დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054670
თარიღი
31.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054670

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №130აპ-18 ქ. თბილისი

გ--------–---–- გ-------, 130აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ--------–---–ს ბრალი დაედო მითვისებაში, ესე იგი მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ხუთი ეპიზოდი); ასევე - მითვისებაში, ესე იგი მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- გ--------–---–- 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს---–----ს” საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. 2014 წლის ოქტომბრის 10-დან 15-მდე რიცხვების მონაკვეთში გ------- გ--------–---–მა შპს ,,ს---–----ს” დირექტორ ნ-------- გ------სგან მიიღო 1500 აშშ დოლარი (2632,65 ლარი), რითაც შპს ,,ს---–----სთვის” შეიძინა ,,ტოიოტა რავ-4-ის” მარკის ავტომობილი, რაც 2014 წლის 20 ოქტომბერს გააფორმა თავისი მეუღლის - გ----- ვ---------ს სახელზე. 2016 წლის 9 იანვარს გ------- გ--------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ნ-------- გ------ს კუთვნილი ,,ტოიოტა რავ-4-ის” მარკის ავტომობილი და მიჰყიდა ს------- გ--–-------–---–ს, რითაც შპს ,,ს---–----ს” მიადგა 1500 აშშ დოლარის (2632,65 ლარის) მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გ------- გ--------–---–- 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს---–----ს” საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. 2014 წლის 9 დეკემბერს გ------- გ--------–---–მა ნ-------- გ------სგან მიიღო 11 000 აშშ დოლარი (21 191.5 ლარი), რითაც შპს ,,ს---–----სათვის” უნდა შეეძინა მ–-----ს რაიონის სოფელ ს----------ში მდებარე მ------ ბ-------–---–-ს კუთვნილი 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.06.01.6--). 2014 წლის 10 დეკემბერს გ------- გ--------–---–მა მ------ ბ-------–---–-სგან შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაშიც 11 000 აშშ დოლარის (21 191.5 ლარი) ნაცვლად გადაუხადა 7500 აშშ დოლარი (14448.75 ლარი), ხოლო მის მართლომიერ მფლობელობაში არსებული, ნ-------- გ------ს კუთვნილი დარჩენილი თანხა - 3500 აშშ დოლარი (6742.75 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც შპს ,,ს---–----ს” მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

გ------- გ--------–---–- 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს---–----ს” საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. 2014 წლის დეკემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ------- გ--------–---–მა შპს ,,ს---–----ს” დირექტორ ნ-------- გ------სგან მიიღო 3500 აშშ დოლარი (6 410.25 ლარი), რაც ავანსის სახით უნდა გადაეცა ლ---- დ--------სთვის, მისგან შემდგომ შპს ,,ს---–----სათვის” მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით. გ------- გ--------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს ,,ს---–----ს” დირექტორ ნ-------- გ------ს კუთვნილი ფულადი თანხა - 3500 აშშ დოლარი (6 410.25 ლარი), საიდანაც 2014 წლის დეკემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ლ---- დ--------ს გადასცა 700 აშშ დოლარი (1282.05 ლარი) ჯერ ავანსის სახით, ხოლო შემდეგ ისე, რომ ნ-------- გ------სთვის არ უთქვამს, ლ---- დ--------ს ჩაუთვალა გასამრჯელოდ, გაწეული სამუშაოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------- გ------ს მიადგა 3500 აშშ დოლარის (641.25 ლარის) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

გ------- გ--------–---–- 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს---–----ს” საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის იანვრის დასაწყისამდე დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, გ------- გ--------–---–- ქალაქ თ---–--–-, გ------–---–-ს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მართლზომიერად ფლობდა და შემდგომ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს ,,ს---–----ს” კუთვნილი, 2109 ლარად ღირებული, გერმანული წარმოების დიზელის გენერატორი და 500 აშშ დოლარად ღირებული (3576,9 ლარი), 3 ცალი საბურღი დაზგის ე.წ. ,,შნეკები“, რითაც შპს ,,ს---–----ს” მიადგა 6125,9 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

გ------- გ--------–---–- 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს---–----ს” საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე. 2014 წლიდან 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, გ------- გ--------–---–მა შპს ,,ს---–----ს” ნაკვეთის შემოღობვის მიზნით, შპს ,,ს---–----ს” ტერიტორიიდან წაიღო ამავე კომპანიის კუთვნილი და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, 259 ლარად ღირებული 7 მავთულბადე, თითო - 10 მეტრი სიგრძისა და 1.5 მეტრი სიმაღლის, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც შპს ,,ს---–----ს” მიადგა 259 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2014 წლის სექტემბრიდან იმავე წლის ოქტომბრის მონაკვეთში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ------- გ--------–---–მა ნ-------- გ------სგან მიიღო 2500 ლარი, რითაც მისთვის შეიძინა ორი ღორი. 2015 წლის დეკემბერში გ------- გ--------–---–მა გაყიდა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, ნ-------- გ------ს კუთვნილი ორი ღორი, რაშიც ეტაპობრივად მიიღო 2500 ლარი და საიდანაც ნ-------- გ------ს გადასცა 950 ლარი, ხოლო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ნ-------- გ------ს კუთვნილი 1500 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც ნ-------- გ------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით:

გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (7 მავთულბადის ეპიზოდი).

 

გ------- გ--------–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2014 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

 

გ------- გ--------–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (ლ---- დ--------ს ნაკვეთის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

 

გ------- გ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებიდან (გენერატორისა და ე.წ. ,,შნეკების“ ეპიზოდი) ამოერიცხა 3 საბურღი დაზგის - ,,შნეკების” მითვისება.

 

გ------- გ--------–---–-, - დაბადებული 1982 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (ავტომანქანის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2014 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ლ---- დ--------ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (გენერატორის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის დეკემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების საფუძველზე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2014 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა სხვა, თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ გ------- გ--------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად, სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით - სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 აპრილიდან.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- გ--------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ“ ქვეპუნქტებით (მავთულბადეების, მ------ ბ-------–---–-სა და ლ---- დ--------ს მიწის ნაკვეთების ეპიზოდები), ასევე 3 საბურღი დაზგის - ,,შნეკების” მითვისებაში და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე -გ------- გ--------–---–-ს გამართლებას ან/და სასჯელის შემსუბუქებას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

გ------- გ--------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებითა (მავთულბადეების ეპიზოდი) და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2014 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი), ასევე - 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (ლ---- დ--------ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

გ------- გ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებიდან (გენერატორისა და ე.წ. ,,შნეკების“ ეპიზოდი) ამოერიცხა 3 საბურღი დაზგის - ,,შნეკების” მითვისება.

 

გ------- გ--------–---–-, - დაბადებული 1982 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (ავტომანქანის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2014 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ლ---- დ--------ს მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (გენერატორის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის დეკემბერში ღორების გაყიდვის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა ძირითადმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა ძირითადი თანაბარი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელები შეჯამდა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ--------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად 2 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 აპრილიდან.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- გ--------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ“ ქვეპუნქტებით (მავთულბადეების, მ------ ბ-------–---–-სა და ლ---- დ--------ს მიწის ნაკვეთების ეპიზოდები) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი ნაწილობრივ უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ ამომწურავად შეაფასა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება (მავთულბადეების, მ------ ბ-------–---–-სა და ლ---- დ--------ს მიწის ნაკვეთების ეპიზოდები), დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს გ------- გ--------–---–-ს ბრალეულობას, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ECtHR, Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, Lavents v. Latvia, Melich and Beck v. the Czech Republic).

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი