განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001095698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №341აპ-18 ქ. თბილისი
ჟ------ი ს---- 341აპ-18 13 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს--- ჟ------ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე, მოწმისადმი მიმართვაში ცრუ ჩვენების მიცემისათვის და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ------–ი, ზ. გ-------–---ს ქ.N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს--- ჟ------მა და გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა ნ--- ქ-–-----ს, ი-----–- პ---------ს, ნ------- დ---–----ა და თ-------- კ--–-------ს მიმართ ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ასევე საავტომობილო გზის გადაკეტვით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ--- ქ-–-----ს, ი-----–- პ---------ს, ნ------- დ---–----ა და თ-------- კ--–-------ს, გამოხატეს მათი და იქ მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
2015 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ------–ი, 6------- პარკის ტერიტორიაზე, ს--- ჟ------მა მიმართა ი-----–- პ---------ს, რომ მას მოწმის სახით 20-5 წლის 6 ივლისს მიცემული ჩვენება შეეცვალა, ასევე მიმართა თ-------- კ--–-------საც მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
ს--- ჟ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ს--- ჟ------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ს--- ჟ------ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, ს--- ჟ------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ს--- ჟ------ს საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 19 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე მთლიანად მოხდილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 28 ივლისიდან იმავე წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ს--- ჟ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ ხ------- დ--------ს (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბ------–ი, 9-------------–----ს ქუჩა 1-------, საკადასტრო კოდი: 0-.2-.0-.0--.0-.5-0) 20000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს--- ჟ------ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 372-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს--- ჟ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 372-ე მუხლით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარის საჩივარში არ არის აღნიშნული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე