განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061145
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N340აპ.-18 ქ. თბილისი
ჭ--–--- გ------- 340აპ.-18 10 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - მირვან ახობაძის
ადვოკატების – ი-----–- ჩ------ის, ნ--- ძ--–--–---–ის
მსჯავრდებულების _ გ------- ჭ--–---ს, ბ----- ყ------ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ----- ყ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ჩ------ისა და მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით ბ----- ყ------ი, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ----- ყ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბ----- ყ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 11 თვიდან და 27 დღიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----- ყ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
გ------- ჭ--–---, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ჭ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----- ყ------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; გ------- ჭ--–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძლაადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ბ----- ყ------ი 2016 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 04.30 საათზე, თ---–--–ი, ნ--–---------------------------------------------–----------–----- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, მეგობარ გ------- ჭ--–---სთან ერთად, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაესხა რ---- ს---–--ეს და ცივი იარაღის – დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა, კონკრეტულად: გ------- ჭ--–---მ რ---- ს---–--ეს დანა მიადო ყელთან, რითაც მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით. ორივე მათგანი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ----- ყ------მა რ---- ს---–--ეს მაჯიდან მოხსნა 600 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური, შარვლის ჯიბიდან ამოაცალა 70 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული თანხით – 390 ლარით, რაც მიისაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენით გ------- ჭ--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. გ------- ჭ--–--- იყო რა ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2016 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 04.30 საათზე, თ---–--–ი, ნ--–---------------------------------------------–----------–-----–ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, მეგობარ ბ----- ყ------თან ერთად, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაესხა რ---- ს---–--ეს და ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა, კონკრეტულად: გ------- ჭ--–---მ რ---- ს---–--ეს დანა მიადო ყელთან, რითაც მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით. ორივე მათგანი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ----- ყ------მა რ---- ს---–--ეს მაჯიდან მოხსნა 600 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური, შარვლის ჯიბიდან ამოაცალა 70 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული თანხით – 390 ლარით, რაც მიისაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ------- ჭ--–--- 2016 წლის 7 ივლისს დააკავეს ბრალდებულის სახით, რა დროსაც ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის დროს.
4. კასატორებმა – მსჯავრდებულ ბ----- ყ------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- ჩ------ემ და მსჯავრდებულმა გ------- ჭ--–---მ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა ყაჩაღობის ნაწილში, ხოლო ცივი იარაღის ტარებისათვის გ------- ჭ--–---მ ითხოვა უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
5. 2018 წლის 29 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულებსა და თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმებები კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2018 წლის 3 დეკემბერს პროკურორმა მარინე ლომიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულებს - გ------- ჭ--–---სა და ბ----- ყ------ს შორის 2018 წლის 29 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ გ------- ჭ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 2381 მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ------- ჭ--–---ს მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ----- ყ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბ----- ყ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----- ყ------ს მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მირვან ახობაძემ, მსჯავრდებულებმა - გ------- ჭ--–---მ, ბ----- ყ------მა და მათმა ადვოკატებმა - ი-----–- ჩ------ემ და ნ--- ძ--–--–---–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობები და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმებები პროკურორ მარინე ლომიძესა და მსჯავრდებულებს - გ------- ჭ--–---სა და ბ----- ყ------ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობების დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ რ---- ს---–--ისა და მოწმე ქ-–------- დ--------–--ის ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გ------- ჭ--–---სა და ბ----- ყ------ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულების - გ------- ჭ--–---სა და ბ----- ყ------ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მათ არ შეზღუდვიათ უფლება, მიეღოთ იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებულები - გ------- ჭ--–--- და ბ----- ყ------ი ასევე აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმებების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები.
4. მსჯავრდებულებისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; მათთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელები კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის შუამდგომლობები მსჯავრდებულების - გ------- ჭ--–---სა და ბ----- ყ------ს მიმართ საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მარინე ლომიძესა და მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შორის.
4. გ------- ჭ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 2381 მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ------- ჭ--–---ს მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 7 ივლისიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მარინე ლომიძესა და მსჯავრდებულ ბ----- ყ------ს შორის.
8. ბ----- ყ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბ----- ყ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----- ყ------ს მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
9. მსჯავრდებულ ბ----- ყ------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 7 ივლისიდან.
10. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე