განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056361
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056361

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

№170აპ-18 ქ. თბილისი

შ-------- გ-------, 170აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- შაურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე------ ს------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ------- შაურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე------ ს------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. გ------- შ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

4. გ------- შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ------- შაურიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- შ--------ს, მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

 

6. გ------- შ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 4 ნოემბრიდან.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე