დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055115
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №120აპ-18 ქ. თბილისი
ქ-----–---–-- ფ----- ჰ----, 120აპ-18 18 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ---- ფ----- ქ-----–---–--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------- ა-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით:
ჰ---- ფ----- ქ-----–---–--ს მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს სსკ-ის 18,140-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,141-ე მუხლზე (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
ჰ---- ფ----- ქ-----–---–--, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,141-ე მუხლით (ს--- გ--–-–---–-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,141-ე მუხლით (დ----- ს---------ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,141-ე მუხლით (თ-------- ღ----–---ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,141-ე მუხლით (გ------- ა--------–---–-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,141-ე მუხლით (შ--–-- ჯ-------ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 6 მარტიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ჰ---- ფ----- ქ-----–---–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---- ფ----- ქ-----–---–--მ გადაწყვიტა ქ. ა---––---–- გაეცნო თექვსმეტ წელს მიუღწეველი პირები და მათთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და ასევე სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით. ამ მიზნით, 2016 წლის დეკემბერში ქ.ა---––---–-, თ----- მ----ს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდა და გაიცნო 16 წელს მიუღწეველი გ------- ა--------–---–-, რომლისგანაც გაიგო მისი ასაკი, მოტყუებით გამოართვა მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომერი 5-----------, მასთან შეხვედრის მიზნით და დაშორდა. ამის შემდეგ ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- მობილური ტელეფონით ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა გ------- ა--------–---–ს და ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა შეხვედრას, რათა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რაზეც გ------- ა--------–---–მა განუცხადა უარი.
2017 წლის იანვარში ქ.ა---––---–-, ამაღლების სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- შეხვდა და გაიცნო 16 წელს მიუღწეველი დ----- ს---------, რომლისგანაც გაიგო მისი ასაკი, მოტყუებით გამოართვა მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომერი 5-----------, მასთან შეხვედრის მიზნით და დაშორდა. ამის შემდეგ ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- მობილური ტელეფონით ნომრიდან 5----------- უკავშირდებოდა დ----- ს---------ს და ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა შეხვედრას, რათა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რაზედაც დ----- ს---------მ განუცხადა უარი.
2017 წლის იანვარში ქ.ა---––---–-, სასტუმრო ,,ლომსიას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- შეხვდა და გაიცნო 16 წელს მიუღწეველი შ--–-- ჯ-------, რომლისგანაც გაიგო მისი ასაკი, მოტყუებით გამოართვა მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომერი 5-----------, მასთან შეხვედრის მიზნით და დაშორდა. ამის შემდგომ ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- მობილური ტელეფონით ნომრიდან 5----------- უკავშირდებოდა შ--–-- ჯ-------ს და ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა შეხვედრას, რათა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რაზეც შ--–-- ჯ-------მ განუცხადა უარი.
2017 წლის 23 თებერვალს ქ.ა---––---–-, თ----- მ----ს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- შეხვდა და გაიცნო 16 წელს მიუღწეველი ს--- გ--–-–---–-, რომლისგანაც გაიგო მისი ასაკი, მოტყუებით გამოართვა მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომერი 5-----------, მასთან შეხვედრის მიზნით და დაშორდა. ამის შემდეგ ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- მობილური ტელეფონით ნომრიდან 5----------- უკავშირდებოდა ს--- გ--–-–---–ს და ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა შეხვედრას, რათა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რაზეც ს--- გ--–-–---–მა განუცხადა უარი.
2017 წლის 23 თებერვალს ქ.ა---––---–-, ე.წ. ,,რაბათის ხიდის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- შეხვდა და გაიცნო 16 წელს მიუღწეველი თ-------- ღ----–---, რომლისგანაც გაიგო მისი ასაკი, მოტყუებით გამოართვა მობილური ტელეფონის სიმბარათის ნომერი 5----------0, მასთან შეხვედრის მიზნით და დაშორდა. ამის შემდეგ ჰ---- ფ----- ქ-----–---–-- მობილური ტელეფონით ნომრიდან 5----------- უკავშირდებოდა თ-------- ღ----–---ს და ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა შეხვედრას, რათა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რაზეც თ-------- ღ----–---მ განუცხადა უარი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჰ---- ფ----- ქ-----–---–--მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ------- ა-------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ჰ. ქ-----–---–--სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კასატორები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ჰ---- ფ----- ქ-----–---–--სათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები შეფასდა ინდივიდუალურად და შეფარდებული სასჯელი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჰ---- ფ----- ქ-----–---–--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------- ა-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი