერ აქირავებდა სასტუმროს ნომრებს.
7. 2015 წლის 29 მაისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, სადაც სრულყოფილად აღირიცხა ყველა დაზიანება, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა და ამასთან სამუშაოების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება.
8. 2016 წლის 10 თებერვალს, მოდავე მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შპს „გ-------ი“ კისრულობდა ყველა დარჩენილი სამუშაოს შესრულებას, რაც არ შეასრულა.
9. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 305 369 ლარის დაკისრება ითხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხე - შპს „გ-------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. განმარტა, რომ მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება, მაგრამ გარდა ამ ხელშეკრულებისა, მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხის მიერ შესრულებული იქნა დამატებითი სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც მოსარჩელის მიერ გადახდილი არ არის. მათ შორის თავად ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მოცულობა და ღირებულებაც გაზრდილია ფაქტობრივი შესრულების მიხედვით.
11. მოპასუხის განმარტებით, მან ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით. რაც შეეხება მოსარჩელისა და ბანკის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების, როგორც ზიანის ანაზღაურების საფუძველს, მოპასუხე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია სახელშეკრულებო ვალდებულებები, ამასთან მისთვის მოსარჩელის საბანკო კრედიტის შესახებ ცნობილი გახდა სარჩელიდან. იმისათვის, რომ ზიანის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს, ზიანის ფაქტი მოპასუხისთვის წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
12. მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მონტაჟი, ამ საკითხზე მხარეთა შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, აღნიშნული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული არ არის, ამასთან სისტემის დაზიანება გამოიწვია არა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ, არამედ ცვალებადმა ელექტროენერგიამ, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა. გადამწვარი პლატა დღემდე იმყოფება მოსარჩელის ობიექტზე და სათანადო ექსპერტიზით ადვილად დადგინდება მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. რაც შეეხება კონდინციონერების სისტემის გაუმართაობას, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, მოსარჩელის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, ამის დასტურად არც შ-------ის ცენტრის დასკვნა არ გამოდგება, ვინაიდან ამავე დასკვნის მიხედვით ის ემყარება მოსარჩელის განცხადებებს.
13. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, შეუძლებელია სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ასევე სამუშაოს შეუსრულებლობაზე მსჯელობა, ერთადერთი, რაც ცალსახად დასტურდება ამ მტკიცებულებით, არის ის, რომ 2015 წლის 29 მაისისათვის, მოსარჩელის მიერ მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული, ამ დროისთვის შენობა მოქცეული იყო ხარაჩოებში, გარე ფასადის სამუშაოები არ იყო დასრულებული, შესაბამისად მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალით ვერ გახსნა სასტუმრო 2015 წლის სეზონზე - არასწორია.
14. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მან შეასრულა სრულად, ამავე შეთანხმების მიხედვით ლ--–- ა-----–--ის ვალდებულებები იყო აენაზღაურებინა ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი თანხა, აქტის ხელმოწერის დროიდან 30 დღის განმავლობაში. შეთანხმების აქტის შესაბამისად, შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ჩაითვლებოდა.
15. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გარდა წერილობითი ნარდობის ხელშეკრულებისა, არსებობდა ნარდობის ზეპირი შეთანხმებაც, რომელიც ამავე წლის მარტში დაიდო, რაც აღიარებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერაც. ზეპირი შეთანხმება შეეხებოდა ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის, ობიექტზე ელექტრო გაყვანილობების მოწყობის და დამატებითი სამუშაოების წარმოებას. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 01 სექტემბრამდე. აღნიშნული სამუშაოები მოსარჩელის მიერ არ არის ანაზღაურებული. სამუშაოების წარმოებას კი ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეფექტების აქტი, რომელშიც მითითებულია ზემოაღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.
16. მხარეთა შორის ასევე არსებობდა 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმება, ამ შეთანხმებიდან მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მას მიაჩნდა მართებულად, თუმცა მოპასუხის მიერ მას ელექტრონულად გაეგზავნა შედარების აქტები, რომელზედაც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
17. როგორც ზეპირ, ისე წერილობითი შეთანხმებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მოცულობაში განხორციელდა ფაქტობრივი ცვლილებები, რადგან დამკვეთმა ლ-------–--ემ, ნაცვლად მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული 5 სართულისა (მანსარდის და სარდაფის ჩათვლით) გადაწყვიტა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით დამატებით აეშენებინა 2 სართული, აღნიშნულ სართულებშიც მოპასუხის მიერ იქნა შესრულებული შესაბამისი სამუშაოები, სართულიანობის გაზრდა დამკვეთის მიერ განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. საჯარო რესტრში შენობა დღემდე რეგისტრირებულია, როგორც 5 სართულიანი, თუმცა ის 7 სართულიანია.
18. მოპასუხემ ეჭქვეშ დააყენა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ ექსპერტ თ--------------–ს არ გააჩნია ბიზნესის შემფასებლის სერთიფიკატი, რის გამოც საეჭვოა მისი კვალიფიკაცია და უფლებამოსილება - გასცეს შესაბამისი შინაარსის დასკვნა. ამასთან დაუსაბუთებელია საიდან აიღო ექსპერტმა საშუალო დღიური ფასები, როდესაც მიუთითა 220-240 ლარზე, მაშინ როდესაც საშუალო დღიური ფასი სასტუმროსი ამავე სასტუმროს საიტზე მითითებულია 35 აშშ დოლარიდან, დაჯავშნის შემთხვევაში ფასი მითითებულია 108 ლარის ოდენობით. გაუგებარია ექსპერტი რატომ ახორციელებს 2016-2017 წლების მიუღებელი შემოსავლის დათვლას, როდესაც ამ პერიოდში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა.
19. მოგვიანებით, მოპასუხემ შპს „გ-------მა“ ლ--–- ა-----–--ის სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა და ითხოვა ლ--–- ა-----–--ისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 41 872.88 ევროს დაკისრება;
20. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ 2015-16 წლებში, მოპასუხესთან გაფორმდა რამდენიმე ნარდობის ხელშეკრულება, გარკვეული სამუშაოების შესრულებაზე, ლ--–- ა-----–--ემ (მოპასუხემ) აუნაზღაურა სამუშაოთა მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე კი ამბობს უარს.
21. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით: 2015 წლის 19 თებერვალს ლ--–- ა-----–--ესთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად შპს „გ-------მა“ იკისრა ვალდებულება ლ--–- ა-----–--ის კუთვნილ ობიექტზე განეხორციელებინა შემდეგი ტიპის სამუშაოები: გათბობა - გაგრილების სპლიტ სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემა, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემები - ჯამური ღირებულებით 75 350 ევრო. მოგვიანებით 2015 წლის მარტში დადებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულებებით, მხარეები შეთანხმდნენ ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობაზე, ობიექტზე ელექტრო გაყვანილობის მოწყობაზე და დამატებითი სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 1 სექტემბრამდე. სულ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ლ--–- ა-----–--ეს უნდა გადაეხადა თავდაპირველი შეთანხმებით 75 350 ევრო თუმცა რეალურად მას გადახდილი აქვს 92 420.72 ევრო.
22. შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ სულ, მის მიერ მოპასუხისათვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 134 293.60 ევრო, რომელზედაც მან მოპასუხეს 2016 წლის 09 თებერვალს გადაუგზავნა კიდეც შესაბამისი დოკუმენტაცია და შედარების აქტი. მოპასუხე (ლ--–- ა-----–--ე) ვალდებული იყო 2 სამუშაო დღის განმავლობაში ან მიეღო აქტი ან დაებრუნებინა შენიშვნებით. შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში აქტი ან ითვლებოდა მიღებულად და მას უნდა გადაეხადა 30 დღის განმავლობაში თანხა. მას არც შენიშვნები წარმოუდგენია, და არც თანხა გადაუხდია. გადაუხდელ თანხას შეადგენს 134 293.6 – 92 420 = 41 872.88 ევროს, რაც მას უნდა დაეკისროს გადასახდელად.
23. დამატებითი შეთანხმება ელექტრო გაყვანილობების მოწყობას რომ შეეხებოდა დაადასტურა თავად მოსარჩელემაც, ხოლო ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ იგი გათვალისწინებული იყო ძირითად ხელშეკრულებაში, და ზეპირი შეთანხმების დროს მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. ხელშეკრულებაში მითითებულია წყალმომარაგების სისტემა, რაც არ მოიცავს ცხელი წყლის სისტემას. ამაზე მხარეები დამატებით, ზეპირი შეთანხმების დროს შეთანხმდნენ, რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, მასში შედიოდა-ონკანების, ნიჟარების, უნიტაზების მონტაჟი და სხვ, რომლებიც ასევე არ იყო გათვალისწინებული ძირითად ხელშეკრულებში. სულ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა: 134 293.60 ევრო, რაზედაც მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2016 წლის 9 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და შედარების აქტი. 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით იგი ვალდებული იყო ან მიეღო აქტი 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან დაესაბუთებინა შენიშვნები, შენიშვნებების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ჩაითვლებოდა და იგი 30 დღის განმავლობაში ვალდებული იყო გადაეხადა თანხა. მოსარჩელეს შენიშვნები არ წარუდგენია და არც თანხა გადაუხდია. გადაუხდელი თანხა კი შეადგენს 134293.6-92420.72=41872.88 ევროს.
24. ლ--–- ა-----–--ემ არ ცნო შეგებებული სარჩელი, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა რომ შეგებებული სარჩელის ავტორი სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს თავის მოთხოვნას, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
25. ო----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით: ლ--–- ა-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს გ---------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
26. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 19 თებერვალს ლ--–- ა-----–--ესა და შპს გ---------ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.
27. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადას შეადგენდა 2015 წლის 24 მაისამდე პერიოდი. გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი შეთანხმება სხვადასხვა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.
28. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარეს მოყავს ექსპერტიზის დასკვნა N5004942318, სადაც დაფიქსირებულია, რომ დ----------ში, თ----–---–ის ქ. N----ში მდებარე სასტუმროში, აღინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ლიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი, მაგრამ რაში გამოიხატა არასწორი მონტაჟი მითითებული დასკვნით დაუდგენელია. ამასთან წყლის ჩამოსვლის კვალი დაფიქსირებულია მხოლოდ სასტუმროს ოთხ ოთახში. N5005897818-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დ----------ში, თ----–---–ის ქ. N----ში მდებარე სასტუმროში, დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნით უტყუარად არ დასტურდება ვისი ბრალეული ქმედებით მოხდა დანადგარის დაზიანება და მისი გაუმართაობა. მოპასუხე ორგანიზაციის წამომადგენლი აღნიშნული დაზიანების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს ცვალებად ელექტროენერგიას, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო არ მომხდარა დამსვენებლების გადინება სასტუმროდან, რაც დადასტურებულ იქნა მოწმე ქ-------------–---–ის ჩვენებით, „ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო დამსვენებლებს არ დაუტოვებიათ სასტუმრო, ვინაიდან წყლის ბიდონებით ხდებოდა დამსვენებლების მომარაგება“.
29. საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 8 დღის განმავლობაში გაუქმებულ იქნა დამსვენებლებზე ჯავშანი.
30. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 218000 ლარის მოთხოვნა, სასტუმროს 4 ოთახში წყლის ჩამოსვლის და 8 დღის განმავლობაში სასტუმროს ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, არ არის სამართლიანი.
31. სასამართლომ მიუთითა, რომ 218000 ლარის (ლ--–- ა-----–--ის მიუღებელი შემოსავალი 2015-2016 წლებში სასტუმროს არასრული დატვირთვით მუშაობის გამო საორიენტაციოდ შ-------ული) განსაზღვრა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 ნოემბრის N5006981618 დასკვნით, რომელიც შეჯამდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, მოწოდებული ინფორმაციისა და კვლევით ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულის დაანგარიშება მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან.
32. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ თავის ახსნა-განმარტებაში დააზუსტა მოთხოვნა (შეამცირა იგი) და მოითხოვა მოპასუხისათვის მხოლოდ 218000 ლარის დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით.
33. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს: სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
34. სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით ლ--–- ა-----–--ე ვალდებული იყო მიეღო აქტი 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან დაესაბუთებინა შენიშვნები და შენიშვნებების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად უნდა ჩათვლილიყო და 30 დღის განმავლობაში ქონდა ვალდებულება მოპასუხისათვის გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, კერძოდ: 134293.6-92420.72=41872.88 ევრო. სასამართლომ მიუთითა, რომ შეგეგებული სარჩელის ავტორის აღნიშნული პოზიცია არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული. მართალია მხარეები არ უარყოფენ, რომ მათ შორის დაიდო დამატებითი ზეპირი ხელშეკრულებაც სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაზე, მაგრამ რა თანხა უნდა ყოფილიყო ამისათვის გადახდილი, მხარეები ვერ ასაბუთებენ.
35. სასამართლომ გაიზიარა შეგეგებული სარჩელის მოპასუხის ლ--–- ა-----–--ის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს გ---------ის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 134 293.60 ევროს ოდენობით, არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით.
36. ლ--–- ა-----–--ემ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 მაისს, შეგეგებული სარჩელის მოსარჩელეს გაუგზავნა მოთხოვნა ელექტრონულად ანგარიშფაქტურის - 226 855 ლარზე გამოწერის შესახებ. 2018 წლის 15 ივლისს ლ--–- ა-----–--ეს პორტალზე მიუვიდა შპს გ---------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც შეცდომით დადასტურებულ იქნა, ვინაიდან თვლიდა, რომ აღნიშნული შეეხებოდა 226 855 ლარზე ანგარიშფაქტურის გამოწერას. როცა დადგინდა ეს ინფორმაცია, მან იმავე დღეს 2018 წლის 15 ივლისს არასწორად გაგზავნილი საგადასახდო დეკლარაცია დააკორექტირა და მიმართა შემოსავლების სამსახურს ელექტრონულად ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმავე ღამეს ლ--–- ა-----–--ემ ელექტრონულად გაუგზავნა მოთხოვნა შპს გ---------ს ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის წერილით ლ--–- ა-----–--ეს ეცნობა, რომ არასწორად გამოწერილი ანგარიშფაქტურის გაუქმებაზე განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს გამომწერმა ორგანიზაციამ. აღნიშნული წერილის შემდგომ 2018 წლის 20 ივლისს ლ--–- ა-----–--ემ კვლავ მიმართა შპს გ---------ს არასწორად გამოგზავნილი ანგარიშფაქტურის გაუქმების მოთხოვნით. 2018 წლის 23 ივლისს ლ--–- ა-----–--ემ წერილობით კვლვ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლის 2018 წლის 25 ივლისის პასუხით, ეცნობა, რომ ანგარიშფაქტურის გაუქმება ხორციელდება გამომწერი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე.
37. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ--–- ა-----–--ის მიერ სადაოდ არის გამხდარი გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურა და უტყუარად ვერ დასტურდება მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, სასამართლომ შეგებებული სარჩელიც უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ის.
38. სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 319-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
39. ო----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული, როგორც მოსარჩელე ლ--–- ა-----–--ის, ისე მოპასუხე მხარის შპს „გ---------ის“ მიერ.
40. აპელანტმა ლ--–- ა-----–--ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ დადგენილად ლ--–- ა-----–--ესა და შპს ,,გ---------ს" შორის, 2015 წლის 19 თებერვალს ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება. საქმეზე ერთადერთი უდავო ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სწორედ ნარდობის ხელშეკრულების არსებობაა.
41. სასამართლოს არ დაუდგენია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, მან მხოლოდ მიუთითა საქმეში არსებულ გარემოებებზე.
42. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ---------ის" მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანი მიადგა ლ--–- ა-----–--ეს.
43. სასამართლომ არ დაადგინა, რომ შპს ,,გ-------ის" ქმედება იყო არამართლზომიერი, კერძოდ, იყო თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებითა და ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულებული; სასამართლომ არ დაადგინა, რომ ლ--–- ა-----–--ისადმი მიყენებული ზიანი გამოიწვია შპს ,,გ---------ის" უშუალო ქმედებამ, სახელშეკრულებო ვადის დარღვევამ და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებამ, და რომ შპს ,,გ-------ის" ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რომელიც მიადგა ლ--–- ა-----–--ეს, არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
44. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ დაასაბუთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. სასამართლომ სარწმუნოდ არ იმსჯელა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ, რასაც შედეგად არასწორი სამართლებრივი შ-------ა მოჰყვა.
45. მხარეთა შორის 19.02.2015 წ. დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, ხოლო იმავე წლის მარტში კი ზეპირი შეთანხმება. 19.02.2015 წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,გ---------ს” უნდა დაეწყო 2015 წლის 24 თებერვალს და დაესრულებინა 2015 წლის 24 მაისს. ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უნდა შესრულებულიყო მხარეთა შორის 2015 წლის მარტში შემდგარი ზეპირი შეთანხმება ობიექტზე ელექტრო გაყვანილობის მოწყობის შესახებ. ამ სამუშაოებისათვის ლ--–- ა-----–--ემ შპს ,,გ---------ს” გადაუხადა 16 905.72 ევრო ორ ეტაპად: I ეტაპი – 10 905.72 ევრო, 05/03/2015 წ.; II ეტაპი – 6 000 ევრო, 08/05/2015 წ. (იხ. საგადასახადო დავალება №1301, 05/03/2015 წ. და №8801, 08/05/2015 წ.). №1301 და №8801 საგადასახადო დავალებებით და 19.02.2015 წ. ნარდობის ხელშეკრულებით დასტურდება მოვალის მიერ ვალდებულების შერულების ვადა, სახელდობრ ის, რომ მას სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 24 მაისს. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლომ დაუდასტურებლად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაითვალისწინა შპს ,,გ-------ის" წარმომადგენლის პოზიცია ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით და ასეთად მიიჩნია 2015 წლის 1 სექტემბერი. ეს იყო მხოლოდ მოპასუხის პოზიცია და იგი არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტი ვერ დგინდებოდა.
46. აპელანტი მიუთითებს, რომ მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში – 2015 წლის 25 მაისამდე - არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ადასტურებს 2015 წლის 29 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დ----------ში მდებარე ლ--–- ა-----–--ის კუთვნილ სასტუმროში შემდგარი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმები. შენობის ყველა სართულზე დაფიქსირდა არსებული დარღვევები. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმებით უდავოდ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში და ჯეროვნად შეუსრულებლობა. ამასთან, ოქმზე თანდართულ სურათებზე დაფიქსირებულია გამოყენებული თურქული მასალა (ხელშეკრულების დადების პირობა იყო მხოლოდ გერმანული მასალის გამოყენება).
47. სასამართლომ, უსაფუძვლოდ არ მიიჩნია შპს ,,გ---------"-ის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანი. სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგენილი გარემოებები, რაც უდავოდ ადასტურებს შპს ,,გ---------"-ის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას. მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად, არასწორად, უხარისხოდ შესრულების გამო დღემდე არაერთი დაზიანება გამოვლინდა.
48. 2015 წლის 31 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ ფაქტების კონსტატაციის ოქმში დაფიქსირებულია შენობაში არსებული დაზიანებები, რომლებიც გამოწვეული იქნა შპს ,,გ---------”-ის მიერ სამუშაოების არასწორი და უხარისხო შესრულების შედეგად. მოპასუხის მიერ წყლის მილების არასწორი დამონტაჟების გამო სასტუმროში სხვადასხვა ადგილზე ჩამოედინება წყალი.
49. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს დასკვნით სასტუმროში წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ღიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე ზ---------------ეც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ „მას ავალებდნენ მილების მონტაჟს არასწორად. კერძოდ; კონდიციონერის მილის დაერთებას საკანალიზაციო მილზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ასეთი სახით მილების დაერთებით სასტუმროში გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა კანალიზაციის სუნის გამო“.
50. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნით დადგენილი იქნა, რომ სასტუმროში დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და შესაბამისად იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში. ექსპერტიზამ გამოიკვლია სასტუმროში დამონაჟებული აგრეგატი და დასკვნაში მიუთითა, რომ აგრეგატი არ ირთვება და ვერ ახდენს წყლის გაცხელებას. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ იატაკზე დადგმულ ცხელი წყლის ავზზე განხორციელდა ე.წ. ტენის დამონტაჟება, რათა თავიდან იქნას აცილებული სასტუმროს ცხელი წყლით მომარაგების პრობლემა. აგრეგატის მიმწოდებლის შპს ,,გ-------ის” მიერ დადგენილი იქნა დაზიანების მიზეზი და სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მიწოდებულ იქნა კიდეც ის სათადარიგო დეტალები, მაგრამ აშპს „გ-------მა“ არ გამოცვალა გაფუჭებული დეტალები. დეტალი წარმოადგენს ელექტრო კლაპანს, რომელიც არეგულირებს (აღებს, ხურავს) გამაცხელებელი (გამაგრილებელი) სითხის მოძრაობას, რომლის დაზიანება იწვევს აგრეგატის გაუმართაობას.
51. შპს ,,გ---------ის” მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით ლ--–- ა-----–--ემ არაერთხელ მიმართა კომპანიის დირექტორს ელექტრონული ფოსტითა და მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მაგრამ უშედეგოდ.
52. მოპასუხის მიერ სამუშაოების ვადის დარღვევითა და არაჯეროვნად შესრულების გამო სასტუმრომ ფუნქციონირება ვერ დაიწყო დაგეგმილ ვადაში 2015 წლის 1 ივნისს, რამაც გამოიწვია 2015 წლის სეზონის ჩავარდნა. სასტუმრომ ფაქტობრივად ფუნქციონირება დაიწყო 2016 წლის 1 ივნისს.
53. 2016 წლის ივლისში, შპს ,,გ---------”-ის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ლ--–- ა-----–--ის კუთვნილმა სასტუმრომ 8 (რვა) დღით შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ დროს მწყობრიდან გამოვიდა არასწორად დამონტაჟებული წყლის სისტემა, რის გამოც მთელ შენობაში შეწყდა ცხელი წყლით მომარაგება. აღნიშნულმა გამოიწვია არაერთი ჯავშნის გაუქმება. ამან სერიოზული ზიანი მიაყენა (არამარტო მატერიალური) სასტუმროს და მის მესაკუთრეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფრის შეკეთებას ესაჭიროებოდა რამდენიმე კვირა. პრობლემის მოგვარების მიზნით შპს ,,გ---------თან” შედგა ზეპირი შეთანხმება აღნიშნული პრობლემის მოგვარების და აღმოფხვრის თაობაზე. შპს ,,გ---------მა” ჩააყენა დროებითი ,,ტენი”, ხოლო 2016 წლის სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შეეკეთებინა დაზიანება. შპს ,,გ---------მა” არც ეს შეთანხმება შეასრულა. სისტემა კვლავ დროებით ჩაყენებულ ,,ტენზე” მუშაობს.
54. 2015 წლი 17 თებერვალს სს ,,ბ--------------ა” და თანამსესხებლებს: ლ--–- ა-----–--ესა და ვ--–------------ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფ/პ ლ--–- ა-----–--ეს სასტუმროს ასაშენებლად სს ,,ქ------------ში” აღებული ჰქონდა იპოთეკური სესხი 350 000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით. ხელშეკრულებით სასესხო ვალდებულების დაფარვა განისაზღვრა სეზონურად წელიწადში სამჯერ გადახდით (გრაფიკით განსაზღვრული): ივლისი - %, აგვისტო – ძირი + %, სექტემბერი – ძირი + %. შპს ,,გ---------ის” მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამონტაჟო-გამართვის სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების შედეგად ვერ იქნა გაშვებული ექსპლუატაციაში მოსარჩელის კუთვნილი სასტუმრო, რამაც გამოიწვია 2015 წლის სეზონის ჩავარდნა და შესაბამისად სასესხო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა.
55. ლ--–- ა-----–--ემ სს ,,ქ------------ში” აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვის მიზნით 21/09/2015 წ. სს ,,კ----------------------თან” გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება 509 000 აშშ დოლარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ--–- ა-----–--ეს მიადგა ფინანსური ზიანი; კერძოდ: სს ,,ბ-------------ში” მის მიერ გადახდილმა 2015 წლის წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 11 000 აშშ დოლარი, ხოლო სასესხო ვალდებულების პირობების დარღვევის პირგასამტეხლომ შეადგინა 7 000 აშშ დოლარი. 2015 წელს სს ,,ქ------------ში” აღებულ სესხზე გადახდილი პირგასამტეხლო ითვლება ლ--–- ა-----–--ისათვის მიყენებულ ზიანად.
56. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ლ--–- ა-----–--ის მიუღებელი შემოსავალი. მიუღებელი შემოსავლის დასადგენად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, რომელიც სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შ-------ული.
57. ნარდობის ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მენარდეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხარისხიანად. შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე შპს ,,გ---------ი” ვალდებული იყო, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად, უხარისხოდ, ვადის დარღვევით შესრულებით ლ--–- ა-----–--ეს კი მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
58. ამ და სხვა გარემოებათა გამო აპელანტი ლ--–- ა-----–--ე ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებას.
59. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შპს „გ---------ის“ წარმომადგენლის მიერაც.
57. აპელანტის შპს „გ-------ის“ წარმომადგენლის განმარტებით: სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას. 2015 წლის მარტში, ლ--–- ა-----–--ესთან დაიდო ზეპირი ნარდობის შეთანხმებაც, რომელიც ეხებოდა ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობას, ობიქტზე ელექტრო გაყვანილობების მოწყობას და დამატებითი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 01 სექტემბრამდე.
58. აღნიშნული ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულების დადება დასტურდება ლ--–- ა-----–--ის მიერ თავდაპირველ სარჩელზე დართული დეფექტების აქტით, რომელშიც მითითებულია ზემოაღნიშნული სამუშაოებთან დაკავშირებული ხარვეზები, ასევე მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით, შედარების აქტებით, რომლებიც ელექტრონულად გადაეგზავნა მოპასუხეს და რომლებზეც მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. შედარების აქტების მიღება დაადასტურა თავად ლ--–- ა-----–--ემაც საქმის ზეპირ განხილვაზე, ამასთან სარჩელს ლ--–- ა-----–--ემ თავად დაურთო ის ელექტრონული წერილები, რომლებითაც მიღება - ჩაბარების და შედარების აქტები გადაეგზავნა მას, ასევე გადახდის ქვითრები. ხელმოწერილი ნარდობის ხელშეკრულებით ლ. ა-----–--ეს უნდა გადაეხადა 75 350 ევრო, ხოლო მის მიერ რეალურად გადახდილია 92 420,72 ევრო, დამატებითი სამუშაოების შესახებ შეთანხმება ელექტრო გაყვანილობების მოწყობის ნაწილში დაადასტურა თავად ლ--–- ა-----–--ემაც, ხოლო ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ იგი გათვალისწინებული იყო ძირითადი ხელშეკრულებით, თუმცა ფაქტია, რომ 2015 წლის 19 თებერვალს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების შესახებ მითითებული არ არის. ხელშეკრულებაში მითითებულია წყალმომარაგების სისტემა, რომელიც თავის თავში არ მოიცავს ცხელი წყლის სისტემას. რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, მათში შედიოდა ისეთი ტიპის სამუშაოები, როგორიცაა ონკანების, ნიჟარების, უნიტაზების და ა.შ. მონტაჟი, რომელი სამუშაოებიც ასევე არაა გათვალისწინებული ძირითადი ნარდობის ხელშეკრულებით.
59. აპელანტის შპს „გ-------ის“ წარმომედაგენლის განმარტებით, სულ შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 134 293.60 ევრო. რაზედაც მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 09 თებერვალს გადაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და შედარების აქტი, 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით იგი ვალდებული იყო ან მიეღო აქტი 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან დაესაბუთებინა შენიშვნები. შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ჩაითვლებოდა და იგი ვალდებული იყო 30 დღის განმავლობაში გადაეხადა თანხა. ლ. ა-----–--ეს შენიშვნები არ წარუდგენია და არც თანხა გადაუხდია, რომელიც შეადგენს 134293.6 – 92420,72 =41 872.88 ევროს, რაც ლ--–- ა-----–--ეს უნდა დაეკისროს გადასახდელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
60. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „გ---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ლ--–- ა-----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ო----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ლ--–- ა-----–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და შპს „გ---------ს“ ლ--–- ა-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 42498,6 ლარის გადახდა. შპს „გ---------ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება:
62. უდავოდაა დადგენილი, რომ 2015 წლის 19 თებერვალს ლ--–- ა-----–--ესა (შემკვეთს) და შპს „გ---------ს“ (მენარდეს) შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება ო----------ის მუნიციპალიტეტში, დ----------ში თ----–---–ის ქ. N----ში განთავსებული 285.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ს/კ 2-----------) განთავსებულ შენობა - ნაგებობა N1-ში, რომელიც წარმოადგენდა სასტუმროს (საერთო ფართი 1028.17კვ.მ.) სამონტაჟო - გამართვითი სამუშაოების შესახებ.
63. ხელშეკრულების თანახმად: მენარდემ შპს „გ-------მა“ აიღო ვალდებულება შემდეგი სამონტაჟო - გამართვითი სამუშაოების განხორციელებაზე: ა) გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემის სამონტაჟო სამუშაოები; ბ) წყალმომარაგების სისტემა; გ) საკანალიზაციო სისტემა; დ) სავენტილაციო სისტემა (ხელშეკრულების 1 პუნქტი. იხ. ტ.1. ს.ფ.17-24);
64. შემკვეთმა, ლ--–- ა-----–--ემ აიღო ვალდებულება, ფაქტიურად ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე - წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდისა.
65. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების პირობები. კერძოდ: ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 75 350 ევროს ოდენობით. მხარეები აღნიშნული თანხის ორ ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ: ეტაპი I: წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემა - 37820,31 ევრო. ეტაპი II: გათბობა - გაგრილების სპლიტ სისტემა - 37529,69 ევრო;
66. მხარეთა შორის ერთ-ერთ სადავო ფაქტობრივ გარემოებას შეადგენს ხელშეკრულების შესრულების ვადები. ლ--–- ა-----–--ის განმარტებით, მოპასუხეს ნარდობით ხელშეკრულებით (როგორც წერილობით, ისე ზეპირი ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა და დაესრულებინა 2015 წლის 24 მაისს. შპს „გ-------ის“ განმარტებით - მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადას, ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისა - წარმოადგენს 2015 წლის 1 სექტემბერი. (მოპასუხის განმარტებით, ამ ვადაზე ანუ 1 სექტემბერზე მხარეები 2015 წლის მარტში ზეპირი შეთანხმების დროს შეთანხმდნენ).
67. ნარდობის წერილობითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად: სამუშაოების შესრულება მართლაც უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 24 თებერვალს და უნდა დასრულებულიყო - 2015 წლის 24 მაისს.
68. რაკიღა 2015 წლის მარტის თვეში გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე და ამ ხელშეკრულებების პირობებზე მიუთითა შეგებებული სარჩელის ავტორმა (შპს „გ-------მა“) თავის შეგებებულ სარჩელში, ამასთან მიუთითა იმაზეც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად სამუშაოთა შესრულების ვადას სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების თანახმად 1 სექტემბერი წარმოადგენდა - ეს ფაქტობრივი გარემოებაც (ვადასთან დაკავშირებით) მისი მტკიცების ტვირთია.
69. არანაირი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა (ხელშეკრულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით) შპს „გ-------ს“ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. (უფრო დაწვრილებით ამ გარემოებაზე იხ.ქვემოთ).
70. უდავოდ დადგენილად მიიჩნევს პალატა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარდა 2015 წლის 19 თებერვალს მხარეთა შპს „გ-------სა“ და ლ--–- ა-----–--ეს შორის შემდგარი წერილობით შეთანხმებისა, 2015 წლის მარტში მხარეთა შორის შედგა ზეპირი ხელშეკრულება, (რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან) რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ სასტუმროს შენობაში ელექტრო გაყვანილობის მონტაჟზე, ასევე ცხელი წყლის სისტემის მონტაჟზე.
71. იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებას (მარტის თვეში) მართლაც ჰქონდა ადგილი - ადასტურებს ორივე მხარე, მათ შორის სადავოა ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რა სამუშაოებს შეეხებოდა მხარეთა შეთანხმება, მხოლოდ - ელექტრო გაყვანილობის მონტაჟს (რასაც ორთავე მხარე ადასტურებს) თუ ასევე ცხელი წყლის სამონტაჟო სამუშაოებსაც (რასაც შპს „გ-------ის“ წარმომადგენელი ადასტურებს). ამ მიმართებით, მხარეთა შორის სადავო ასევე სამუშაოთა შესრულების ვადაა, რა ვადაზე შეთანხმდნენ მხარეები 2015 წ. მარტის ზეპირი შეთანხმებით? ლ--–- ა-----–--ის განმარტებით ეს ვადა იყო 2015 წლის 24 მაისი (როგორც ეს 19 თებერვლის ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული) შპს „გ-------ის“ წარმომადგენლის ლ-–- ჭ------ის განმარტებით კი 2015წ. მარტში დადებული ზეპირი შეთანმხებით სამუშაოთა შესრულებისათვის, მხარეებმა განსაზღვრეს 2015 წლის 1 სექტემბერი.
მხარეთა შორის სადაო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ცხელი წყლის სამონტაჟო სამუშაოებზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა 2015 წლის 19 თებერვლის წერილობითი შეთანხმებით. (უფრო დაწვრილებით ამ გარემოებაზე იხ. ქვემოთ) ხოლო, ვადა რაც ამ სამუშაოთა შესრულებისათვის გაითვალისწინეს მხარეებმა იყო 2015 წ. მაისი.
ანუ მარტის თვის ზეპირ შეთანხმება შეეხებოდა ელ. გაყვანილობის მონტაჟს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის მხარეებმა განსაზღვრეს 2015 წლის მაისი.
72. აქვე პალატა გამოყოფს იმ ძირითად საკითხებს, რაც სადავოა მხარეთა შორის და რაზედაც გადაწყვეტილებამ უნდა გასცეს პასუხი: 1) ეს არის 2015 წლის მარტის ზეპირი შეთანხმების შესრულების ვადა. არის ეს 2015 წლის 24 მაისი (როგორც ამას ლ--–- ა-----–--ე ამტკიცებს) თუ 2015 წლის 1 სექტემბერი?(როგორც ამას შპს ,,გ---------“-ი მიუთითებს?) 2) რა სამუშაოების შესრულებაზე შეთანხმდნენ მხარეები 2019 წლის მარტის ზეპირი ხელშკრულების დადების დროს, ეს იყო მხოლოდ ელექტრო გაყვანილობის მონტაჟზე-შეთანხმება თუ შეთანხმება ასევე შეეხებოდა ცხელი წყლის დანადგარების მონტაჟს? 3) ჰქონდა თუ არა ადგილი შპს „გ-------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, ანუ შესრულდა თუ არა ჯეროვნად(ხარისხიანად) და დათქმულ დროში შპს „გ-------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 4) თუ შპს „გ-------ის“ მიერ არ იქნა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული, მიადგა თუ არა ამით ლ--–- ა-----–--ეს ზიანი, რაც მიუღებელ შემოსავალში გამოიხატა. 5) თუ დადასტურებულად მივიჩნევთ ლ--–- ა-----–--ის მიერ განცდილ ზიანს (მიუღებელი შემოსავლის სახით), რა ოდენობისაა ეს ზიანი. ?-
73. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებზე ფაქტების სწორად დადგენა არის არსებითი და გადამწყვეტი წინამდებარე დავაზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
74. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
75. თავის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასტურად, მოსარჩელემ სარჩელს დაურთო გადახდის ქვითრები და აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მან შეასრულა და მენარდეს აუნაზღაურა შეთანხმებული საზღაური.
76. კერძოდ, საქმეში, ტ.1. ს.ფ.26-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2015 წლის 05 მარტს, ლ--–- ა-----–--ემ შპს „გ---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 10905,72 ევროს ეკვივალენტი თანხა ლარებში - 25566,28 ლარის ოდენობით; გადახდის დანიშნულების ველში მითითებულია: „ელექტროობის პირველი ეტაპის საფასური“;
77. ტ.1. ს.ფ. 27-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2015 წლის 08 მაისს, ლ--–- ა-----–--ემ შპს „გ---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 6000 ევროს ეკვივალენტი თანხა ლარებში - 15863,4 ლარის ოდენობით; გადახდის დანიშნულების ველში მითითებულია: „ელექტროობის საფასური. ინვოისი: GWT81-05/2015; 07.05.15“;
78. ტ.1. ს.ფ. 28-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2015 წლის 08 მაისს, ლ--–- ა-----–--ემ შპს „გ---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 37820,31 ევროს ეკვივალენტი თანხა ლარებში - 96 717,88 ლარის ოდენობით; გადახდის დანიშნულების ველში მითითებულია: “წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემის საფასური, ხელშეკრულება 19/02/2015“;
79. ტ.1. ს.ფ. 29-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2015 წლის 05 მარტს, ლ--–- ა-----–--ემ შპს „გ---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 35694,69 ევროს ეკვივალენტი თანხა ლარებში - 83679,06 ლარის ოდენობით; გადახდის დანიშნულების ველში მითითებულია: “კონდენციონერების და ცხელი წყლის გაყვანილობის საფასური“;
80. ტ.1. ს.ფ. 30-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2015 22 მაისს, ლ--–- ა-----–--ემ, შპს „გ---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 2000 ევროს ეკვივალენტი თანხა ლარებში - 5030,2 ლარის ოდენობით; გადახდის დანიშნულების ველში მითითებულია: „ ცხელი წყლის სისტემის საფასური“ (ხელშეკრულება 19.02.2015წ);
81. გამომდინარე ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან, გადახდის ქვითრებიდან, მართლაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 2015 წლის 25 თებერვლიდან ვიდრე 2015 წლის 22 მაისამდე, ლ--–- ა-----–--ემ, შპს „გ-------ს“ გადაუხადა 92 420,72 ევროს ეკვივალენტი 226 856,82 ლარი (იხ. ტ1. ს.ფ. 26-30);
82. აღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე უდავოდ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ცხელი წყლის სისტემის მონტაჟი მხარეებს გათვალისწინებული ჰქონდათ 2015 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებაში (ანუ „ბ“ პუნქტი, რომელიცზოგადად წყალმომარაგების სისტემაზე მიუთითებს, თავის თავში მოიცავდა ცხელი წყლის მონტაჟსაც, (ს.ფ. 30. ტ.1.).
83. აღნიშნული საგადასახადო დავალებით N8201 2015 წლის 22 მაისისა სრულად ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ცხელი წყლის სისტემის საფასურის გადახდა 5030 ლარისა და 20 თეთრის გადამხდელმა განახორციელა 2015 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა რასაკვირველია არ იზიარებს შპს ,,გ---------“-ის წარმომადგნელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ცხელი წყლის მონტაჟი არ იყო გათვალისწინებული 2015 წლის 19 თებერვლის წერილობით ხელშეკრულებაში და რომ არც ამ სამუშაოსათვის გათვალისწინებული საფასური გადაუხდია ლ--–- ა-----–--ეს.
84. რაც შეეხება ელექტროობას, რომლის მონტაჟზეც მხარეები მარტში ზეპირად შეთანხმდნენ (ამას ორთავე მხარე ადასტურებს), მისი საფასური ლ--–- ა-----–--ეს გადახდილი აქვს 2015 წლის 5 მარტს (1 ეტაპის საფასური, (ს.ფ26), ასევე 2015 წლის 8 მაისს - ოქტომბრის მომდევმნო ეტაპის საფასური (ს.ფ. 27. ტ1).
85. მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილებისა და ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გონივრული შეფასებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის მარტის ზეპირი შეთანხმებით მხარეები სამუშაოს დასრულების ვადად შეთანხმდნენ არა 2015 წლის 1 სექტემბერზე, არამედ 2015 წლის 24 მაისზე, როგორც ეს 2015 წლის 19 თებერვლის წერილობითი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
86. მართლაც, იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ სამუშაოთა დასრულების ვადა იყო 1 სექტემბერი, მიუთითა მოპასუხემ, იგივე შეგებებული სარჩელის ავტორმა შპს „გ-------მა“ , შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთიც - მასზეა. არანაირი მტკიცებულება, რაც ამ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, მხარეს სასამართლოსათვის გარდა საკუთრივ თავის განმარტებისა - არ წარმოუდგენია. ლ--–- ა-----–--ემ კი ამ სადაო ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა ზემოთ უკვე მიმოხილული საგადასახადო დავალებები, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მან შეთანხმებული თანხები გადაიხადა 2015 წლის 22 მაისამდე; და რომ ცხელი წყლის მონტაჟი 2015 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მან სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეები სასტუმროს ადმინისტრატორი ქ-------------–---–ი და ზ---------------ე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სამუშაოები დასრულებული უნდა ყოფილიყო მაისის ბოლოს და სასტუმროს ფუნქციონირება უნდა დაეწყო 2015 წლის 1 ივნისიდან. მოწმე ქ-------–---–ის ჩვენება შემდეგი შინაარსისაა: „ლ--–- ა-----–--ესთან ერთად, უ----ში სასტუმროს სანახავად ჩავედით 2015 წლის მაისის თვეში. სასტუმროს ფუნქციონირება უნდა დაეწყო ამავე წლის 1 ივნისიდან. უ----ში ჩასულებს დაგხვდა ძალიან ცუდი მდგომარეობა, სამუშაოები კი მიმდინარეობდა, თუმცა ნათელი იყო, რომ ის ვერ დასრულდებოდა 1 ივნისამდე. მე და ქალბატონი ლ--–-, გვერდით მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში დავბინავდით. როგორც იქნა რამდენიმე ოთახი დაამთავრეს, თუმცა, როცა შევედით შესრულებული სამუშაოს ჩაბარების და შემოწმებისთვის, აღმოჩნდა, რომ კონდენციონერებიდან წვეთავდა წყალი, ზოგ ნომერში უნიტაზის ბაკები არ იყო დამონტაჟებული, რის გამოც საჭირო გახდა კაფელების აყრა და თავიდან სამუშაოების შესრულება, ასევე ცუდად იყო დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა, რის გამოც ნომრებში იყო გაუსაძლისი სუნი. როგორც გაირკვა საკანალიზაციო სისტემაზე დააერთეს კონდენციონერების მილები, რაც იწვევდა სასტუმროს ნომრებში სუნის გავრცელებას. საკანალიზაციო მილის გახვრეტის გამო (რომელსაც დაუერთეს კონდენციონერების მილები), ჟონავდა წყალი, რამაც ასევე დააზიანა ჭერი და კედლები. აგვისტოს თვიდან რამოდენიმე დამსვენებელი შევიყვანეთ, მაგრამ არსებული სუნის გამო დამსვენებლები სასტუმროს ტოვებდნენ. წყლის პრობლემა იყო. კომპიუტერული სისტემა იყო არეული და მწყობრიდან გამოსული. კამერები დაამონტჟეს, თუმცა არ მუშაობდა, კამერების დამონტაჟებაც თავიდან მოუხდა ქალბატონ ლ--–-ს. 2015 წლის 9-10 აგვისტოდან დაიწყო სასტუმროს ფუნქციონირება, მხოლოდ რამდენიმე ოთახში. 2016 წელს მწყობრიდან გამოვიდა ცხელი წყლის სისტემა, ერთ კვირა ვეხვეწებოთ მოპასუხე კომპანიას, რომ მოსულიყვნენ და ტენი გაეკეთებინათ. ერთი კვირის მანძილზე სასტუმროში ცხელი წყალი არ გვქონდა, რის გამოც დამსვენებლები ტოვებდნენ სასტუმროს და სხვაგან მიდიოდნენ“ .
87. მოწმის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხა ზ---------------ე, რომელიც შპს „ჯ---------ის“ ხელმძღვანელობის დაკვეთით ლ--–- ა-----–--ის კუთვნილ სატუმროში ასრულებდა სანტექნიკის, წყალგაყვანილობი, გათბობისა და სავენტილაციო სამუშაოებს. მოწმის ჩვენებით: „იქ რაც კეთდებოდა, ყველაფერი კეთდებოდა უხარისხოდ, შპს „გ---------ის ხელმძღვანელობა თავის ვალდებულებას არ ასრულებდა კარგად, ჩემს მითითებებს არ ითვალისწინებდა. კანალიზაციის მილი სხვა არის, ხოლო კონდენციონერის სიტემის მილები სხვა, მას ჭირდება ცალკე გაყვანილობა. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება კანალიზაციის გაყვანილობაზე კონდენციონერის მილების დაერთება, რადგან ის იწვევს სუნს ოთახებში. ბევრჯერ გაფრთხილების მიუხედავად, მაინც არ გაითვალისწინეს. ასე გრძელდებოდა სხვა საკითხებზეც.“
88. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ უკვე მიმოხილული გადახდის ქვითრებით დასტურდება ლ--–- ა-----–--ის მხრიდან შპს „ჯ---------ისათვის“ 92 420,72 ევროს ეკვივალენტი ლარის - 226 856.82 ლარის გადარიცხვის ფაქტი. (ტ.1. ს.ფ. 26-30);
89. ყურადღებამისაქცევი აღნიშნულ მტკიცებულებებში არის ის, რომ 92 420 .72 ევრო ლ--–- ა-----–--ის მიერ გადახდილია 2015 წლის 22 მაისამდე, რაც ზემოთმიმოხილულ მტკიცებულებებთან ერთად ასევე ერგვარი დასტურია იმისა, რომ სამუშაოთა დასრულების შეთანხმებული ვადა იყო სწორედ 25 მაისი და არა 1 სექტემბერი. თანხების გადახდა შესრულებული სამუშაოებისათვის სწორედ 22 მაისამდე პერიოდში განხორციელდა.
90. მოპასუხე მხარე, შპს ,,ჯ---------ის“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის წერილობით ხელშეკრულების გარდა, მხარეები დამატებით, ზეპირად შეთანხმდნენ გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოიცავდა: ა) ობიექტზე ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს; ბ)ობიქეტზე ელექტრო გაყვანილობების მოწყობისა და დამატებით სამუშაოებს. ხოლო ზეპირი შეთანხმებით ვადა ამ სამუშაოთა დასრულებისათვის იყო 1 სექტემბერი.
ზეპირი შეთანხმების არსებობას არც ლ--–- ა-----–--ე უარყოფს თუმცა იმ განსხვავებით, რომ ზეპირი შეთანხმება შეეხებოდა მხოლოდ ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს (და არა ცხელი წყლის მონტაჟსაც, რადგან ეს 19 თებერვლის წერილობითი ხელშეკრულებით იყო უკვე გათვალისწინებული); ასევე ლ--–- ა-----–--ე არ ეთანხმება იმ ვადას, რაზედაც შპს ,,გ-------ი“ მიუთითებს, რომლის თანახმადაც მხარეთა ზეპირი შეთანხმება სამუშაოთა დასრულების ვადად 1 სექტემბერს ითვალისწინებდა).
91. მართლაც, საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ წერილობითი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა, მხარეები დამატებით, სხვა სამუშოს შესრულებაზეც შეთანხმდნენ, კერძოდ დამატებითი შეთანხმება მოიცავდა ბ) ობიქეტზე ელექტრო გაყვანილობების მოწყობის სამუშაოების შესრულებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თანხის გადახდის ქვითრებით შესაძლებელია იმ სამუშაოთა იდენტიფიცირება, რომლის საფასურის გადახდაც განახორციელა მოსარჩელემ. ამასთან მითითებული გადახდის ქვითრებით დადასტურებულია ლ--–- ა-----–--ის მხრიდან 92 420,72 ევროს გადახდა, მაშინ, როდესაც თავდაპირველი, წერილობითი ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება - 75 350 ევროს შეადგენდა.
92. შესაბამისად სააპელაციო პალატა იზიარებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ წერილობითი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა, მხარეები დამატებით სხვა სამუშოს შესრულებაზეც შეთანხმდნენ, თუმცა ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზეპირი, დამატებითი შეთანხმება სამუშაოს შესრულების ვადის გაზრდასაც უკავშირდებოდა და რომ 2015 წლის 24 მაისის ნაცვლად, სამუშაოები 2015 წლის 01 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება შპს „გ-------მა“ სასამართლოს ვერ წარუდგინა, გარდა საკუთრივ თავისი განმარტებისა.
93. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ და არაჯეროვნად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვიტოს დასკვნა N5004942318, რომლის თანახმად დ----------ში, თ----–---–ის ქ. N----ში მდებარე სასტუმროში, აღინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და წყლის ჩამოსვლის მიზეზია ტექნიკურ ღიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი. კერძოდ: „სასადილოს თავზე განთავსებულ ფრანგული გასაჭიმი წერის მოპირკეთება არის ჩამოწეული, ხოლო ჩასასვლელი კიბის ვიტრაჟის კუთხეში აღინიშნებოდა წყლის ჟონვის კვალი ჭერიდან, ხოლო ფრანგული გასაჭიმი ჭერის გახვრეტისას აღმოჩნდა, რომ წყალია დაგროვილი და ჟონავს. ასევე მოხდა სასტუმროს ნომრების დათვალიერება, რომლებიც განთავსებულია წყლის ჩამოსვლის კვალის თავზე, სადაც მე-3 სართულზე 402 ოთახში კედელზე რომელზედაც განთავსებულია ტექნიკური ღიობი აღენიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი, ასევე წყლით კვალი აღენიშნება ჭერის ნაწილზე სააბაზანოში 403 ნომერში, იგივე სიტუაციაა მე-2 სართულზე 302 და 303 ოთახებში. ვინაიდან და რადგანაც ზემოთხსენებულ ოთახებში წყლის ჩამოსვლის კვალი აღინიშნება ტექნიკური ღიობების კედლებზე და შემდეგ გროვდება გასაჭიმ ფრანგულ ჭერში, შეიძლება ითქვას, რომ წყლის ჩამოსვლის მიზეზი იყოს არასწორი მოწყობა მილებისა ტექნიკური ღიობებში (საკანალიზაციო, წყლის; (იხ. ტ.5. ს.ფ. 97-111)).
94. საქმეში, ტ.1ს.ფ.70-119-ზე განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 მაისისა და ამავე წლის 31 აგვისტოს ოქმები ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, რომლებიც ფოტომასალის სახით ასახავს ლ--–- ა-----–--ის სასტუმროში უხარისხოდ შესრულებული რემონტის შედეგად არსებულ მდგომარეობას.
95. საქმეში ტ.2. ს.ფ. 87-88-ზე განთავსებულია ო----------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება N851, საიდანაც ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ლ--–- ა-----–--ის განცხადება და დ----------ში მდებრე სასტუმრო ს/კ 2-----------, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.
96. სააპელაციო პალატა, მოწმე ქეთევან ხაიბეიშვილის ჩვენების საფუძველზე, რომელიც სასტუმროს ადმინისტრატორი იყო, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთებაში არსებულმა სასტუმრომ ფუნქციონირება, ანუ დამსვენებელთა მიღება დაიწყო დაახლოებით 2015 წლის 10 აგვისტოდან;
97. უდავოდაა დადგენილი და მხარეები არ დაობენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზღვის სეზონი შეადგენს 20 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს ანუ 140 დღეს;
98. უდავოდაა დადგენილი, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის 24 მაისისათვის შპს „ჯ---------ს“ შესრულებული არ ქონდა, შესაბამისად, ლ--–- ა-----–--ის სასტუმრო, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არ იყო მზად ექსპლუატაციაში გასაშვებად, არამედ მან ფუნქციონირება დაიწყო - 10 აგვისტოს (ქ-------------–---–ის განმარტება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ლ--–- ა-----–--ის სასტუმრომ 2015 წლის სეზონზე ვერ იმუშავა 76 დღე (2015 წლის 24 მაისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში);
99. საქმეში განთავსებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა N5005897818, რომლის თანახმად დ----------ში,თ----–---–ის ქ.N----ში მდებარე სასტუმროში, დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარი დაზიანებულია და იმყოფება გაუმართავ მდგომარეობაში.(იხ. ტ.5. ს.ფ. 89-96).
ეს ფაქტობრივი გარემოება არც მხარეთა მიერ გამხდარა სადაო. თუმცა სადაოა ბრალეული პირი აღნიშნულში. ლ--–- ა-----–--ის განმარტებით, იგი სთხოვდა მოპასუხეს, და ამას მის მიერ გაგზავნილი ელ. მიმოწერებიც ადასტურებს, რომ შპს ,,გ-------ს“ გამოესწორებინა აღნიშნული მდგომარეობა (თუმცა ამაოდ) შპს ,,გ-------ის“ პოზიციით, ცხელი წყლის დანადგარის მწყობრიდან გამოსვლა არასტაბილურმა დენმა გამოიწვია, ამასთან მან შეიძინა ის დეტალი რომელიც გამოსაცვლელი იყო, მაგრამ დეტალის გამოცვლის საშუალება ლ--–- ა-----–--ემ არ მისცა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის ეს პოზიცია არის სრულიად დაუდასტურებელი, მტკიცებულებათა გარეშე გაჟღერებული, ამასთან სრულიად არალოგიკურიც. (რატომ უნდა შეეშალა ხელი ლ--–- ა-----–--ეს შპს ,,გ-------ისათვის“ დეტალის გამოცვლაში, რაც მის ინტერესში იყო, და რაზედაც არაერთი შეტყობინება და თხოვნა თავადვე გაუგზავნა მოპასუხეს?!)
100. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის სეზონზე, ცხელის წყლის დანადგარის დაზიანების გამო სასტუმროს მუშაობა ივლისის თვეში შეფერხებული იქნა 8 დღით. დანარჩენ დღეებში შპს „ჯ---------ის“ მიერ დამონტაჟებული დროებითი დანადგარით, ე.წ. „ტენით“ ხდებოდა დამსვენებლებისთვის ცხელი წყლის მიწოდება.
ამ ფაქტობრივ გარემოებას სადაოდ არ ხდის არც შპს ,,გ-------ი“, ასევე ადასტურებს მოწმე ქ-------–---–ი.
101. საქმეში, ტ.2. ს.ფ. 197-იდან განთავსებული დოკუმენტებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის ივლისის თვეში, რამდენიმე სტუმარმა გააუქმა სასტუმროს ჯავშანი.
102. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წელს სასტუმრომ მთელი სეზონი იმუშავა. (2017 წელი-არც არის სადაო მხარეთა შორის).
103. უდავოდაა დადგენილი, რომ ლ--–- ა-----–--ის სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს 2015, 2016 წლებში მის მიერ განცდილ ზიანს, რაც მან მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო - შემოსავლის არ მიღებით- განიცადა.
104. მოსარჩელე მხარემ, სასამართლოს წარუდგინა შპს „შ-------ის“ დასკვნა N18/02-01 ო----------ის მუნიციპალიტეტის, დ----------ში, თ----–---–ის ქ. N----ში განთავსებული 285.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:2-----------) მდებარე შენობა - ნაგებობა N1-ში (საერთო ფართი 1028.17კვ.მ) შპს „ჯ---------ის“ მიერ შესასრულებელი სამონტაჟო - გამართვის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შედეგად ლ--–- ა-----–--ისათვის მიყენებული ზარალის შესახებ; მითითებული დასკვნის თანახმად ლ--–- ა-----–--ისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრა 305 369 ლარით, მათ შორის სასტუმროს სეზონური ფუნქციონირებიდან (20 მაისიდან - 10 ოქტომბის ჩათვლით პერიოდი) ლ--–- ა-----–--ისათვის მისაღები სავარაუდო წმინდა მოგება - 261 285.00 ლარით. სს „ქ------------ში“ აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვით მიღებული ზარალი - 44 084.00 ლარით.
105. მითითებული დასკვნის ავტორს, წლების მიხედვით აქვს დაანგარიშებული ლ--–- ა-----–--ისათვის, სასტუმროს ფუნქციონირებით მისაღები სავარაუდო წმინდა მოგება, რომელიც 2015 წლისათვის 01 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით შეადგენს - 68 977 ლარს; ხოლო 2016 წლის სეზონისთვის - 88 461 ლარს (ტ.1.ს.ფ. 31-40) ;
106. მითითებული დასკვნისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გთვალისწინებით, რომ მოპასუხის ბრალით, ლ--–- ა-----–--ის სასტუმრომ, 2015 წლის სეზონზე ვერ იმუშავა 76 დღე, (ე.ი. უნდა დაეწყო ფუნქციონირება 24 მაისს და სტუმრების მიღება დაიწყეს 10 აგვისტოდან-ანუ მაისის 6 დღე + ივნისი 30 დღე + 30 დღე ივლისის +10 დღე აგვისტოდან = 76 დღეს) სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ამ პერიოდისთვის ლ--–- ა-----–--ისათვის მიუღებელი შემოსავალი არის 37 444,6 ლარი ანუ ის თანხა რასაც იგი წმინდა მოგების სახით მიიღებდა 76 დღის განმავლობაში (სეზონზე მისაღები წმინდა მოგება 68 977 : 140 დღეზე და X 76 დღეზე = 37 444,6);
107. რაც შეეხება 2016 წლის სეზონს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იქნა, რომ 2016 წელს, ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო, რომლის დროულად შეკეთების ვალდებულება შპს „ჯ---------ს“ ეკისრებოდა, სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერდა 8 დღით. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ 2016 წლის სეზონზე შპს „ჯ---------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ლ--–- ა-----–--ისათვის მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 5054 ლარს (88 461:140დღე სეზონის პერიოდი X *8=5054ლარს);
108. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ლ--–- ა-----–--ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია 42 498,6 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. (76 დღე 2015 წლისა - 37 444,6 + 8 დღე 2016 წლისა - 5054 ლ. რაც ჯამში უდრის 42 498,6 ლარს).
109. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სულაც, ხარისხიან შესრულებასთან რომ გვქონდეს საქმე, შპს „გ-------ის“ მხრიდან - (რაც სრულიად დაუდასტურებელია წინამდებარე საქმის მასალებით, პირიქით - ექსპერტის დასკვნით, მოწმის ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მართლაც საქმე გარკვეულწილად უხარისხო შესრულებასთან გვაქვს) - ეს მაინც ვერ შექმნის საშეღავათო გარემოებას შპს „გ-------ისათვის“, რადგან უდავოდაა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან ნაკისრი ვალდებულებები (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეთანხმებით) ვერ დაასრულა შეთანხმებულ ვადაში - 2015 წლის მაისის ბოლოსათვის, და გარკვეულწილად დაასრულა 1 სექტემბრისათვის.
110. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, საბანკო კრედიტის არსებობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ ამ ნაწილში ლ--–- ა-----–--ის სარჩელს დაუსაბუთებლობის გამო 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი დაკმაყოფილებაზე.
111. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სრულიად დაუსაბუთებელია შეგებებული სარჩელის ავტორის შპს „გ---------ის“ მოთხოვნა, ლ--–- ა-----–--ისათვის თანხის დაკისრების შესახებ, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება, სანდო, სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს „გ---------ის“ წინაშე ლ--–- ა-----–--ის ვალდებულებას, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე დამატებით მომსახურების საზღაურის გადახდის შესახებ. შესაბამისად ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;
112. საქმეში არ არის წარმოდგენილი ლ--–- ა-----–--ის მიერ ხელმოწერილი მიღება - ჩაბარების აქტი ან ე.წ. შეჯერების აქტი, რომელიც დაადასტურებდა დამატებითი სამუშაოების (რისი ღირებულებაც ლ--–- ა-----–--ეს გადახდილი არ ქონდა) შესრულების ფაქტს. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ხართაღრიცხვები რომელიც ასევე არ არის ლ--–- ა-----–--ის მიერ დადასტურებული. (იხ. ს.ფ. 85-დან ტ. 2) ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც ლ--–- ა-----–--ემ დაადასტურა, მაგრამ იქვე, მყისიერად გახადა სადაო, ეს არის დღგ-ს ანგარიშფაქტურა, რაზედაც ამყარებს თავის პოზიციას შპს ,,გ-------ი“. თუმცა პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, აღნიშნული ანგარიშფაქტურები ლ--–- ა-----–--ის მიერ როგორც შეცდომით დადასტურებული მყისიერად გახდა სადაო როგორც მხარესთან ასევე საგადასახადო ორგანოსადმი მიმართვით.
ამდენად პალატა სრულიად არსაკმარისად მიიჩნევს, დამატებით შესრულებულ სამუშაოთა დადასტურებისათვის მხოლოდ სადაოდ გამხდარ დღგ ანგარიშფაქტურებს, და იმ ხელმოუწერელ მტკიცებულებებს რაც შპს ,,გ-------მა“ თავისი შეგებებული სარჩელის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა.
პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მართალია, შპს ,,გ-------ის“ მიერ ელექტრონულად მოხდა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გადაგზავნა ლ--–- ა-----–--ისათვის, რაც დაადასტურა ლ--–- ა-----–--ემ, მაგრამ მან მაშინვე სადავოდ გახადა აღნიშნული და განაცხადა, რომ შეცდომით მოხდა მის მიერ დადასტურება ანგარიშფაქტურებისა. ამის თაობაზე მან განუცხადა როგორც მოპასუხეს, ისე მათ შორის საგადასახადო სამსახურსაც, რომ მის მიერ მოხდა ანგარიშფაქტურის შეცდომით დადასტურება, და რომ იგი საკითხს სადავოდ ხდიდა.
113. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;
114. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;
115. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
116. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;
117. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
118. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
119. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორმა შპს „გ---------ის“ წარმომადგენელმა, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ შეძლო დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ--–- ა-----–--ეს შპს „გ---------ისათვის“ გადასახდელი აქვს მომსახურების საფასური.
სამართლებრივი დასაბუთება:
120. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
121. საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს;
122. კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად: თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები.
123. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მეორე პირის სამოქალაქო სამართლებრივი ბრალეულობის დადასტურება ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ,,ბრალეული“ პირის მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
უდავოა, რომ შპს ,,გ-------მა“ წერილობითი და ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად - რაც გულისხმობს არა ხარისხიან და არადროულ შესრულებას.
გადაწყვეტილებამ უკვე მიმოიხილა ის მტკიცებულებები რაც ადასტურებს შპს ,,გ-------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების უხარისხო და არადროულ შესრულებას.
უდავოდაა დადასტურებული ისიც, რომ არაჯეროვანმა შესრულებამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა, რაც მის მიერ მისაღები, მაგრამ არაჯეროვანი შესრულების გამო მიუღებელ ზიანში გამოიხატა.
124. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზრაურება.
125. საქართველოს სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
126. სსკ-ის 411-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (შდრ: საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შ-------ით. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291- 2011წ.).
127. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ლ--–- ა-----–--ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მიუღებელი შემოსავლის სახით - საფუძვლიანია მოპასუხისათვის 42 498.6 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
საპროცესო ხარჯები:
128. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
129. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ლ--–- ა-----–--ის მიერ, თავის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3000 ლარი;
130. დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოებისთვის ლ--–- ა-----–--ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით (ტ.5. ს.ფ. 340);
131. დადგენილია, რომ ლ--–- ა-----–--ის სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა მოპასუხე მხარისათვის 218000 ლარის დაკისრებას; სარჩელი კი დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის 42 498.6 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად დაკმაყოფილებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 19.49 პროცენტი.
132. ლ--–- ა-----–--ის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, სახელმწიფო ბაჟის სახთ გადახდილი თანხის 8000 ლარის 19.49% არის 1559.2 ლარი; შესაბამისად შპს „გ---------ს“ ლ--–- ა-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1559.2 ლარი.
133. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, აპელანტ შპს „გ---------ს“ სააპელაციო საჩივრისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის - 5074.99 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
134. დადგენილია, რომ შპს „გ---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
135. შესაბამისად, შპს „გ---------ს“ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5074 ლარის გადახდა; (სახაზინო კოდზე 300 183 150)
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ლ--–- ა-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „გ---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ლ--–- ა-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ლ--–- ა-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. დაეკისროს შპს „გ---------ს“ ლ--–- ა-----–--ის სასარგებლოდ 37444,4 ლარის გადახდა;
6. შპს „გ---------ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
7. დაეკისროს შპს „გ---------ს“ ლ--–- ა-----–--ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1374 ლარის გადახდა;
8. დაეკისროს შპს „გ---------ს“ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ 5074 ლარის ოდენობით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე
ირმა პერანიძე