განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001823953
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №311აპ-18 ქ. თბილისი
ქ-------ა თ----------, 311აპ-18 13 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ---------- ქ-------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ ბ-------ა და მსჯავრდებულ ს------ ყ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
თ---------- ქ-------ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თ---------- ქ-------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თ---------- ქ-------ასთვის ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- ქ-------ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 იანვრიდან.
გ------- ა-–---ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 იანვრიდან.
ს------ ყ---------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ს------ ყ----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ს------ ყ----------სთვის ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ყ---------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 იანვრიდან.
განაჩენით თ---------- ქ-------ას მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ხოლო ს------ ყ---------ესა და გ------- ა-–---ას - ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი თ---------- ქ-------ა, ასევე გ------- ა-–---ა და ს------ ყ---------ე 2017 წლის 3 იანვარს ქ. ბ------–ი, ა---–--ს ქუჩა №1---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დადგენილი და დაუდგენელი პირების დახმარებით, თავს დაესხნენ შპს „ი--–-------------ს“ თანამშრომელს - ნ----- კ----------ს, რომელიც მ----- ა----------ნ ერთად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ამავე ავტომობილით გადაიყვანეს ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანისა და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნ----- კ----------ს ხელთ არსებულ, შპს „ი--–-------------ს“ კუთვნილ 148 546 ლარს, ასევე – ნ----- კ----------ს კუთვნილ 550 ლარს, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 320 ლარად ღირებულ ოქროს საყურეს, მეხსიერების ბარათსა და ბანკის პლასტიკურ ბარათს.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად უარყო დაცვის მხარის ვერსია ყაჩაღობის ინსცენირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ნ----- კ----------სთვის ცნობილი იყო შპს „ი--–-------------ს“ კუთვნილი თანხის გატაცების თაობაზე მ----- ა-------ა და მსჯავრდებულებს შორის არსებული შეთანხმების შესახებ და რომ იგი თავადაც იყო ჩართული აღნიშნულ დანაშაულში; მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ასეთ პოზიციას აქარწყლებს ის გარემოებები, რომ თავდამსხმელებმა ნ----- კ----------ს ყელზე მიადეს დანა, მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით შეუკრეს ხელ-ფეხი და აუკრეს პირი, გაჩხრიკეს მისი ხელჩანთა და შპს ,,ი--–-------------ს“ კუთვნილ ფულად თანხასთან ერთად გაიტაცეს აღნიშნულ ხელჩანთაში მოთავსებული ნ----- კ----------ს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები; საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ----- კ----------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით; სააპელაციო პალატის შეფასებით, ნ----- კ----------სთვის ყელზე დანის მიბჯენის, მისთვის მწებავი ლენტით ხელ-ფეხის შეკვრისა და პირის აკვრის საჭიროება არ იარსებებდა და თავდამსხმელები არც მის კუთვნილ ნივთებს გაიტაცებდნენ, თუკი თავდასხმა მასთანაც იქნებოდა შეთანხმებული.
სააპელაციო პალატამ აგრეთვე არ გაიზიარა აპელანტის - ადვოკატ რ---- პ-----ს პოზიცია იმის შესახებ, რომ ს------ ყ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს სამკაულები პოლიციელებს არ ამოუღიათ ს------ ყ----------ს კუთვნილი ქურთუკიდან, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ს------ ყ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მისი კუთვნილი ტყავის ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოიღეს ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული, დაზარალებულ ნ----- კ----------ს კუთვნილი ოქროს საყურე, დადასტურებულია როგორც ს------ ყ----------ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ასევე დეტექტივ-გამომძიებელ ა------- ძ--------ს ჩვენებით, დაზარალებულ ნ----- კ----------ს ჩვენებითა და მის მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებული საყურის ამოცნობის ოქმით. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარია და არ ჰბადებს ეჭვებს, რის გამოც მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება აპელანტის იმ არგუმენტით, რომ გ------- ა-–---ას ჩვენების თანახმად, ნ----- კ----------ს კუთვნილი ჩანთა მან გაჩხრიკა და პოლიეთილენის პარკში არსებული თანხაც თავად წაიღო, ხოლო ს------ ყ---------ეს ხსენებულ ნივთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ თ---------- ქ-------ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ------ ბ-----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ ქ-------ას ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მინიმალური სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ს------ ყ----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ---- პ----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. ყ----------ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ.იხ.№191აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, თ---------- ქ-------ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით), ხოლო ს------ ყ----------ს (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით) ქურდობაზე გადაკვალიფიცირება არ ემყარება საქმის მასალებს. მოცემულ შემთხვევაში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ----- კ----------სა და ს--–---- ი--–----ს ჩვენებებით, მოწმეების - მ. ა------ს, ა. რ---------ს, ა. ძ--------ს, ე. ს-------–---ს, ნ. კ------–---ს, მ. მ---------–-ს, ბ. ი------ს ჩვენებებით, ნივთის (ფულის) დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ნივთის ამოცნობის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ბიოლოგიური (გენეტიკური), ტრასოლოგიური, სამედიცინო და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულები - თ---------- ქ-------ა, ს------ ყ---------ე და გ------- ა-–---ა ჯგუფურად თავს დაესხნენ შპს „ი--–-------------ს“ თანამშრომელ ნ----- კ----------ს, რომელიც მ----- ა----------ნ ერთად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს მას შპს „ი--–-------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 148 546 ლარი, ასევე – თავისი კუთვნილი 550 ლარი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 320 ლარად ღირებული ერთი წყვილი ოქროს საყურე, მეხსიერებისა და ბანკის პლასტიკური ბარათები. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ქმედებაში გამოკვეთილია ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და არ არსებობს მათი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
10. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ---------- ქ-------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ ბ-------ა და მსჯავრდებულ ს------ ყ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე