განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002358434
საქმე №1ბ/460-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
13 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ი-–--------–---–- (პირადი ნომერი: №4----------), დაბადებული 1--- წლის 1-----–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს---------------------------–---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125(ასოცდახუთი) საათი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2----–-–--------------–-------------–-–--------------–---------–--- პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–----მ და ითხოვა მსჯავრდებულ ი-–--------–---–-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
მსჯავრდებულმა ი-–--------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–---------------–ს, საღამოს საათებში, ქ-------–---------------–-----------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ი-–--------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ--------–---–ს, კერძოდ ხელი გაარტყა სახეში, მუშტი დაარტყა რამდენჯერმე მხარში. ძალადობის გამო ლ--------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ი-–--------–---–-, ბოლო ორი თვის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ლ--------–---–ს. სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა 2----–-–---------------–საც. აღნიშნულმა ქმედებებმა ლ--------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
შ--------------–-------–-–-------------------------------–---------------------------–------------------------------------–-------------–-------------------------–---–-- პატაკით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ს, საპატრულო პოლიციის ე----–---------- მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების მისამართზე: ქ------–---------------–-----------------------------------------ში, პოლიციას პირადად მიმართა მოქალაქე ლ--------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ი-–--------–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა. შემთხვევის ადგილზე მოხდა ი-–--------–---–-ს დაკავება. დაკავებული პირი შემოწმდა ალკოტესტით, დაუდგინდა სიმთვრალე.
დაზარალებულ ლ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქორწინებაში იმყოფება ი-–--------–---–თან, ჰყავთ 3 წლის შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები. ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს, ი-–--------–---–მა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე ლ--------–---–ის მამას, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ფაქტის გამო გარკვეული პერიოდი იყვნენ დაშორებულები, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ ისევ შერიგდნენ. ი-–--------–---–ს ჰყავდა მეგობარი ქალი, რასაც დაზარალებული ძალიან განიცდიდა, ღალატის თემაზე ხშირად ჰქონდათ სიტყვიერი კამათი. ი-–--------–---–- განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ლ--------–---–ს, ამცირებდა, რაც ამ უკანასკნელში ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა. 2----–-–---------------–ს, დაზარალებულსა და ი-–--------–---–ს შორის შედგა ხმამაღალი საუბარი ამ უკანასკნელის ღალატთან დაკავშირებით, ლ--------–---–მა გადაწყვიტა განქორწინება და სახლიდან წასვლა, აღნიშნულზე ი-–--------–---–- გაღიზიანდა, გახდა აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა სახეში და რამდენჯერმე მხარში. ფიზიკური ძალადობის გამო ლ--------–---–მა განიცადა ძლიერი ტკივილი. შეშინებული გაიქცა მეზობლის ხ-------------------ის სახლში, უამბო მომხდარის შესახებ, დასახმარებლად დარეკა „112-ში“ და დასთან ი--------–---–თან. სამართალდამცავები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დააკავეს ი-–--------–---–-.
მოწმე ხ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ს, საღამოს, ლ--------–---–ი შევარდა მასთან სახლში აღელვებული, ტიროდა და ამბობდა, რომ მეუღლემ სცემა, ხელი დაარტყა. დაზარალებულმა მისი სახლიდან დარეკა პოლიციაში.
მოწმე ი--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი და ლ--------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-–--------–---–თან, შეუღლებისთანვე დაეძაბათ ურთიერთობა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტებს ადგილი, ი-–--------–---–- სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას დაზარალებულს, ამცირებდა მოწმის თანდასწრებით, წარსულში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია, როდესაც ეს უკანასკნელი იყო ორსულად. 2----–-–---------------–ს, ღამით დაურეკა დამ ლ--------–---–მა, იყო აღელვებული, კიოდა, ითხოვდა შველას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 0--------- წელს მოქალაქე ლ--------–---–ის პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის და მარჯვენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით.
სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
შესამოწმებლის გადმოცემით: 2----–-–---------------–ს, მეუღლემ ი-–--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
პირადი შემოწმების მონაცემები: შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს მარჯვენა ზემო კიდურის არეში. მარჯვენა მხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X2 სმ. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღინიშნება მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში, წინა ზედაპირზე ზომით 1,5X0,5 სმ.
ექსპერტმა გ---–--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2----–-–---------------–ს, პირადად შეამოწმა შესამოწმებელი პირი ლ--------–---–ი. პირადი შემოწმების მონაცემებით, მხარზე სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. მსხვერპლის გადმოცემით დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ი-–--------–---–მა.
2----–-–---------------–ს, მსხვერპლის ლ--------–---–ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №002747 მეუღლის - ი-–--------–---–-ს მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმში პოლიციელმა ასახა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უშუალოდ დაზარალებულმა მიაწოდა. ოქმში მითითებულია, რომ ი-–--------–---–მა მეუღლეს ლ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასაც. ოქმის მე-14 გრაფაში ხაზგასმულია, რომ მოძალადე აღიარებს ძალადობის ფაქტს. ოქმის შინაარსი ხელმოწერით დადასტურებული იქნა მსხვერპლის ლ--------–---–ის და მოძალადის ი-–--------–---–-ს მიერ.
ი-–--------–---–მა უარყო ოჯახური ძალადობის ფაქტი, მისი ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ლ--------–---–თან ხშირად ჰქონდა სიტყვიერი კონლიქტი უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, არაერთხელ გადაწყვიტა მასთან დაშორება თუმცა საერთო შვილის გამო მაინც აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. ლ--------–---–ი ეჭვიანობის გამო აკითხავდა ხოლმე სამსახურში და როგორც თანამშრომლებში, ასევე საზოგადოებაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა დაჭერით. 2----–-–---------------–ს, მეუღლესთან ერთად ივახშმა, მიიღეს მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, დაზარალებული გავიდა სახლიდან მეზობელთან ხ-------------------თან, საიდანაც დარეკა დასთან ი--------–---–თან და პოლიციაში. ცოტა ხანში სახლში მივიდა პოლიცია და ლ--------–---–ის მითითებით დააკავეს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–--------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-–--------–---–-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ი-–--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი, ი-–--------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–----------------------–-------–---–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-–--------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125(ასოცდახუთი) საათი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2----–-–--------------–-------------–-–--------------–---------–--- პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------–-- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელიადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/