განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
020141318700056102
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700056102

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №64აგ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

გ--------- გ-------, 64აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- გ--------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით (დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება) გ------- გ---------, - (დ----------–-------–-–--------------ს), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

გ------- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 14 ნოემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 6 ოქტომბრიდან იმავე წლის 9 ოქტომბრამდე.

 

2. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის განკარგულების თანახმად, გ------- გ--------- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით (დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება) გ------- გ---------, - (დ----------–-------–-–--------------ს), - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ------- გ---------ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

4. მსჯავრდებულმა გ------- გ---------მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა, დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ------- გ--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენებში შევიდა ცვლილებები:

 

მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

 

გ------- გ--------- გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 4 წელი და 6 თვე - ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 4 წლისა და 6 თვის (გამოსაცდელი ვადით), როგორც პირობითი მსჯავრის, ისე გამოსაცდელი ვადისაგან.

 

გ------- გ---------ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით) ჩაეთვალა მოხდილად, პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით.

 

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენები გ------- გ--------ის მიმართ (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორი - მსჯავრდებული გ------- გ--------- საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ------- გ--------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და დანიშნული სასჯელისგან მისი გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერია.

 

5. რაც შეეხება კასატორ გ------- გ--------ის მითითებას მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩამორთმეული უფლებების აღდგენა გათვალისწინებულია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, იგი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- გ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე