განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
020141318700050298
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700050298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №47აგ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ა------ე გ-------, 47აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ა------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ------- ა------ე, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

2. გ------- ა------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

3. გ------- ა------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 13 სექტემბრიდან - 2013 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

 

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენით გ------- ა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ა------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

 

გ------- ა------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

გ------- ა------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 ნოემბრიდან -2013 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. 2018 წლის 5 იანვარს მსჯავრდებულმა გ------- ა------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------- კ-------–---–მა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა, აგრეთვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გ------- ა------ისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ------- ა------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდ ნაწილობრივ.

 

გ------- ა------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

 

გ------- ა------ე გათავისუფლდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მოუხდელი სასჯელისგან.

 

გ------- ა------ეს აღუდგა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) და 2014 წლის 21 მაისის (მათ შორის სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში) განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ------- ა------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------- კ-------–---–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენის იმ ნაწილში გადასინჯვა, რომლის მიხედვითაც, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) და 2014 წლის 21 მაისის (მათ შორის სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში) განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს; მიღებული გადაწყვეტილებით დამძიმდა გ------- ა------ის სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ------- ა------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში) და 2014 წლის 21 მაისის (სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში) განაჩენები უნდა დარჩეს უცვლელად და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

3. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება არ ეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.

 

4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, აღნიშნული მუხლით მსჯავრდების საფუძველი წარმოშვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ------- ა------ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობამ. ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია გ------- ა------ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულის ჩადენის დროს - 2013 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი იყო, შესაბამისად გამოკვეთილია დანაშაულის შემადგენლობა, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ა------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

პ. სილაგაძე