განჩინება

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330141313002697232
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141313002697232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№331-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

ლ-------- ა-------, 331-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თინათინ სტურუას

ადვოკატ - მ------ ნ-------ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით ა------- ლ-------- – დ----------–-------–--–-, - დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი;

 

მასვე საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი;

 

სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა------- ლ--------ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 6000 ლარი.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ა------- ლ--------ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად. სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--------–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ა------- ლ-------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ კ-------–-ას ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა------- ლ--------მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულ ზ------ გ--------–---–ის პოზიციის გათვალისწინებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა------- ლ-------- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--------–---–ის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ზ------ გ--------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბერის კანონის მე–18 და მე–20 მუხლების თანახმად, კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.

 

5. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

 

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა------- ლ-------- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--------–---–ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე