განჩინება

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
010100117001929549
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001929549

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №225აპ-18 ქ. თბილისი

კ-------- მ-----–, 225აპ-18 24 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ-----– კ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 273-ე მუხლით (2017 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მ-----– კ--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა მ. კ--------სთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----– კ--------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-----– კ-------- დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 29 მაისიდან იმავე წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გაუქმდა მ-----– კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და გირაოს პირობების დარღვევის გამო, დ---- ფ------ს მიერ (პ-------------) 2017 წლის 30 მაისს მ-----– კ--------ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 3000 ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში (---–-------–--------–--------------------------------------------------------------–------------

 

განაჩენით მ-----– კ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა მ-----– კ--------მ ადმინისტრაციული სახდელის გაქარწყლებამდე კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც დაუდგინდა 2017 წლის 22 თებერვალს, ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

მ-----– კ--------მ, რომელსაც 2016 წლის 9 აგვისტოს ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა შეფარდებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ (ოპიუმის ჯგუფი), რაც დაუდგინდა 2017 წლის 8 ივნისს, ნარკოლოგიური შემოწმებისას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული მ-----– კ--------, რომელსაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჰქონდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 26 აპრილს ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კვლავ მართავდა ,,სუძუკის“ მარკის მოტოციკლს, ს------------

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. კ--------სთვის დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას - სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენებას და გირაოს პირობების დარღვევის გამო, მ. კ--------ს სასარგებლოდ შეტანილი გირაოს თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ მ-----– კ--------სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას; ასევე, გირაოს პირობების დარღვევის გამო, მ. კ--------ს სასარგებლოდ შეტანილი გირაოს თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

7. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

 

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სრულყოფილად, ობიექტურად და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ-----– კ--------ს ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე