განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100117001917454
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001917454

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

500აპ-18 ქ. თბილისი

ი----- რ----–--, 500აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კ------------- თ--------ს

პროკურორ - ზაზა ქორიძის

ადვოკატ - ზ------ რ---–---–-ს

მსჯავრდებულ - რ----–-- ი-----ს

თარჯიმან - ი------ ნ------ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- მ-----–---ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

რ----–-- ი-----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით -

8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----–-- ი----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

რ----–-- ი-----ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები უნდა განადგურდეს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა - 3 (სამი) DVD დისკი, რ----–-- ი-----ს სურათი დისკზე და ხმის ნიმუში უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო რ----–-- ი-----ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ----–-- ი----მა ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა; ასევე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

რ----–-- ი-----ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: რ----–-- ი----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,007077 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 2017 წლის 2 მარტს რ------------------–--–-----–------------------–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-- ი----მა თავის ნაცნობ გ------- ტ--–-----ზე უკანონოდ, 400 (ოთხას) ლარად გაასაღა 0,1062 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, 2 (ორ) ცალად დაფასოებული, ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება, ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის 7 მარტს, ქ-------–--–------------–-–----------------------------------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-- ი----მა ნაცნობ გ------- ტ--–-----ზე კვლავ უკანონოდ, 400 (ოთხას) ლარად გაასაღა 0,1284 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი 2 (ორ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----–-- ი----მა და მისმა ადვოკატმა ი-----–- ე-----მ. აპელანტებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ----–-- ი-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----- მ-----–---მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.

 

6. 2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ რ----–-- ი----ს შორის 2018 წლის 30 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

რ----–-- ი----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, რ----–-- ი----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

7. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქორიძემ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ამხილა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირი, აგრეთვე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, საჯარო ინტერესი და სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2018 წლის 29 ნოემბერს მასა და მსჯავრდებულ რ----–-- ი----ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ: მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელების შეფარდება მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით.

9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა, ასევე - მსჯავრდებულმა რ----–-- ი----მა და მისმა ადვოკატმა ზ------ რ---–---–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მასა და მსჯავრდებულ რ----–-- ი----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: რ----–-- ი-----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ბინის ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, მოწმეების - გ------- ტ--–-----ს, გ------- ა----–---–-ს, შ----- ხ--–-–---–-სა და უ-- ჯ-----–---–-ს ჩვენებებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდით, შესაბამისი მასალებით, DVD დისკებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული რ----–-- ი----- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ რ----–-- ი-----ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზაზა ქორიძესა და მსჯავრდებულ რ----–-- ი----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. რ----–-- ი----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----–-- ი----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 მარტიდან;

 

6. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე