განჩინება

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100117002008913
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002008913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№328აპ-18 ქ. თბილისი

თ---–---–ი დ----- 328აპ-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- ს-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-----–- მ----------ის, მსჯავრდებულ დ----- თ---–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ი--------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- თ---–---–ს, --------------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი).

 

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ს-------ს, - დ----------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი).

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–ი, ნ--–-----ის მ--- მ/რ-ში -ფ----–---თა დასახლებაში მდებარე ზ------ შ---–----ის საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ შეაღწიეს დ----- თ---–---–მა და დ----- ს-------მა, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ცენტრალური გათბობის ქვაბს, ოთახის განათების ჭაღს, ბოშის ფირმის ე.წ. „ბარგალკას“ და ხელსაწყოების ყუთს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ხელსაწყო, რითაც დაზარალებულს მიადგა 2510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 24 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–ი, ნ--–-----ის ქუჩაზე, კ-------------–- მდებარე ნ----- ბ---------ის N----–----------–-----ში, უკანონოდ შეაღწიეს დ----- თ---–---–მა და დ----- ს-------მა, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ცენტრალური გათბობის ქვაბს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1750 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დ----- თ---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე (ნ----- ბ---------ის ეპიზოდი).

 

დ----- თ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნ----- ბ---------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

დ----- თ---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (ზ------ შ---–----ის ეპიზოდი).

 

დ----- თ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ზ------ შ---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- თ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

დ----- თ---–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

 

დ----- ს-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნ----- ბ---------ის ეპიზოდი) და გამართლდა.

 

დ----- ს-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (ზ------ შ---–----ის ეპიზოდი).

 

დ----- ს-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ზ------ შ---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

 

დ----- ს-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- თ---–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო დ----- ს-------მა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

დ----- თ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ----- ბ---------ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ------ შ---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- თ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

 

დ----- თ---–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

 

დ----- ს-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ----- ბ---------ის ეპიზოდი);

 

დ----- ს-------ი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ზ------ შ---–----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

დ----- ს-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- თ---–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დაზარალებულ ზ------ შ---–----ის ეპიზოდი) და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბ--აში უკანონოდ შეღწევით (დაზარალებულ ნ----- ბ---------ის ეპიზოდი), ხოლო დ----- ს-------მა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

7. 2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თ---–--–ი, ნ--–-----ის მ--- მ/რ-ში - ფ----–---თა დასახლებაში, დ----- თ---–---–ი და დ----- ს-------ი ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ზ------ შ---–----ის კუთვნილ ცენტრალური გათბობის ქვაბს, ოთახის განათების ჭაღს, ბოშის ფირმის ე.წ. „ბარგალკას“ და ხელსაწყოების ყუთს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ხელსაწყო, რითაც დაზარალებულს მიადგა 2510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 24 მაისს, ღამის საათებში, ქ.თ---–--–ი, ნ--–-----ის ქუჩაზე, კ-------------–- მდებარე ნ----- ბ---------ის N----–----------–- ბ--ის აივანზე, უკანონოდ შეაღწია დ----- თ---–---–მა, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ცენტრალური გათბობის ქვაბს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1750 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- თ---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---- ი--------ემ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- თ---–---–ის ბრალეულობას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები ეფუძნება პოლიციელების ჩვენებებს; დ----- თ---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით; გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, კერძოდ, ნ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები არ დაათვალიერეს და ჩანაწერები არ ამოიღეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ს-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-----–- მ----------მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან დაზარალებულ ზ------ შ---–----ის ეპიზოდში თბილისის სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გაიზიარა მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები.

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, კერძოდ: დაზარალებულ ზ------ შ---–----ის, მოწმეების - ე---- წ----–----ას, ვ-–- ჩ-----ის, კ------- პ-----–---–ის, შ----- ლ---–---–ის ჩვენებებით, დ----- თ---–---–ისა და დ----- ს-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ დ----- თ---–---–მა და დ----- ს-------მა ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დაზარალებულ ზ------ შ---–----ის ეპიზოდი), ხოლო დაზარალებულ ნ----- ბ---------ისა და მოწმე დ--- მ-------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, საგარანტიო ტალონითა და გათბობის ქვაბის საბუთებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით - დ----- თ---–---–ის ბრალეულობა დაზარალებულ ნ----- ბ---------ის ეპიზოდში.

13. დაცვის მხარე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (ECtHR, 11/07/2013, Ochelkov v. Russia, №17828/05), რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო არ იყო ბატონი ოჩელკოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი (რასაც თავად ოჩელკოვი სამართალდამცავებს მიაწერდა), მიუთითა იმ პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რომლებსაც ბრალს სდებდა ოჩელკოვი, თანაც იმ ფონზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით და ასევე, იყო წინააღმდეგობრივი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ან მეტი) მნიშვნელობა აქვს, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.

 

14. განსახილველ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, რითაც დადგენილია რომ ავტომანქანა ,,opel astra-დან“ (სახ. ნომერი Q------) ამოიღეს ზ------ შ---–----ის კუთვნილი ნივთები, ხოლო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, პოლიციელების ჩვენებების გარდა, განმტკიცებულია სხვა მტკიცებულებებითაც (მათ შორის - დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით).

 

15. საკასაციო საჩივარში მითითებულ პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. რაც შეეხება დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, იგი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაკავების ოქმს გაეცნო თავად დ----- თ---–---–ი, რომელსაც შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გამოუთქვამს და დაადასტურა ხელმოწერით, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება დ----- თ---–---–ის დაკავების კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების შესახებ.

 

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით

 

გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- თ---–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ი--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. მსჯავრდებულ დ----- ს-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-----–- მ----------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე