განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002200962
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №367აპ-18 ქ. თბილისი
პ-------–---–ი გ-------, 367აპ-18 14 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- პ-------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ------- პ-------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- პ-------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
განაჩენით გ------- პ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9-10 ოქტომბრის მონაკვეთში ქ.თ---–--–ი, მეტროს სადგურ „ი---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, უკანონოდ შეაღწია გ------- პ-------–---–მა და ფარულად დაეუფლა ოთხ მობილურ ტელეფონს, შვიდ ელემენტს, ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობას და ყურსასმენს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად რ----- ნ-----–--–---–ს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 145 ლარის ოდენობით.
2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თ---–--–ი, ნ-----–-----ს ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- პ-------–---–ი ფარულად დაეუფლა ა----------ნ ა-–---ლ შ-------ს კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4-ის“ გვერდითა, უკანა ხედვის სარკეებს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა----------ნ ა-–---ლ შ------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 130 ლარის ოდენობით.
2017 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თ---–--–ი, ნ-----–-----ს ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- პ-------–---–მა გაუფრთხილებლად დააზიანა მ------ დ----–--ს კუთვნილი „BMW X5-ის“ მარცხენა, უკანა ხედვის სარკე, რის შედეგად მ------ დ----–--ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 250 ლარის ოდენობით.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- პ-------–---–მა, რომელიც ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ------- პ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 9-10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- პ-------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- პ-------–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით. სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გ------- პ-------–---–ისათვის სასჯელის შემსუბუქება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- პ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე