განჩინება

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059631
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059631

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №75აგ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი

ო-----–--ე გ--–-, 75აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენით გ--–- ო-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

- საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

 

- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ გ--–- ო-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება. გ--–- ო-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

- საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

 

- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ გ--–- ო-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ--–- ო-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ--–- ო-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. 2018 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ--–- ო-----–--ემ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

8. კასატორი – მსჯავრდებული გ--–- ო-----–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმებას და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენის გადასინჯვას. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებულ ცვლილებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მსჯავრდებულ გ--–- ოყოშიძის მიმართ დაადგინა 2013 წლის 8 სექტემბერს, ესე იგი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით იმსჯელა გ--–- ო-----–--ისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 17 აპრილის კანონით, სსკ-ის 59-ე და 414-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებების გავრცელების კუთხით, თუმცა ზემოაღნიშნული ცვლილება გავრცელდა მხოლოდ ერთ-ერთი მსჯავრდებულის - რატი ერისთავის მიმართ, ვინაიდან გავლენას ახდენდა მის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

 

3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო შუამდგომლობაში მითითებული კანონის ზემოაღნიშნული ცვლილება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც განაჩენის დამდგენი სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა.

 

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ--–- ო-----–--ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე