განჩინება

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
010100218700050630
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050630

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №362აპ-18 ქ. თბილისი

ფ--–------ დ---, 362აპ-18 22 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ--- ფ--–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ შ-------–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:

 

დ--- ფ--–------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დ--- ფ--–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--- ფ--–-----მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

დ--- ფ--–------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგი:

 

2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, დ--- ფ--–------, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად, ლ---- ა----–---სა და ლ---- ა-----–---–თან ერთად „ტოიოტა რავ 4-ის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით D------, იმყოფებოდა თ---–--–------–----------–-------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ცნობილი იყო საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და დაიგეგმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - მ------- ხ-----–--მ, შ--–-- კ------მ, გ--- გ--------–---მა და გ------- ჩ-------მა შეაჩერეს ზემოხსენებული ავტომობილი და წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ--- ფ--–------ დარწმუნდა, რომ ზემოხსენებული პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების, მიმალვისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, ავტომობილიდან გადმოუსვლელად მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ დამიზნებით გაისროლა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რის შემდეგაც მიიმალა. გარდა ამისა, დ--- ფ--–------ თავის საცხოვრებელ სახლში (თ---–--–-----------------–----–-----------–-------------–----------------------–ი) ინახავდა დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ საბრძოლო მასალას, ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიან ვაზნას, რაც 2016 წლის 2 დეკემბერს ამოიღეს ჩხრეკის შედეგად.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ--- ფ--–------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ შ-------–---–მა და მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ--- ფ--–------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ შ-------–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ ბრალდებებში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა. შესაბამისად, მსჯავრდებულ დ--- ფ--–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ შ-------–---–-ს პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ დ--- ფ--–-----მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ--- ფ--–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ შ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე