განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2018
საქმის ნომერი
130210017001916142
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №130210017001916142

საქმე №ას-189-189-2018 17 ივლისი, 2018 წელი

№ას-189-189-2018 უსწორობა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს ,,ჩ------------------------------------------ი“ (შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–ი“) (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ-----–- გ--------–ი, თ----- გ---–------ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მ-----–- გ--------–მა და თ----- გ---–------მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ------------------------------------------ის“ (შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–ის“) (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 15 194,81 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის 8000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი ეთქვა უარი.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ – სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეებმა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით არც მოსარჩელეების და არც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

კასატორის მოთხოვნა:

 

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.

 

განმცხადებლის მოთხოვნა:

 

9. კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლო და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად მიეთითა „2017 წლის 13 თებერვალი“, „2018 წლის 13 თებერვლის“ ნაცვლად. აღნიშნული უსწორობა უნდა გასწორდეს, რადგან განმცხადებელს სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე ეთქვა უარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის №ას-189-189-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად „2018 წლის 13 თებერვლის“ ნაცვლად, მიეთითა „2017 წლის 13 თებერვალი“.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.

15. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის №ას-189-189-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად, „2017 წლის 13 თებერვლის“ ნაცვლად, უნდა მიეთითოს „2018 წლის 13 თებერვალი“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის №ას-189-189-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად „2017 წლის 13 თებერვლის“ ნაცვლად, მიეთითოს „2018 წლის 13 თებერვალი“.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი