განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700062344
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №385აპ-18 ქ. თბილისი
ფ------ მ-----, 385აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ----- ფ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- ლ-----------ს, მსჯავრდებულ თ----- მ---------–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ------- გ------ს, ხ------- გ------–----სა და გ--–- გ--–-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით:
მ----- ფ------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე მ----- ფ------ს 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
მ----- ფ------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 16 დეკემბრიდან.
თ----- მ---------–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე თ----- მ---------–ს 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
თ----- მ---------–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან.
თ----- მ---------–-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს.
მსჯავრდებულების - მ----- ფ------სა და თ----- მ---------–-ს მიმართ ჩამორთმეული სამეწარმეო საქმიანობის უფლებაზე კონტროლი და აღსრულება კანონით დადგენილი წესით დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- ფ------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, ხოლო თ----- მ---------–მა - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შპს ,----------------------------------–--- (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2----–-–----------------- საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თ----- მ---------–-, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თ----- ლ---–-----. შპს ,----------------------------------–---- საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თ----- მ---------–-ს მეუღლე - მ----- ფ------. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,----------------------------------–---“ მოქალაქეებისგან ჯამურად სესხის სახით აიღო: 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,----------------------------------–---- დირექტორმა თ----- ლ---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ------ს წაქეზებითა და თ----- მ---------–-ს დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ------ს სახელზე, ისე - ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად, სესხის სახით მ----- ფ------ზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,-------------- - 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ------მ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს ,----------------------------------–---“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ----- ფ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–- ლ-----------მ, ასევე - მსჯავრდებულ თ----- მ---------–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---------- გ---–---–მა.
აპელანტებმა ითხოვეს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება წარდგენილ ბრალდებებში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ----- ფ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–- ლ-----------მ, ასევე - მსჯავრდებულმა თ----- მ---------–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ------- გ------მ, ხ------- გ------–---მა და გ--–- გ--–-----მ.
კასატორები ითხვენ მსჯავრდებულების - მ----- ფ------სა და თ----- მ---------–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. N332აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების - მ----- ფ------სა და თ----- მ---------–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერთმანეთთან თანხვდენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულთა ქმედებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, ,,Georgiadis v. Greece“, N21522/93 , 29/05/1997, §43).
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ----- ფ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- ლ-----------ს, მსჯავრდებულ თ----- მ---------–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ------- გ------ს, ხ------- გ------–----სა და გ--–- გ--–-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე