განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
010141318700055297
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

N138აპ.-18 ქ. თბილისი

შ-------- რ-----, 138აპ.-18 18 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი კავსაძისა და მსჯავრდებულ რ----- შ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ რ----- შ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. პროკურორ გიორგი კავსაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4. რ----- შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დ. ც------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (დ. ც------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პ. ქ-------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (პ. ქ-------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა (სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - დ. ც------–---ის ეპიზოდი) შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ----- შ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

 

5. მსჯავრდებულ რ----- შ--------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 26 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 7 ივნისიდან 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე