განჩინება

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010141318700062218
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062218

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №384აპ-18 ქ. თბილისი

ი-----–---ი ს--–--, 384აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ს--–-- ი-----–---ისა და ა----- რ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ-----–- ჩ----------ა და ლ-–- წ----–-----ს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს--–-- ი-----–---სა და ა----- რ----------ს ბრალი დაედოთ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში; ქურდობაში, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ს--–-- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, სროლისათვის ვარგისი, N16565 ,,ЗК“ მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი, გადაჭრილი თოფი, რომელსაც 2016 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, ბ---–----ს რაიონის სოფელ ს--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს შემავალ გრუნტიან გზაზე ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. აღნიშნული გადაჭრილი თოფი ამოიღეს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ს--–-- ი-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ა----- რ----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, ,,FIRTINA SUPER MAGNUM“ მოდელის, 9მმ ნომინალურკალიბრიანი N8093 სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მმ ნომინალურკალიბრიანი 2 ცალი, 7მმ დიამეტრის ჭურვებით კუსტარულად დამუხტული, დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგისი ვაზნა, რომლებსაც 2016 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, ბ---–----ს რაიონის სოფელ ს--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს შემავალ გრუნტიან გზაზე ყოფნის დროს, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. აღნიშნული გადაჭრილი თოფი ამოიღეს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ს--–-- ი-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ს--–-- ი-----–---მა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ა----- რ----------მა 2016 წლის 25-26 ნოემბერს, ღამის საათებში, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–-ს რაიონის სოფელ ი-------–-–ი მდებარე მოქალაქე გ------- ბ------ს ფერმაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ი---- ხ--–--------–--ა და გ--- ჟ-–--–---–-ს კუთვნილ, 22 სულ მსხვილფეხა პირუტყვს, რითაც ი---- ხ--–--------–-ა და გ--- ჟ-–--–---–ს მიაყენეს 7000-7000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით:

ს--–-- ი-----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ს--–-- ი-----–---ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით ს--–-- ი-----–---ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს--–-- ი-----–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 ნოემბრიდან.

 

ა----- რ----------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა----- რ-----------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა----- რ-----------ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით შეფარდბეული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----- რ----------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 ნოემბრიდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულების - ს--–-- ი-----–---ისა და ა----- რ-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ს--–-- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, სროლისათვის ვარგისი, N16565 ,,ЗК“ მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი, გადაჭრილი თოფი, რომელსაც 2016 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, ბ---–----ს რაიონის სოფელ ს--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს შემავალ გრუნტიან გზაზე ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. აღნიშნული გადაჭრილი თოფი ამოიღეს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ს--–-- ი-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა----- რ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად იმისა, რომ ა----- რ----------- ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, 2016 წლის 25-26 ნოემბერს, ღამის საათებში, მან უკანონოდ შეაღწია მ--------–-ს რაიონის სოფელ ი-------–-–ი მდებარე მოქალაქე გ------- ბ------ს ფერმაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი---- ხ--–--------–--ა და გ--- ჟ-–--–---–-ს კუთვნილ, 22 სულ მსხვილფეხა პირუტყვს, რითაც ი---- ხ--–--------–-ა და გ--- ჟ-–--–---–ს მიაყენა 7000-7000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს--–-- ი-----–---ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით; ასევე - ა----- რ-----------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

მსჯავრდებულების - ს--–-- ი-----–---ისა და ა----- რ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ-----–- ჩ--------ა და ლ-–- წ----–----- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ს--–-- ი-----–---ისა და ა----- რ-----------ს მსჯავრდების ნაწილში და მათ გამართლებას.

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს--–-- ი-----–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით; ასევე - ა----- რ-----------ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ს--–-- ი-----–---ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა----- რ-----------ს - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, პირუტყვის სადგომის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური, ქიმური, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დასტურდება ს--–-- ი-----–---ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების, ხოლო ა----- რ-----------ს მიერ - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების, ასევე - სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქურდობის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზე (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივარშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ მიუთითებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „Georgiadis v. Greece“, N21522/93 , 29/05/1997, §43).

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - ს--–-- ი-----–---ისა და ა----- რ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ-----–- ჩ----------ა და ლ-–- წ----–-----ს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე