დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056362
თარიღი
18.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056362

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №172აპ-18 ქ. თბილისი

ჯ--–--- მ--------, 172აპ-18 17 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ მ-------- ჯ--–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- გ---------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:

მ-------- ჯ--–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 6 სექტემბრიდან. მასვე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით.

 

მ-------- ჯ--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლ--–- ბ---------ს (პ------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკვივალენტურ წილს, მდებარე: ქ. თ---–--–-, კ----–----- ქ. №--, საკადასტრო კოდი 01.12.13.029.0--, ნაგებობა N1 (ლიტ ,,ა“) საერთო ფართი 76.65 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 73.83 კვ.მ). გაუქმდა მ-------- ჯ--–---ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვალდებულებები.

 

ლ---- ბ------–---–-, - დაბადებული 1989 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, კერძოდ, 2015 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 22 აპრილის ჩათვლით, შეუმცირდა 500 ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ---- ბ------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თ---------- ბ------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკვივალენტურ წილს, მდებარე: ქ. თ---–--–-, ნ--–------ს ქ. №-- (ნაკვეთი №-------) საკადასტრო კოდი 01.10.15.007.079.01.5--. გაუქმდა ლ---- ბ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვალდებულებები.

 

გ--–- მ-------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 16 აპრილის ჩათვლით.

 

ცნობად იქნა მიღებული, რომ გ--–- მ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით შეტანილი თანხა - 15000 ლარი, რომელიც შეტანილია ვ-–- მ-------–---–-ს მიერ, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. გაუქმდა გ--–- მ-------–---–-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვალდებულებები.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: რ. უ-------–---–-ს მანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამი პროცესორი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ოთხი ბლოკნოტი, შპს ,,ა-------- მ----------ს“ ბეჭედი და სავიზიტო ბარათები, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ლ---- ბ------–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ლ---- ბ------–---–-სგან ამოღებული ფულადი თანხა - 2500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხმარდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ოდენობის პროპორციულად.

 

მ-------- ჯ--–---საგან ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

მ-------- ჯ--–---საგან ამოღებული 1730 აშშ დოლარი და მისი მანქანის ჩხრეკისას ამოღებული 5900 ევრო, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხმარდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ოდენობის პროპორციულად.

 

მ-------- ჯ--–---ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული hp მოდელის ნოუტბუკი, მისი პასპორტი, თვითმფრინავის სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

მ-------- ჯ--–---ს აიფონის ტელეფონში არსებული ინფორმაცია, ჩაწერილი დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

Hp მოდელის ნოუტბუკში არსებული ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

Fujisu-ს მოდელის ნოუტბუკში არსებული ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

კომპიუტერის სამ პროცესორზე არსებული ინფორმაცია, ჩაწერილი სამ DVD დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

საქმეზე ამოღებული ავტომანქანები BMW X5 VIN: 5---------------- და BMW X5 VIN: 5----------------, რომლებიც განთავსებულია შსს ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხმარდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ოდენობის პროპორციულად.

 

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების - მ-------- ჯ--–---სა და ლ---- ბ------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 13 იანვარს მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–მა და ლ---- ბ------–---–მა დაარეგისტრირეს შპს ,,ამერიკან მ----------”, რომლის 100% წილი გაფორმდა მ-------- ჯ--–---ს სახელზე. კომპანიის დაარსების მიზანი იყო მოქალაქეთა მოტყუება და მათგან თანხების მიღება, თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის სანაცვლოდ, კერძოდ:

 

2015 წლის 6 მარტს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება დ----- ო---–--–---სთან ავტომანქანა BMW X5-ის 3.0 TD, 2004 , VIN: W---------------- აშშ-დან 7300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. დ----- ო---–--–---მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე 2 ეტაპად გადარიცხა თანხა - 5200 აშშ დოლარი და 2100 აშშ დოლარი, ჯამურად 7300 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში მას უნდა მიეღო ავტომანქანა BMW X5. შპს „A------- M------ს“ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და დ----- ო---–--–---ს კუთვნილ 7300 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 31 იანვარს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება რ----- ქ-----–---–თან ავტომანქანა 2005 Toyota Sequoia SR5: 5---------------- აშშ-დან 8000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. რ----- ქ-----–---–მა შპს „A------- M------ის” ანგარიშზე 2 ეტაპად გადარიცხა თანხა - 6500 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი, ჯამურად 8000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 5-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა Toyota Sequoia. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და რ----- ქ-----–---–ის კუთვნილ 8000 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 16 მარტს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება დ----- გ----–-----სთან ავტომანქანა Infinity QX56 2013 VIN: J---------------- აშშ-დან 45900 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. დ----- გ----–-----მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა - 45900 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15-18 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა Infinity QX56. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და დ----- გ----–-----ს კუთვნილ 45900 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 2 მარტს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება კ------------- ო----თან ავტომანქანა MERCEDES-BENZ E500 VIN: V---------------- აშშ-დან 5300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. კ------------- ო----მა მ-------- ჯ--–---ს გადასცა ხელზე თანხა - 5300 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERCEDES-BENZ. შპს „A------- M------ს” აღნიშნულ ავტომანქანა არ შეუძენია და კ------------- ო----ის კუთვნილ 5300 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-. აღნიშნული თანხიდან 2015 წლის 3 აპრილს ლ---- ბ------–---–მა კ------------- ო----ს აუნაზღაურა 2500 აშშ დოლარი. კ------------- ო----ს მ-------- ჯ--–---ს, გ--–- მ-------–---–-სა და ლ---- ბ------–---–-ს ქმედებით მიადგა 2800 აშშ დოლარის ზიანი.

 

2015 წლის 20 თებერვალს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ვ--–---- პ---–---–თან ავტომანქანა MERCEDES ML 350 ,VIN: 4---------------- აშშ-დან 14300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ვ--–---- პ---–---–მა მ-------- ჯ--–---ს ხელზე თანხა გადასცა 2 ეტაპად - 7000 აშშ დოლარი და 6500 აშშ დოლარი, ასევე შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა 800 აშშ დოლარი, სულ - 14300 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERCEDES ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ვ--–---- პ---–---–ის კუთვნილ 14300 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 11 მარტს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ბ---- ს----------თან ავტომანქანა MERCEDES BENZ ML 350, 2005/08 VIN: 4----------------- აშშ-დან 8800 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ბ---- ს---------მ მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა - 8800 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERCEDES BENZ ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ბ---- სამხარაძის კუთვნილ 8800 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 5 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ა---- ბ---–-----სთან ავტომანქანა MERCEDES E, VIN: W---------------- 13200 აშშ დოლარის საფასურად და 2015 წლის 3 თებერვალს - ავტომანქანა MERCEDES BENZ ML, VIN: 4---------------- აშშ-დან 22000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ა---- ბ---–-----მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა 3 ეტაპად: 17000 აშშ დოლარი, 17000 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი, სულ - 34600 აშშ დოლარი, ასევე მ-------- ჯ--–---ს გადასცა ხელზე 600 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანები MERCEDES BENZ ML და MERCEDES E. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანები არ შეუძენია და ა---- ბოლქვაძის კუთვნილ 35200 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 3 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ბ--- ხ------–---–თან ავტომანქანა BMW X5, VIN: 5---------------- აშშ-დან 7300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ბ--- ხ------–---–მა შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა - 7200 დოლარი აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა BMW X5. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ბ--- ხ------–---–ის კუთვნილ 7200 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 7 მარტს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ია გ-------–---–თან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 2006 VIN: 4---------------- აშშ-დან 9000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ია გ-------–---–მა მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა - 6000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ია გ-------–---–ის კუთვნილ 6000 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 2 თებერვალს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ნ------- ზ------–---–თან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350 2006 VIN: 4--------------- აშშ-დან 9600 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ნ------- ზ------–---–მა მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა 2 ეტაპად - 6800 აშშ დოლარი და 2800 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ნ------- ზ------–---–ის კუთვნილ 9600 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 20 თებერვალს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ზ------ ქ-----–---სთან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350 2010 VIN: 4---------------- აშშ-დან 20 800 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ზ------ ქ-----–---მ მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა 3 ეტაპად - 17000 აშშ დოლარი, 3500 აშშ დოლარი და 300 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ზ------ ქ-----–---ს კუთვნილ 20800 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-. აღნიშნული თანხიდან 2015 წლის 3 აპრილს ლ---- ბ------–---–მა ზ------ ქ-----–---ს აუნაზღაურა 15000 აშშ დოლარი. ზ------ ქ-----–---ს მ-------- ჯ--–---ს, გ--–- მ-------–---–-სა და ლ---- ბ------–---–-ს ქმედებით მიადგა 5800 აშშ დოლარის ზიანი.

2015 წლის 2 მარტს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება რ----–-- ს------სთან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350 VIN 4---------------- აშშ-დან 14200 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. რ----–-- ს------მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა - 14550 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და რ----–-- სირაძის კუთვნილ 14550 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 14 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ე-------– ი--------ს მინდობილ პირთან, გ------- ბ----–---–თან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350 2006 VIN: 4---------------- აშშ-დან 8450 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. გ------- ბ----–---–მა მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა - 7150 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ე-------– ი--------ს კუთვნილ 7150 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 8 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ს------ ა--–-----თან ავტომანქანა 2009 LEXSUS GX 470 BASE, VIN: J---------------- აშშ-დან 18000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ს------ ა--–-----მა შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა 16500 აშშ დოლარი, ასევე მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა 500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდან მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა 2009 LEXSUS GX 470 BASE. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანები არ შეუძენია და ს------ ა--–-----ის კუთვნილ 17 000 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 8 მარტს შპს „A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება გ--- ც------–---ს მინდობილ პირთან, გ----- ც------–---სთან ავტომანქანა MERSEDES BENC ML 2008 VIN: 4---------------- აშშ-დან 13500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. გ----- ც------–---მ მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა - 12500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდან მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML. შპს „A------- M------ს” აღნიშნულ ავტომანქანა არ შეუძენია და გ--- ც------–---ს კუთვნილ 12500 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 17 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება დ-------- ვ-------სთან ავტომანქანა 2011 MERSEDES BENC ML 350 VIN 4---------------- აშშ-დან 20500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. დ-------- ვ-------მ თანხა შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა 2 ეტაპად: 1000 აშშ დოლარი და 19500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა MERSEDES BENC ML 350. შპს „A------- M------ს“ ზ/აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და დ-------- ვ-------ს კუთვნილ 20500 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 16 მარტს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ბ---- ჩ----–-–---–თან ავტომანქანა BMW 328I, VIN W---------------- აშშ-დან 7000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ბ---- ჩ----–-–---–მა თანხა - 6250 აშშ დოლარი გადარიცხა შპს „A------- M------ის” ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა BMW 328I. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ბ---- ჩ----–-–---–-ს კუთვნილ 6250 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 4 თებერვალს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ი-----–- მ–-------სთან ავტომანქანა 2012 TOYOTA CAMRY 2.5, VIN: 4---------------- აშშ-დან 12500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ი-----–- მ–-------მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა - 10500 აშშ დოლარი, ასევე მ-------- ჯ--–---ს ხელზე გადასცა თანხა 2000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა 212 TOYOTA CAMRY 2.5. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ი-----–- მ–-------ს კუთვნილ 12500 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-.

 

2015 წლის 10 მარტს შპს „ A------- M------ის” დირექტორმა მ-------- ჯ--–---მ, გ--–- მ-------–---–სა და ლ---- ბ------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ე-–--- ხ--–---ს წარმომადგენელ ა------- ხ--–---სთან ავტომანქანა BMW 2007, VIN: 4---------------- აშშ-დან 11800 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ე-–--- ხ--–---მ შპს „A------- M------ის” ანგარიშზე გადარიცხა თანხა - 8250 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 45-60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა BMW 2007. შპს „A------- M------ს” აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ე-–--- ხ--–---ს კუთვნილ 8250 აშშ დოლარს მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მ-------- ჯ--–---, გ--–- მ-------–---–- და ლ---- ბ------–---–-. სულ გ--–- მ-------–---–-, მ-------- ჯ--–--- და ლ---- ბ------–---–- წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით - 264400 აშშ დოლარს, საიდანაც ბრალდებულებმა მოგვიანებით აანაზღაურეს თანხის ნაწილი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, ლ---- ბ------–---–-ს მიმართ სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში, მ-------- ჯ--–---ს მიმართ სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანასა და მის შეცვლას უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

პროკურორი ირინე ჩოჩია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ---- ბ------–---–-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

 

მსჯავრდებულ მ-------- ჯ--–---ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი-----–- გ--------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მ-------- ჯ--–---სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: ჯარიმის შეფარდებას ან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ ლ---- ბ------–---–-სა და მ-------- ჯ--–---სათვის შეფარდებული სასჯელების ზომას.

 

7. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ---- ბ------–---–-სა და მ-------- ჯ--–---ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელების განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

8. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ლ---- ბ------–---–-სა და მ-------- ჯ--–---სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, პროკურორისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ მ-------- ჯ--–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- გ---------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი