განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010140018700051796
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
№72აპ-18 ქ. თბილისი
მ--------ი გ----, 72აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბერის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ---- მ--------ს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---- მ--------ი სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში (უ------------–--------------- დაწესებულება). მან და ამავე დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა: ს------- მ--------მა, დ----- ჩ--------–მა, გ------- კ--------მა, ი-----–- თ------–---–მა, თ----- ჯ-------მა და ხ------ გ------მა განიზრახეს გაქცევა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1----–-–---------------ს, 03:00 საათზე, ძირითადი კედლის გარღვევის საშუალებით მსჯავრდებულები - გ---- მ--------ი, ს------- მ--------ი, დ----- ჩ--------–ი, გ------- კ--------ი, ი-----–- თ------–---–ი, თ----- ჯ-------ი და ზ----- გ------ი სასჯელაღსრულების N------ დაწესებულებიდან გაიქცნენ.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს განაჩენით გ---- მ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბერის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბერის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა და ითხოვა გ---- მ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ: მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 379–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სასჯელის ¼-ით შემცირება და 6 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთისათვის, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 5 წლის, 10 თვითა და 23 დღით - მთლიანად დამატება და საბოლოოდ გ---- მ--------ისათვის 11 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
5. კასატორის მითითებით, მოწმე დ----- ჩ--------–მა აღნიშნა, რომ იგი ციხიდან გ---- მ--------თან ერთად გაიქცა; გ------- კ--------მა მიუთითა, რომ ყველა გაქცეული შეთანხმებული იყო წინასწარ და მათ თანმიმდევრულად დატოვეს სასჯელაღსრულების ტერიტორია; მ. ჩეჩელაშვილის გამოქვეყნებული ჩვენებით, გამონგრეული კედლის ნახვის შემდეგ დაადგინეს, რომ შვიდი მსჯავრდებული, მათ შორის - გ. მ--------ი არ იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; გ. მ--------ი მიმალვაშია, ნასამართლობის მქონეა და აღნიშნული მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გ. მ--------ის ციხიდან გაქცევის შეთავაზებაზე თანხმობასა და გაქცევას - არის დ----- ჩ--------–ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება; აღნიშნული მტკიცებულების სანდოობის შესაფასებლად გასათვალისწინებელია დ----- ჩ--------–ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება, რომლის თანახმდაც, გაქცევის შესახებ მან და მ--------მა მოილაპარაკეს. ამასთან, მოწმე გ. კ--------მა მიუთითა, რომ გ---- მ--------ს არ იცნობს და მისთვის გაქცევა არ შეუთავაზებიათ. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ისინი არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათის.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბერის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე