განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №33021-1180--401-76
საქმე №2ბ/3624-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე
აპელანტი - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი
წარმომადგენლები - ს-------------------–---–-------------–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - კ--------ა მ-----ი, ვ---------ა მ---------ი
წარმომადგენელი - დ--------–----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მიკუთვნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - კ--------ა მ-----ის და ვ---------ა მ---------ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მიკუთვნების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა - კ--------ა მ-----მა და ვ---------ა მ---------იმ სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სარჩელი კ--------ა მ-----ის და ვ---------ა მ---------ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
4. ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 18 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვ---------ა მ---------ის (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
· ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. N12, სადარბაზო 1-, სართული 1-, ბლოკი 8, ბინა 1--
38, ს.კ. 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--;
· ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. N12, სადარბაზო 1-, სართული 1-, ბლოკი 8, ბინა 1--
39, ს.კ. 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ჟ---კ-–---- მ---- მ-----მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. აპელანტის - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არის ნამდვილი და არ არის დადებული მოჩვენებითი განზრახვით. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილების 6.1 პუნქტში, თითქოს მოპასუხეები ცხოვრობენ საქართველოში. არცერთი მოპასუხე მუდმივად საქართველოში არ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით მიიჩნევდა სასამართლო, რომ გადასაწყვეტია მოცემული დავა, აშკარაა, რომ მხარეთა შორის არის გაფორმებული საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც აკეთებს მითითებას საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1536-1543-ე მუხლებზე და ამბობს, რომ ქონების გაყოფის დროს, მეუღლეები სწორედ ამ მუხლებით გათვალისწინებულ წესებს გამოიყენებენ. ასეთი მითითების გაკეთებით, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1536-1543-ე მუხლები გახდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი. სხვაგვარად რომ ითქვას, ასეთი მითითება ექვივალენტურია იმის, რომ მხარეებს აღნიშნული მუხლების შინაარსი გადმოეწერათ ხელშეკრულებაში. ამდენად, კონკრეტული დავის გადასაწყვეტად, საფრანგეთის კანონმდებლობა იქნება გამოყენებული თუ საქართველოს კანონმდებლობა, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1536-1543-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები ყველა შემთხვევაში არეგულირებს მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის საკითხს.
სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილების მე-7 ფურცელზე, მე-5 პარაგრაფში, რომ თუ არა ბინების მოსარჩელისათვის მიკუთვნება, დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს არ გააჩნდა. აღნიშნული მითითება არასწორია და უგულებელყოფს მოსარჩელის ვრცელ განმარტებებს ამის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელემ განმარტა და მოპასუხეს არ უარყვია შემდეგი: 201- წლის 1- ოქტომბრის შუამდგომლობით, წარდგენილ იქნა ფრანგი ადვოკატის წერილი, რომელიც შეეხებოდა საფრანგეთის სასამართლოს მიერ ჟ---კ-–---- მ---- მ-----ისათვის კ--------ა მ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების საკითხს. აღნიშნული წერილის მიხედვით - „დავა ნამდვილად მოიცავს საკითხს, რომელიც ეხება ქალბატონი მ-----ისათვის ფიქსირებული თანხების გადახდას ბატონი მ-----ის მიერ. ამასთან, ფრანგი ადვოკატი მიუთითებს, რომ ასეთი ფიქსირებული თანხის დადგენისას, სასამართლო მხდეველობაში იღებს ხოლმე მხარეთა (ყოფილ მეუღლეთა) ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას და რაც უფრო დიდია მათ შორის დისბალანსი, მით მეტი თანხის მიღების საშუალება აქვს იმ მეუღლეს, რომლის სასარგებლოდაც უნდა მოხდეს თანხების დაკისრება. ამგვარად, ქალბატონი მულონის განცხადებით, საფრანგეთის სასამართლოს დამოკიდებულება იქნება მკვეთრად უარყოფითი, თუკი დადგინდა, რომ ქალბატონი მ-----ი განქორწინების პროცესის მიმდინარეობისას შეეცადა თავისი ქონების ღირებულების შემცირებას, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის (თბილისში მდებარე ბინების) დედის სასარგებლოდ გაჩუქების გზით“.
აპელანტი ასევე უთითებს მოპასუხის მიერ წარდგენილ სარჩელზე საფრანგეთის სასამართლოს წინაშე, სადაც კ--------ა მ-----ი, ერთის მხრივ, ითხოვს 20 000 ევროს ალიმენტის დაკისრებას, ხოლო მეორეს მხრივ, ითხოვს ექსპერტიზის დანიშვნას, რომლითაც მოხდება მხარეთა ქონების შეფასება. აღნიშნულ შუამდგომლობაზე აპელანტმა გააკეთა შემდეგი განმარტება: „მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი ბინების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაში, მიუხედავად იმისა, ბინები მოსარჩელეს მიეკუთვნება თუ არა, რადგან: ა) თუკი მოხდა ჩუქების ბათილად ცნობა, ბინები როგორც მინიმუმ დაბრუნდება კ--------ა მ-----ის საკუთრებაში. ამგვარად, გაიზრდება კ--------ა მ-----ის ქონების ბაზა, რადგან იგი ფინანსურად/ქონებრივად გახდება უფრო უზრუნველყოფილი, ვიდრე უბინაობის პირობებში არის და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ს საფრანგეთის სასამართლო დააკისრებს ნაკლებ ალიმენტს; ბ) თუკი მოხდა ჩუქების ბათილად ცნობა, საფრანგეთის სასამართლოს ჩამოუყალიბდება კონკრეტული დასკვნები კ--------ა მ-----ის მოქმედებასთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის პოზიციას ხსენებულ დავაში. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა არც შუამდგომლობაზე და არც აღნიშნულ განმარტებაზე და ისე დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ბინების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ინტერესი არ ჰქონდა. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ბინების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სასამართლომ აქაც არასრულად და არასწორად იმსჯელა. სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები კონტექსტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რამდენად გულრწფელი იყო მხარეთა ნება ჩუქებასთან დაკავშირებით. ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი სარჩელშიც და ახსნა- განმარტებებშიც უთითებს, თუ რა გარემოებების ფონზე და ქრონოლოგიურ ჯაჭვში მოხდა 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქებები: 201- წლის 31 ოქტომბერი - კ--------ა მ-----მა სარჩელი შეიტანა საფრანგეთის სასამართლოში; 201- წლის 05 დეკემბერი - ვ---------ა მ---------იმ გააფორმა კრების ოქმები, რომლებითაც უნდა გასხვისებულიყო იმ კომპანიების წილები, რომელიც ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სარჩელის მიხედვით, სწორედ ჟ---კ-–---- მ---- მ-----ს ეკუთვნოდა; 201- წლის 18 დეკემბერი - ვ---------ა მ---------იმ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები იმ კომპანიების წილებზე, რომლებიც ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სარჩელის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნოდა; 20-8 წლის 21 თებერვალი - კ--------ა მ-----მა ვ---------ა მ---------იზე გაასხვისა ის ბინები, რომლებიც ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სარჩელის მიხედვით სწორედ მას ეკუთვნოდა; 20-8 წლის 1- მარტი - ვ---------ა მ---------იმ მიიღო ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის კომპანიის საკუთრებაში არსებული წილების ნასყიდობის საფასური ჯამში 1 61- 656 ლარის ოდენობით; 20-8 წლის 1- აპრილი - ჟ---კ-–---- მ---- მ-----მა წარადგინა სარჩელი ბინების საკითხზე; 20-8 წლის 1- აპრილი - ჟ---კ-–---- მ-----მა წარადგინა სარჩელი წილების საკითხზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობდა დავები ქონებაზე, ალიმენტებზე, ბავშვის მიკუთვნებაზე და ა.შ. მთელი ეს არგუმენტაცია სასამართლომ უბრალოდ არ განიხილა. გადაწყვეტილების წაკითხვისას იქმნება განცდა, თითქოს მოსარჩელეს ეს ყველაფერი არ უთქვამს და არ წარუდგენია. ამ კონტექსტში არც ის სამართლებრივი დასაბუთება განხილულა, რომელიც ეფუძნებოდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ეხებოდა ოჯახის წევრთა შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხს. სამაგიეროდ, სასამართლოსათვის მისაღები და დამაჯერებელი აღმოჩნდა მოპასუხეთა განმარტება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: დედის დაბადების დღეზე და იმის გათვალისწინებით, რომ დედის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, კ--------ა მ-----მა გადაწყვიტა 900 000 ლარის ღირებულების ორი ბინის ჩუქებით მადლობა გადაეხადა მშობლებისათვის იმ ყველაფრისათვის, რაც მათ მისთვის გაუკეთებიათ. სწორედ ამიტომ, ერთ დღეს მან საქართველოში არსებული მთელი ქონება აჩუქა დედას, მიუხედავად განქორწინების წარმოებისა, რომელიც მიდის საფრანგეთში. გადაწყვეტილების მე-12 ფურცელზე სასამართლომ ამ ყველაფერს „ლოგიკური გარემოება“ უწოდა. ამ ყველაფრის უგულებელყოფის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულება ნამდვილია და მოსარჩელე ვერ უთითებს მისი ბათილობის საფუძვლებს.
7.2. აპელანტი - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასრულად მიუთითა და შესაბამისად არასწორად იმსჯელა საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1583-ე მუხლით დადგენილ წესზე. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ ხსენებული მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლე უფლებამოსილია ამტკიცოს, რომ ნივთი მის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულის მტკიცებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი მტკიცებულება. უფრო მეტიც, გადაწყვეტილების მე-11 გვერდზე მოცემული განმარტება (რომელიც ბუნდოვანია) ამბობს, რომ ქართული სამართალი უნდა გამოვიყენოთ და არა საფრანგეთისო, რაშიც სავარაუდოდ ის იგულისხმება, რომ საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1538-ე მუხლი საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული, რაც არასწორია. ამდენად, თუკი სასამართლო სწორად გამოიყენებდა საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლს, რომელზე მითითებასაც აკეთებს ხელშეკრულება (ან როგორც მინიმუმ, ხელშეკრულების პირობის განმარტებას განახორციელებდა ამ მუხლის ჭრილში), დიახ, ქონება მას ეკუთვნის, ვის სახელზეცაა აღრიცხული, თუმცა ამის საწინააღმდეგოს მტკიცება მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერი კანონიერი მტკიცებულებით. სწორედ ამგვარ მტკიცებულებებს შეიცავდა მთელი სარჩელი, მათ შორის, მიმოწერები, ნასყიდობის ფასის გადარიცხვის დოკუმენტები და სხვა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხზე არასრული და არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. მოსარჩელე ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი და მოპასუხე კ--------ა მ-----ი 2007 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ქორწინების მოწმობა; ტომი I, ს.ფ. 331; მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. მოსარჩელე ჟ-- კ-–---- მ---- მ-----სა და მოპასუხე კ--------ა მ-----ს შორის არსებობს საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა 2007 წლის 14 ივნისს (2007 წლის 14 ივნისის საქორწინო ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ 382-396).
10. 201- წლის 12 თებერვალს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ა---------–--ს“ და კ--------ა მ-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება Nა------ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს თ---–--–---------------–------------ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენების და სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამხანაგობის წევრებს შორის წილების განაწილება. წევრს საკუთრების უფლება ფართზე, რომელიც მასზე გამოიყოფა წილის სახით უძრავ ქონებაში, წარმოეშვება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (201- წლის 12 თებერვლის ხელშეკრულება N------ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ; ტომი I, ს.ფ 42-53; მხარეთა ახსნა-განმარტება).
11. 20-6 წლის 30 მარტს ი.მ.ა ,,ა---------–--ს“ და კ--------ა მ-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, N------ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა კ--------ა მ-----ისთვის შემდეგი ფართების გადაცემა, მდებარე: ქ. თ---–---------–----–--–-----------------------------------------–---------------------------------- კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.041; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.039; თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N12, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბინა N1--40, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.040; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.038.
„ა---------–--ის“ 20-6 წლის 07 აპრილის კრების ოქმის თანახმად, აღნიშნული ოთხი ბინა გაერთიანდა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ორ ბინად, მდებარე: თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბლოკი VIII, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5-- (20-6 წლის 30 მარტის ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 71-72; „ა---------–--ის“ 20-6 წლის 07 აპრილის კრების ოქმი; ტომი I, ს.ფ. 73-75; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები; ტომი I, ს.ფ. 76-80; მხარეთა ახსნა-განმარტება).
12. 20-8 წლის 21 თებერვალს კ--------ა მ-----ს და ვ---------ა მ---------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,საჩუქარს“ წარმოადგენს 2 (ორი) უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–----------, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--. აღნიშნული უძრავი ქონებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ვ---------ა მ---------ის სახელზე. კ--------ა მ-----ი და ვ---------ა მ---------ი არიან დედა-შვილი (20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 82-89; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები; ტომი I, ს.ფ. 91-94; მხარეთა ახსნა-განმარტება).
13. მხარეთა შორის არსებული საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება და კაპიტალი ითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომლის სახელზეც განხორციელდა შეძენა (2007 წლის 14 ივნისის საქორწინო ხელშეკრულება; ტომი I, ს.ფ. 324-330; მხარეთა ახსნა-განმარტება).
14. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
15. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის აპელირება მასზედ, რომ მოპასუხეები მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში და ჟ---კ-–---- მ---- მ-----სა და კ--------ა მ-----ს შორის არსებობს საქორწინო ხელშეკრულება, არ წარმოადგენს საფრანგეთის კანონმდებლობის გამოყენების საფუძველს.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას.
17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.
18. ჟ---კ-–---- მ---- მ-----მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ჟ---კ-–---- მ---- მ-----სა და კ--------ა მ-----ს შორის არსებობს საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 2007 წლის 14 ივნისს. აღნიშნული საქორწინო ხელშეკრულება შეიცავს მითითებას საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1536-1543 მუხლებზე, მაგრამ პალატა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო ქონება იმყოფება საქართველოში და ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის კონტექსტში განხილვა, ვინაიდან ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი, კ--------ა მ-----ი და ვ---------ა მ---------ი წარმოადგენენ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს (იხ. საქმეში არსებული მინდობილობები და საფრანგეთის სასამართლოში წარდგენილი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ასლები), ხოლო კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი აქვთ საქართველოში. აპელანტის მითითება, რომ არცერთი მოპასუხე მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და ამასთან, არ წარმოადგენს მითითებული ნორმის გამოყენების გამაბათილებელ გარემოებას.
19. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს შემდეგს: ის, რომ საფრანგეთში დადებული საქორწინო ხელშეკრულება მოწესრიგებულია საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით, არ ნიშნავს, რომ ქართული სასამართლო შებოჭილია ამ ჩანაწერით, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის საქართველოში არსებული დავა, საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსით. ასეთ შემთხვევაში, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა იქნეს გამოყენებული განსაზღვრავს არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, არამედ საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, რომლის თანახმად, როგორც დადგინდა, მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მის სახელზე აღრიცხვა. სარჩელი დასაბუთებული იყო იმ გარემოებით, რომ ქონება შეძენილი იყო ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ და საქორწინო ხელშეკრულების „საკუთრების დამადასტურებელი სამხილების და პრეზუმფციის“ თავის მე-4 პუნქტის თანახმად, ის წარმოადგენდა მის საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა კ--------ა მ-----ს და ვ---------ა მ---------ისა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რის შედეგადაც უნდა მომხდარიყო სადავო ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა. ანუ სარჩელის საბოლოო მიზანი იყო მოსარჩელის სახელზე იმ ქონების აღრიცხვა, რომელიც ამჟამად აღრიცხულია კ--------ა მ-----ის დედის - ვ---------ა მ---------ის სახელზე.
21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოადგენდა კ--------ა მ-----ი და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა სხვა ნაწილისა, ამ ნაწილშიც გაასაჩივრა აპელანტმა, რის გამოც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პირველ რიგში იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის ამ ნაწილზე.
22. პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ქონება მას ეკუთვნოდა საქორწინო ხელშეკრულების „საკუთრების დამადასტურებელი სამხილების და პრეზუმფციის“ თავის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, რადგან ის უთითებდა, რომ აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით: „საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, უძრავი ქონება და კომერციული კაპიტალი ჩაითვლება იმ მეუღლის კუთვნილებად, რომლის მიერაც არის განხორციელებული შეძენა, ან ორივე მეუღლის სახელზე თუ შეძენა ორივეს მიერ არის განხორციელებული“. თუმცა საქორწინო ხელშეკრულების „საკუთრების დამადასტურებელი სამხილების და პრეზუმფციის“ თავის მე-4 პუნქტის ქართული თარგმანის ინტერპრეტაცია გახდა მხარეთა მიერ სადავო და საბოლოოდ სასამართლოში კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტი ითარგმენოდა შემდეგი სახით: „მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება და კაპიტალი ითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომლის სახელზეც განხორციელდა შეძენა“ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ამ პუნქტთან მიმართებით ეთანხმება მოსარჩელე თავის სააპელაციო საჩივარში, თუმცა იქვე უთითებს, რომ: „დიახ, ქონება მას ეკუთვნის, ვის სახელზეცაა აღრიცხული, თუმცა ამის საწინააღმდეგოს მტკიცება მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერი კანონიერი მტკიცებულებით“. აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მიმოწერები, ნასყიდობის ფასის გადარიცხვის დოკუმენტები და სხვა, არის ის მტკიცებულებები, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
23. ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა საქორწინო ხელშეკრულების „საკუთრების დამადასტურებელი სამხილების და პრეზუმფციის“ თავის მე-4 პუნქტის ზუსტი თარგმანი, რომლის მიხედვითაც ქონება ეკუთვნის იმას, ვის სახელზეც განხორციელდა შეძენა, ნიშნავს იმას, რომ ჟ---კ-–---- მ---- მ-----ისათვის აღნიშნული პუნქტის შინაარსის თაობაზე ცნობილი იყო საქორწინო ხელშეკრულების დადებისას და საქორწინო ხელშეკრულებაში ასეთი შინაარსის პუნქტის არსებობის მიუხედავად, მან მისი თანხით შეძენილი უძრავი ქონება დაარეგისტრირა კ--------ა მ-----ის სახელზე. ანუ ჟ---კ-–---- მ---- მ-----მა გამოავლინა ნება იმის შესახებ, რომ მისი თანხით შეძენილი უძრავი ქონება ყოფილიყო კ--------ა მ-----ის საკუთრება. პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის თანხით შეძენა დადასტურებულია აპელანტის მიერ მითითებული დოკუმენტებით, რასაც სადავოდ მოპასუხე მხარეც არ ხდის. თუმცა ეს ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ ამ საქორწინო ხელშეკრულების პირობებში, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ წარმოადგენდა კ--------ა მ-----ი, რადგან ხელშეკრულებით პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება იმის საკუთრებაა, ვისზეც არის რეგისტრირებული, ხოლო თუ ვისი თანხით არის შეძენილი, ამაზე რაიმე დათქმას ხელშეკრულების მითითებული პუნქტი არ აკეთებს. შესაბამისად, ხელშეკრულების ამ პუნქტის მიზნებისათვის თუ ვისი თანხით არის შეძენილი ქონება, არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა. ამდენად, ის ფაქტი, რომ ქონება შეძენილია ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის თანხით, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ხელშეკრულების პირობებში სადავო ქონება არ ეკუთვნოდა კ--------ა მ-----ს, რადგან სწორედ ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის ნებით მოხდა ქონების რეგისტრაცია კ--------ა მ-----ის სახელზე, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ხელშეკრულების ამ პუნქტის არსებობაზე.
24. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აპელანტი მხარის პოზიციის გათვალისწინება და მის მიერ მითითებული საფუძვლით ქონების მესაკუთრედ იმ მეუღლის მიჩნევა, ვისი თანხითაც მოხდა მისი შეძენა, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია საქორწინო ხელშეკრულების არსებობა, რადგან აღნიშნული საქორწინო ხელშეკრულება, მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული პუნქტი, ვერ დაიცავს ამ პუნქტის რეგულაციის ქვეშ მოქცეული მეუღლის ინტერესებს და ამ პუნქტის ჩანაწერის არსებობა გამოდის სამართლებრივი შედეგის არ მქონე.
25. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
28. საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
29. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5-- მესაკუთრეს 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების დადების მომენტისთვის წარმოადგენდა კ--------ა მ-----ი.
30. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მასზედ, რომ ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, ანუ სარჩელის საბოლოო მიზანი არის ქონების მესაკუთრედ ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის ცნობა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ქონების მესაკუთრე, 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების დადების მომენტისთვის იყო კ--------ა მ-----ი, დამოუკიდებლად ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს იურიდიული შედეგის მომტან მოთხოვნას მოსარჩელისათვის და თუ არა უძრავი ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნება, მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მას არ გააჩნია.
31. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული ინტერესის ის დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივარში მითითებული აქვს აპელანტს, არ ჰქონდა მითითებული სარჩელში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული არიან, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, პალატა, მისცემს შეფასებას სააპელაციო განხილვის ეტაპზე, აპელანტის მიერ მითითებულ იურიდიული ინტერესის დასაბუთებას.
32. სარჩელით ხსენებული გარიგების ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-20-6, 02.03.201-წ; №ას-937-887-20-5, 1-.11.20-5წ.; № ას-1--14-20-5, 0-.07.20-5წ.; № ას-1-69-1-08-20-5, 16.12.20-5წ.; № ას-773-730-20-5, 08.--.20-5წ.; № ას-181-1-4-20-6, 06.05.20-6წ.; № ას-323-308-20-6, 03.06.20-6წ.; №ას-407-390-20-6, 1-.06.20-6წ; № ას-375-359-20-6, 1-.06.20-6წ.).
33. სსსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდმა პალატამ სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-11--20-6, 1- მარტი 20-6).
34. პალატა საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
35. აპელანტი - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას აქვს იურიდიული ინტერესი ბინების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაში, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ბინები მას მიეკუთვნება თუ არა, რადგან თუ მოხდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონებები დაბრუნდება კ--------ა მ-----ის საკუთრებაში, რის შედეგადაც გაიზრდება მისი ქონების ბაზა და ფინანსურად/ქონებრივად გახდება უფრო უზრუნველყოფილი და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ს საფრანგეთის სასამართლო დააკისრებს ნაკლებ ალიმენტს. ასევე, მისი განმარტებით, თუ მოხდება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საფრანგეთის სასამართლოს ჩამოუყალიბდება კონკრეტული დასკვნები კ--------ა მ-----ის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის პოზიციას ხსენებულ დავაში.
36. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 201- წლის 12 თებერვალს იმა „ა---------–--ს“ და კ--------ა მ-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხოლო 20-6 წლის 30 მარტს აღნიშნულ მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა კ--------ა მ-----ისათვის კონკრეტული ფართების გადაცემა. ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 20-8 წლის 21 თებერვალს კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,საჩუქარს“ წარმოადგენს 2 (ორი) უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–----------, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--. აღნიშნული უძრავი ქონებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ვ---------ა მ---------ის სახელზე. კ--------ა მ-----ი და ვ---------ა მ---------ი არიან დედა-შვილი.
37. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარიგების ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ჟ---კ-–---- მ---- მ-----ისათვის, როგორც თვითონ აღნიშნავს, კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ შედეგის მომტანი იქნება, რომ საფრანგეთის სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებულ მიმდინარე დავაში მას გარკვეული პოზიციები გაუუმჯობესდება, რაც გამოიხატება მისთვის ალიმენტის ნაკლები ოდენობით დაკისრებასა და კ--------ა მ-----ის მიმართ სასამართლოს კონკრეტული დასკვნების ჩამოყალიბებაში. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი არ ემსახურება წარმოდგენილი სარჩელის მიზანს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნება. თუმცა გადაწყვეტილებაში უკვე ითქვა, რომ მოსარჩელისათვის სადავო ქონების მიკუთვნების მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან აღნიშნულ ქონებებს კანონიერად ფლობდა კ--------ა მ-----ი 20-8 წლის 21 თებერვლის ჩუქების დადების მომენტისთვის. ანუ, ამ შემთხვევაში სარჩელში მითითებული იურიდიული ინტერესი არ არის სახეზე.
38. რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და კ--------ა მ-----ის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივ სარგებელს მიიღებს საფრანგეთის სასამართლოში, პალატას მიაჩნია დაუსაბუთებლად, რადგან კონკრეტული იურიდიული ინტერესი უნდა არსებობდეს ამ კონკრეტული სარჩელის მიზნებისათვის, ანუ წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებამ უნდა გამოიწვიოს ამავე სარჩელით განსაზღვრული კონკრეტული შედეგის (უფლების) მიღება მოსარჩელისათვის. აპელანტის მოთხოვნა კი იმის შესახებ, რომ საფრანგეთის სასამართლოში არსებულ დავებზე მიიღებს კონკრეტულ შედეგს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებით, არის აბსტრაქტული და არ წარმოადგენს მის მიერ არძრული სარჩელით მისაღებ შედეგს. ამდენად, აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ დასაბუთებულია მის მიერ იურიდიული ინტერესის არსებობა, უსაფუძვლოა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგნის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გაანალიზების შედეგად პალატა ასკვნის, რომ არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისადმი, რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. მოსარჩელემ (აპელანტმა) თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ უზრუნველყო სარჩელის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის დადასტურება, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ იქონიებდა ზეგავლენას მის უფლებებზე.
40. აპელანტი - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ი სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისად, არასწორად დადგინდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ არის დადებული მოჩვენებითი განზრახვით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის დადებული ხელშეკრულება არის ნამდვილი, ხოლო საქმის მასალებით დაუდასტურებელია, რომ მხარეები აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას, მიზნად არ ისახავდნენ იურიდიული შედეგის დადგომას.
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). პალატა განმარტავს, რომ გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე Nას-921-861-201-).
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გაჩუქების მიზანი და მხარეთა ნება გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე.
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულ ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
46. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 20-8 წლის 21 თებერვალს კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,საჩუქარს“ წარმოადგენდა ორი უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–----------, ბინა N1--38, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--; თ---–---------–----–--–-----------, სადარბაზო N1-, სართული N1-, ბ-–---------, ბინა N1--39, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.--.1-.5--. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ვ---------ა მ---------ის სახელზე, ხოლო კ--------ა მ-----ი და ვ---------ა მ---------ი არიან დედა-შვილი.
47. 20-9 წლის 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულება ბათილია, რადგან მხარეთა რეალური განზრახვა ჩუქება კი არ იყო, არამედ განქორწინების პროცესში მყოფი კ--------ა მ-----ის ქონების მასის შემცირება, რასაც საფრანგეთში მიმდინარე განქორწინებისას მისთვის მეტი ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიღება უნდა უზრუნველყო. აპელანტის მითითებული პოზიცია დადასტურებული არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებით. ჟ---კ-–---- მ---- მ-----მა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ კ--------ა მ-----ი და ვ---------ა მ---------ი მიზნად არ ისახავდნენ შესაბამისი იურიდიული შედეგების დადგომას.
48. აპელანტის - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ არ არის მითითებული და შესაბამისად წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრლების ბათილობის საფუძვლის არსებობას. პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი მითითება გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმ----ს სამართლებრივ საფუძველს.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
50. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმ----ტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
51. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმ----სია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.
52. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად გულწრფელი იყო მხარეთა ნება ჩუქებასთან დაკავშირებით და უთითებს 201--20-8 წლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რაც დაკავშირებულია ამ პერიოდის განმავლობაში ქონებაზე, ალიმენტზე, ბავშვის მიკუთვნების საკითხზე და ა.შ. მიმდინარე დავებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ კ--------ა მ-----ის და ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ საფრანგეთის სასამართლოში შეტანილი სარჩელები და აქედან გამომდინარე შექმნილი ფონი, რომ მხარეები საფრანგეთის სასამართლოსადმი მიმართვის გზით ცდილობენ ბავშვთან და ქონებებთან დაკავშირებული საკითხის გარკვევას, არ წარმოადგენს კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გამაბათილებელ გარემოებას. ამასთან, დაუდასტურებელია გარემოება მასზედ, რომ კ--------ა მ-----სა და ვ---------ა მ---------ის შორის ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, ისინი მიზნად არ ისახავდნენ იურიდიული შედეგის დადგომას.
53. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გარიგების მოჩვენებითად ცნობის მაკვალიფიცირებელი ელემენტები სახეზე არ არის. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა, იურიდიული ინტერესის მქონე არ არის მოსარჩელე მხარისათვის. იურიდიული ინტერესი იარსებებს, თუ დადგინდა, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელე მხარის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში კი, დადგენილ იქნა, საქორწინო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე კ--------ა მ-----ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. ამასთან, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და განმარტებებს საოჯახო სამართლებრივი ნორმების და საკუთრების უფლების მიმართ არსებული პრეზუმფციის ანალიზთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
54. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო ვინაიდან აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
56. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
59. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
60. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. შესაბამისად, აპელანტის - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის - ჟ---კ-–---- მ---- მ-----ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
გენადი მაკარიძე