განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010100117001999457
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001999457

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№149აპ-18 ქ. თბილისი

რ------ მ---------, 149აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ--------- რ------ისა და ხ--–-- უ-- რ-----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

 

ხ--–-- უ-- რ-----ი, – დ----------–-------–-–--------–--ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ხ--–-- უ-- რ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ივნისიდან. ხ--–-- უ-- რ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

 

მ--------- რ------ი, – დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ხ--–-- უ-- რ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ივნისიდან. მ--------- რ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 ივნისს პ--------ის ი--–-----------------–--ის მოქალაქეებმა - მ--------- რ------მა და ხ--–-- უ-- რ-----მა ჯგუფურად, ა------------ის რესპუბლიკიდან სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში;

 

2017 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21:58 საათზე, პ--------ის ი--–-----------------–--ის მოქალაქეები - მ--------- რ------ი და ხ--–-- უ-- რ-----ი ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე N--- სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყვნენ თ--------------------–--აში.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. მსჯავრდებული მ--------- რ------ი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს თავისი საქმის განხილვას;

6. მსჯავრდებული ხ--–-- უ-- რ-----ი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს თავისი საქმის განხილვას;

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №699აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში (მათ შორის: მ--------- რ------ისა და ხ--–-- უ-- რ-----ის გამოკითხვის ოქმები და მათი საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--------- რ------ისა და ხ--–-- უ-- რ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19.344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

10. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ--------- რ------ისა და ხ--–-- უ-- რ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები და მათ სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი დაუნიშნა. საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შეუძლებლობასა (დანაშაულზე წასწრების მოტივით) და სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - მ--------- რ------ისა და ხ--–-- უ-- რ-----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე