განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059234
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№284აპ-18 ქ. თბილისი
წ---–------ ტ-----, 284აპ-18 9 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ----- წ---–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ჩ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ტ----- წ---–------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, მოუხდელი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ტ----- წ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 3 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ----- წ---–-----მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ტ----- წ---–-----მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ქ. თ---–--–ი, კ----–--ის ქუჩის №--–ში მდებარე ნ----- წ----–--ის კუთვნილ ბინა №-- ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, რამაც გამოიწვია 9885 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. კასატორი - მსჯავრდებულ ტ----- წ---–------ს ადვოკატი გ------ ჩ--------ი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ტ----- წ---–------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას; დაზარალებულ ნ----- წ----–--ის, მოწმე ა---- ყ-----–---–-სა და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში დაფიქსირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ინფორმაციები, რაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა; დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ კანონდარღვევებით ჩატარდა ტ----- წ---–------ს ბინის ჩხრეკა და მისი დაკავება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. დაზარალებულ ნ----- წ----–--ისა და მოწმეების - ა---- ყ-----–---–-ს, ლ---- ე------ის, ნ--- თ-----–--ის, ლ-–- ა------სა და ზ----- გ-----ის ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ------- ტ-------ის ჩვენებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ამოცნობის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ ტ----- წ---–-----მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეების მიერ არასწორი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდების შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. რაიმე გარემოება, რაც პალატას მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებ, ვინაიდან ასეთი არ გამოვლენილა საქმის მასალების შესწავლის შედეგად.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ----- წ---–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ჩ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე