განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
010141318700057960
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057960

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №71აგ-18 თბილისი

ე--------- თ------, 71აგ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განჩენით თ------ ე---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273–ე მუხლით (2009 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა – 1500 ლარი; სსკ-ის 273–ე მუხლით (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა – 1500 ლარი.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ------ ე--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 3000 ლარი.

 

თ------ ე--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

მსჯავრდებულ თ------ ე--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2010 წლის 27 იანვრიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ------ ე---------ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

მსჯავრდებულ თ------ ე--------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრისა და 2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი (მათ შორის - რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენით თ------ ე--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

თ------ ე--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილისა და 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე თ------ ე--------ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

 

თ------ ე---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თ------ ე--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმროობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 8 იანვრიდან 2013 წლის 6 მარტის ჩათვლით.

 

4. 2018 წლის 19 აპრილს მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- კ----------–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში შესული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა თ------ ე---------ს მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- კ----------–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე შესული ცვლილების გათვალისწინებით, თ------ ე---------სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

3. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- კ----------–---–მა სააპელაციო პალატას მიმართა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში შესული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე თ------ ე---------ს მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით (ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა), ხოლო საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე შესული ცვლილების გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნით არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამის თაობაზე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ თ------ ე---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

გ. შავლიაშვილი