დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050782
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №21აპ-18 ქ. თბილისი
კ----–---–- დ-----, 21აპ-18 15 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- კ----–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
დ----- კ----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ წ----–-–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ------- გ----–---–--- და ჯ------- ბ-----------ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ქ--------------ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ------- მ-----–---ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ------- პ----–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჩ-----–-–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ანა ქ----–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ ბ---------–-- ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დ----- კ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ----- კ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე განაჩენით კ----–-- გ--------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ წ----–-–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ------- გ----–---–--- და ჯ------- ბ-----------ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ქ--------------ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ------- მ-----–---ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ------- პ----–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჩ-----–-–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ანა ქ----–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ ბ---------–-- ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და კ----–-- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ----–-- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. აღნიშნული განაჩენით დ----- კ----–---–სა და კ----–-- გ--------ს მსჯავრი დაედოთ ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (რვა ეპიზოდი).
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
· 2017 წლის 18 იანვარს, შუადღის საათებში, დ----- კ----–---–მა, კ----–-- გ--------სთან წინასწარი შეთანხმებით, შეაღწია თ---–--–-----–-------------------------------–---------------------–-, რის შემდეგაც ფარულად დაეუფლნენ მ------ წ----–-–---–-ს კუთვნილ ტექნიკასა და ოქროს ნივთებს, ღირებულს - 4 640 (---------------------------–-- ლარად.
· 2017 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს თ---–--–-------------–--------------------------------------------–-- საიდანაც ფარულად დაეუფლნენ თ------- გ----–---–-ს კუთვნილ სამ ლეპტოპს, ერთ პლანშეტურ კომპიუტერს, ორ წყვილ ოქროს საყურეს, ID ბარათს და ჯ------- ბ-----------ს სს „თიბისი ბანკის“ სახელფასო ბარათს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნულის შედეგად თ------- გ----–---–ს მიადგა - 2--- (--------------------–-------- ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2017 წლის 8 თებერვალს დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს თ---–--–-------------–------------------------------------------------–-, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ე---------- ქ--------------ს კუთვნილ ნოუთბუქს, ოქროს ჯაჭვს ჯვართან ერთად, ორ ოქროს ჯვარს და ორ ოქროს ბეჭედს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნულის შედეგად ე---------- ქ--------------ს მიადგა - 2--- (----------------------------–-- ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ მორგებული გასაღების ე.წ. ,,ატმეჩკის“ გამოყენებით უკანონოდ შეაღწიეს თ------- მ-----–---ს ბინაში, მდებარე თ---–--–--------------------------------------------------------–-, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ,,სონი ვაიოს“ ფირმის ლეპტოპს, 5 ცალ საათს და სხვადასხვა დასახელების სამკაულს. აღნიშნული ქმედებით თ------- მ-----–---ს მიადგა - 4--- (---------------------- ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2017 წლის 6 მარტს, 12 საათიდან 20 საათამდე დროის ინტერვალში, დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ მორგებული გასაღების ე.წ. ,,ატმეჩკის“ გამოყენებით უკანონოდ შეაღწიეს გ------- პ----–---–-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–--–--------------------–------------–------------------------------------–-, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ გ------- პ----–---–-ს აირის პისტოლეტს, ტყავის ქურთუკს და სხვა პირად ნივთებს. აღნიშნული ქმედებით გ------- პ----–---–ს მიადგა - 950 (–--------------–-------- ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2017 წლის 6 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დ----- კ----–---–მა, კ----–-- გ--------სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია თ---–--–-------------–--------------------------------------------–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ----- ჩ-----–-–---–-ს კუთვნილ ოქროს ჯაჭვს, ოქროს კულონს, ბიჟუტერიის ბეჭედსა და პარფიუმერულ ნივთებს, რითაც მ----- ჩ-----–-–---–ს მიადგა - 7-- (–-------- ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2017 წლის 7 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, კ----–-- გ--------მ, დ----- კ----–---–თან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია თ---–--–------------------------------------–-----------–--------------------------–- მდებარე ანა ქ----–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა 7 ოქროს ბეჭედს, ღირებულს - 2--- (--------------------- ლარად, 5 წყვილ ოქროს საყურეს და ოთხ კულონს, ღირებულს - 1--- (----------------------–-- ლარად, ერთ ოქროს ჯაჭვს, ღირებულს - 4-- ლარად, „ლენოვოს“ ფირმის პლანშეტს, ღირებულს 4-- ლარად, მამაკაცის ორ მაჯის საათს ღირებულს - 5-- ლარად, „LANCOME-ს“ ფირმის სუნამოს, ღირებულს 1-- (----------–------- ლარად, ,,ACME-ს“ ფირმის ხელის მიქსერს, ღირებულს 3- ლარად, მრგვალი ფორმის ლატუნის ნაკეთობას წარწერით ,,osthani.” აღნიშნული ქმედებით ანა ქ----–---–- ჯამურად მიადგა - 5--- (-------------–---------–-- ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2017 წლის 14 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ---–--–--------------------–--–---------------------------–- დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ უკანონოდ შეაღწიეს და ფარულად დაეუფლნენ ,,Samsung-ის“ ფირმის ტელევიზორს, ,,canon-ის“ ფირმის ფოტოაპარატს და სხვადასხვა დასახელების სამკაულს, რის შედეგადაც მ------ ბ---------–- მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი - 1--- (--------–---------- ლარის ოდენობით.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ და მსჯავრდებულებმა - დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ.
პროკურორმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - დ----- კ----–---–-სა და კ----–-- გ--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
მსჯავრდებულებმა - დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მისი შემსუბუქება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბესიკ ქვარცხავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულების - დ----- კ----–---–-სა და კ----–-- გ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ წ----–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ------- გ----–---–--- და ჯ------- ბ-----------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ქ--------------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ------- მ-----–---ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ------- პ----–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჩ-----–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ანა ქ----–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ----- კ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ ბ---------–-- ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დ----- კ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი;
დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ----- კ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ----- კ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ წ----–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ------- გ----–---–--- და ჯ------- ბ-----------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ქ--------------ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ------- მ-----–---ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ------- პ----–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჩ-----–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ანა ქ----–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
კ----–-- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ ბ---------–-- ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და კ----–-- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ----–-- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ----–-- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ----- კ----–---–მა და კ----–-- გ--------მ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (რვა ეპიზოდი).
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პროკურორის არგუმენტები დ----- კ----–---–-სა და კ----–-- გ--------ს მიმართ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური; ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში; მათ მიმართ წარსულში განსაზღვრული სასჯელი არ აღმოჩნდა შემაკავებელი, პროპორციული და მათი შემდგომი ნორმალური ქცევის გარანტი. ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დანაშაულების ჩადენის დროს ორივე მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელ ვადაში, ამასთან, მათ ბრალი ედებათ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რვა ეპიზოდის ჩადენაში, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მსჯავრდებულების მიმართ მინიმალური სასჯელის შეფარდება, რის გამოც ორივე მსჯავრდებულს განსაზღვრული სასჯელი უნდა გაუმკაცრდეს, რათა მან მოახდინოს შესაბამისი ეფექტი და მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულებს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, პალატამ არ გაიზიარა მათი მოთხოვნები სასჯელის შემსუბუქებისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესახებ.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----- კ----–---–მა. კასატორი ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოცემულ შემთხვევაში კასატორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ----- კ----–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ----- კ----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი