განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054386
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054386

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№106აპ-18 ქ. თბილისი

ბ--------–ი მ-----–, 106აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ-----– ბ--------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი- თ------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მ-----– ბ--------–ი, – დაბადებული 19---–-–-------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (მ--- ლ--–---–---–ის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ--–- დ--–---–---–ის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ--------ის“ ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (მ--- ლ--–---–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ,“ მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (ლ--–- დ--–---–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ--------ის ეპიზოდი“) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ-----– ბ--------–ს მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი – 395 საათი და მ-----– ბ--------–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 395 საათით.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამარლთოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით მ-----– ბ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი - 5 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2017 წლის 21 აპრილს ღამის საათებში, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევმა მ-----– ბ--------–მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ძ---- კ---------ის ქუჩის №--–ში მდებარე მ--- ლ--–---–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „ვენტოს“ ფირმის კომპიუტერის პროცესორს, ოქროს ბეჭედსა და საყურეს, ასევე „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მ-----– ბ--------–მა მ--- ლ--–---–---–ს მიაყენა 800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით მ-----– ბ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 23 აპრილს, საღამოს საათებში, თ---–--–ი, გ-–----ში, ფ----- მ------–-–---–ის ქუჩის №-–ში მდებარე სამაკლერო ოფისში, უკანონოდ შეაღწია ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევმა მ-----– ბ--------–მა, საიდანაც ფარულად დაეუფლა ლ--–- დ--–---–---–ის კუთვნილ „ეისერის“ (ACER) ფირმის ლეპტოპს, ღირებულს 300 ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მ-----– ბ--------–ის ქმედებით ლ--–- დ--–---–---–ს მიადგა 300 ლარის მნიშვენლოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით, მ-----– ბ--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 23 აპრილს, 22 საათიდან იმავე წლის 24 აპრილის 10.00 საათამდე პერიოდში, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევმა მ-----– ბ--------–მა უკანონოდ შეაღწია ქ. თ---–--–ი, გ-–----ში, ხ------–---–ის ქუჩის №-3–ში მდებარე შპს „ნ--------ის“ კუთვნილ თერაპიულ კაბინეტში, საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „ნ--------ის“ კუთვნილ „ეიჩპის“ (HP) ფირმის ლეპტოპს, ჩანთასა და დამტენთან ერთად, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მ-----– ბ--------–ის ქმედებით შპს „ნ--------ის“ მიადგა 890 ლარის მნიშვენლოვანი ქონებრივი ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. კასატორი უთითებს, რომ მ-----– ბ--------–ი გამოძიების ეტაპიდანვე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და მან სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუწყო; მართალია, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, მაგრამ აღნიშნული ვერ მოხერხდა მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო; მ-----– ბ--------–ის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი მხედველობაშია მისაღები; მსჯავრდებულს არ ჰყავს მშობლები, მის კმაყოფაზეა მცირეწლოვანი ბავშვი, ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

 

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

 

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

 

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

 

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

 

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. დაცვის მხარის მითითებას ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მ. ბ--------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის - დანაშაულის აღიარება, მონანიება) და ისე დაუნიშნა მას სასჯელი.

 

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-----– ბ--------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი- თ------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე