განჩინება

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
010141318700062321
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062321

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№386აპ-18 ქ. თბილისი

ჯ---- ხ----, 386აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას, მსჯავრდებულ ხ---- ჯ----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---- ჯ----ს, - დ----------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის (სუპერმარკეტ ,,სმ-----ის“ ეპიზოდი) და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (სუპერმარკეტ „ზღ----ის“ ეპიზოდი).

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მ-----ის განაჩენით ხ---- ჯ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შეიცვალა ჯარიმით - 1000 ლარით.

 

2016 წლის 28 ნოემბერს, შუადღის საათებში, თ---–--–ი, ვა--------ის მ--- მ/რ-ში, N- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სუპერმარკეტ „სმ-----იდან“ ხ---- ჯ---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ას-----–ი X--ს“ ფირმის, 146,70 ლარად ღირებულ ალკოპოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2016 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ---–--–ი, ვა---------ში, შა------- პე-----ის ქუჩა 12-ში მდებარე სუპერმარკეტ „ზღ----იდან“ ხ---- ჯ---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „სა------–---–ის“ ფირმის, 151,20 ლარად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ხ---- ჯ---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ „სმ-----ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ხ---- ჯ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სუპერმარკეტ „ზღ----ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მ-----ის განაჩენით ხ---- ჯ----ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მ-----ის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ ხ---- ჯ----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

მსჯავრდებულ ხ---- ჯ----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 28 ნოემბრიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანა სიგუამ და ითხოვა ხ---- ჯ----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სუპერმარკეტ „სმ-----ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ხ---- ჯ----ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ---- ჯ----მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ---- მ-----–-–---–მა, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სუპერმარკეტ „ზღ----ის“ ეპიზოდი) შერაცხულ ბრალდებაში, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ---- ჯ----ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ხ---- ჯ----ს ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: მ-----– მ-----–---–ის, ლ-–- ჯ---ას, თ----- ჯ------–---–ის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც დაადასტურებდა ხ---- ჯ----ს მიერ ქურდობის ჩადენას (სუპერმარკეტ ,,სმ-----ის“ ეპიზოდი), ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, სუპერმარკეტ ,,სმ-----ში“ დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში ასახულია მხოლოდ ის ნაწილი თუ როგორ იღებს პირი ალკოჰოლური სასმელების დახლიდან სასმელს, თუმცა შემდეგ რა მოქმედებებს ახორციელებს ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული არ არის. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირებს ქურდობის ფაქტი არ დაუნახავთ, ხოლო ზ------ ბ-----–--ე, რომელმაც ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ხ---- ჯ---- ამოიცნო, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა.

 

8. რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას სუპერმარკეტ ,,ზღ----ის ეპიზოდში“ ხ---- ჯ----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, კერძოდ: მოწმეების - ნ----- ზ------–---–ის, ვ-–-------- ბ-–---ის, გ--- შ---–---–ის, ი-----–- შ-------ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სუპერმარკეტ ,,ზღ----ის“ დათვალიერების ოქმით, შპს ,,ზღ----ის“ დირექტორის მიმართვით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მ-----ის განაჩენით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ ხ---- ჯ----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ხ---- ჯ----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე