განჩინება

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
080100117001852434
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001852434

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№403აპ-18 ქ. თბილისი

კ------ ზ---ა, 403აპ-18 11 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ---ა კ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ზ---ა კ------, – დ----------–-------–--–-- ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რასაც დაემატა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---ა კ------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ასევე – ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 21 ივლისისა და 25 ივლისის დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ---ა კ------მ უკანონოდ შეაღწია წ---–-------ში, 26 მაისის ქუჩის 1-ლი შესახვევის №--ში მდებარე ნ----- დ-----ის საცხოვრებელ სახლში, ასევე – წ---–-------ში, 26 მაისის ქუჩის 1-ლი შესახვევის №3-ში მდებარე ნ---- ფ-----ის სახლის სარდაფში და ნ----- დ-----ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაეუფლა ვერცხლის სამკაულებს, ოქროს ჯვარს, სხვადასხვა დასახელების ბიჟუტერიას, თმის სამაგრს, ორ ცალ ფრჩხილის ლაქს, „BURBERY-ს“ ფირმის სუნამოს, ვიდეოკასეტას, ორ წიგნაკს და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულ ნ. დ-----ეს მიადგა 445 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ნ---- ფ-----ის სარდაფიდან ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთს, ელექტროსამეურნეო საქონელსა და კვების პროდუქტებს, რითაც დაზარალებულ ნ. ფ-----ეს მიადგა 3004 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ---ა კ------მ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ ჰყავს მოხუცი მშობლები და შერყეული აქვს ჯანმრთელობა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ზ---ა კ------სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც, გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით: დაზარალებულების – ნ----- დ-----ისა და ნ---- ფ-----ის, მოწმეების – კ---- მ---------ის, ა---------– დ-----ის, მაყვალა კ------ს, ლალი ჯალაღანიას გამოკითხვის ოქმებით, ზ---ა კ------ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 28 სექტემბრის №0-------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

7. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მხედველობაში მიიღო დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ---ა კ------ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით

 

გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ზ---ა კ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე