განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100117002136443
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002136443

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N664აპ.-18 ქ. თბილისი

ა---–------- გ---, 664აპ.-18 29 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ მირვან ახობაძის

ადვოკატ – გ--–- ნ-----–--–---–ის

მსჯავრდებულ _ გ--- ა---–-------ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ--- ა---–-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით გ--- ა---–-------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდაც აეთვალა 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ--- ა---–------მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ---–--–ი, დ----- ა----–-----–ის ხეივნის მ---- კილომეტრზე, №--ში მდებარე თ---–----------–----------------–--------------ის დარბაზში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული გ--- ა---–------- თავს დაესხა თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მიმართულების მ--- ოცეულის პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის ლეიტენანტ ი----- შ--–---–---–ს და მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. გ--- ა---–-------ს ქმედებით ი----- შ--–---–---–მა განიცადა ტკივილი, მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

4. კასატორმა – მსჯავრდებულ გ--- ა---–-------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა ითხოვა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 126-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

 

5. 2018 წლის 12 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კვიჟინაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

6. 2018 წლის 16 ნოემბერს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ--- ა---–------ს შორის 2018 წლის 12 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული გ--- ა---–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მირვან ახობაძემ, მსჯავრდებულმა გ--- ა---–------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–- ნ-----–--–---–მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა კვიჟინაძესა და მსჯავრდებულ გ--- ა---–------ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გ--- ა---–-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ--- ა---–-------ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ--- ა---–------- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კვიჟინაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ--- ა---–-------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა კვიჟინაძესა და მსჯავრდებულ გ--- ა---–------ს შორის.

 

4. გ--- ა---–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. მსჯავრდებულ გ--- ა---–------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე