განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055298
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№187აპ-18 ქ. თბილისი
რ------–---–ი დ-----, 187აპ-18 27 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------ მ-------–--ის, მსჯავრდებულ დ----- რ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ყ-------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით მ------ მ-------–---, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
იმავე განაჩენით დ----- რ------–---–ი, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა, 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შეცვლილი ნაკლებად მკაცრი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ დ----- რ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
2. აღნიშნული განაჩენი თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ მ-------–---მ და დ----- რ------–---–მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დ----- რ------–---–ის ქმედება დამატებით დაკვალიფიცირდა, როგორც არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობა. მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 00.30 საათზე, ტ------- წ------–---–ი იმყოფებოდა თავის არასრულწლოვან შვილთან - ე---- ქ--------თან ერთად, ქ. თ---–--ში, დ----------------------------–ის პ------–ი კორპუსის სადარბაზოს ლიფტში, რა დროსაც მ------ მ-------–---მ ყელის არეში მიადო დანა და მოსთხოვა ოქროს ნივთები, ხოლო დ----- რ------–---–მა, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლით, მოსთხოვა თანხა. ტ------- წ------–---–მა დასახელებულ პირებს გადასცა ოქროს ძეწკვი ორი კულონით, ოქროს ბეჭედი, ოქროსფერი სამაჯური და თანხა - 7 ლარი.
4. კასატორები - მსჯავრდებული - დ----- რ------–---–ი და მისი ადვოკატი ითხოვენ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; დ----- რ------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კასატორი მ------ მ-------–--- ითხოვს თავისი ქმედების ყაჩაღობიდან ძარცვაზე გადაკვალიფიცირებას იმ მოტივით, რომ იგი დაზარალებულს დანით არ დამუქრებია.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. დაზარალებულ ტ------- წ------–---–ისა და მოწმე ე---- ქ-------- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ამოცნობის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ დ----- რ------–---–ი და მ------ მ-------–--- ტ------- წ------–---–ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ------ მ-------–--ის, მსჯავრდებულ დ----- რ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ყ-------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე