განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700053228
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№75აპ-18 ქ. თბილისი
ხ-----–---–- ლ----, 75აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- ხ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ბ----–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განაჩენით ლ---- ხ-----–---–-, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ხ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 თებერვლიდან.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გ---- გ--–-–---–თან, ბ------ მ---–--ესა და ლ-–- ს--------ესთან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ხ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 21.00 საათზე, ლ---- ხ-----–---–მა, გ---- გ--–-–---–მა, ბ------ მ---–--ემ და ლ-–- ს--------ემ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–ის რაიონის სოფელ წ-------–ის საჯარო სკოლის საქვაბეში. მათ ნაწილობრივ ჩამოანგრიეს საქვაბის ღუმელი და გამოიღეს საქვაბის ღუმლის რკინის კონსტრუქციები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 205 ლარს. ამ დროს ისინი შეამჩნია სკოლის დარაჯმა კ------- კ-----------მ, რომელმაც მათ უსაყვედურა მომხდარის გამო და ტელეფონით დაუკავშირდა სკოლის დირექტორს. აღნიშნული ფაქტის გამო ადგილზე მივიდა სკოლის დირექტორის მოადგილე ზ---- ს-------, მან მოუწოდა გ---- გ--–-–---–ს, ლ---- ხ-----–---–ს, ბ------ მ---–--ესა და ლ-–- ს--------ეს, ადგილზე დაებრუნებინათ მოსაპარად გამზადებული კონსტრუქციები. ზ---- ს------ის ჩარევის გამო ზემოაღნიშნულმა პირებმა ვერ ჩაიდინეს ქურდობა და უკან დააბრუნეს წასაღებად გამზადებული ნივთები, რის შემდეგაც სკოლის ტერიტორიიდან წავიდნენ. დაახლოებით 5 წუთში ლ---- ხ-----–---–-, გ---- გ--–-–---–ი, ბ------ მ---–--ე და ლ-–- ს--------ე კვლავ დაბრუნდნენ კ------- კ----------ის სადარაჯო ოთახში. კ------- კ-----------ზე განაწყენებულებმა სცემეს მას, რითაც მიაყენეს ფიზიკური ტკივილი. კ------- კ----------- მათ გაექცა და დაიმალა, ხოლო ზემოაღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს, კვლავ შესულიყვნენ საქვაბეში და ბოლომდე მიეყვანათ განზრახვა. ამ მიზნით მათ კვლავ უკანონოდ შეაღწიეს საქვაბეში, საიდანაც გამოიტანეს რკინის კონსტრუქცია, ხოლო სადარაჯო ოთახიდან გამოიყვანეს კ------- კ----------ის კუთვნილი „სალიუტის“ მარკის, 70 ლარად ღირებული ველოსიპედი. მიუხედავად აღნიშნულისა მათ ვერ მოიყვანეს განზრახვა სისრულეში, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე კ------- კ----------ის გამოძახებით მივიდნენ მ--------–ის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს ლ---- ხ-----–---–- და ბ------ მ---–--ე ქურდობის მცდელობის მომენტში, ხოლო გ---- გ--–-–---–ი და ლ-–- ს--------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ლ---- ხ-----–---–-ს, გ---- გ--–-–---–ის, ბ------ მ---–--ისა და ლ-–- ს--------ის ქმედების შედეგად დაზარალებულებს შესაძლოა მისდგომოდათ 205 ლარისა და 70 ლარის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---- ბ----–-–---–მა, რომლებმაც ითხოვეს ლ---- ხ-----–---–-ს მიმართ ლმობიერი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით იმ მოტივით, რომ ლ---- ხ-----–---–-ს წარსული არაფრითაა შებღალული; არ ყოფილა ნასამართლევი; აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სხვა მსჯავრდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მხოლოდ ლ---- ხ-----–---–ს ეთქვა უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. ლ---- ხ-----–---–ს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით განესაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომლის სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ---- ხ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ბ----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე