განჩინება

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100116001621593
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001621593

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№436აპ-18 ქ. თბილისი

ყ-------–---–- გ-------, 436აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ზაქუტაშვილისა და მსჯავრდებულ გ------- ყ-------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ი-–------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით გ------- ყ-------–---–-, – დ----------–-------–-–---------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით, ხოლო მე-111,151-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ყ-------–---–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლ--–-დ.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ყ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· დ---- გ--–------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ყ-------–---–თან, რომელთანაც ჰყავს შვილები – 2--- წელს დაბადებული ნ--- ყ-------–---–- და 2--- წელს დაბადებული ს-------- ყ-------–---–-. 2016 წლის 4 ოქტომბერს თ---–--–ი, მ--–---------- შესახვევის №---ში, გ------- ყ-------–---–მა არასრულწლოვანი შვილების – ს-------- და ნ--- ყ-------–---–ების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – დ---- გ--–------–---–ზე, კერძოდ, სახესა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მკვრივი, ბლაგვი საგნების (მათ შორის – ქამრის) გამოყენებით მიაყენა მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

· 2016 წლის 4 ოქტომბერს თ---–--–ი, მ--–---------- შესახვევის №---ში, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გ------- ყ-------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლე დ---- გ--–------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ------- ყ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-111,151-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.

 

6. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ------- ყ-------–---–-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის დამაჯერებელი და ობიექტური, რათა ნეიტრალური პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ყ-------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითაც დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- ყ-------–---–-ს ბრალეულობა დ---- გ--–------–---–-სათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე – ფიზიკურ ძალადობაში არასრულწლოვნისა და ორი პირის მიმართ. შესაბამისად, პროკურორის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარიც ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან მსჯავრდებულ გ------- ყ-------–---–-ს ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა დ---- გ--–------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და მეუღლის საწინააღმდეგოდ სასამართლოში არ მისცა ჩვენება, გ------- ყ-------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების – ლ---–- ბ-------ის, დ----- გ-------ას, გ------- ბ------ას, ნ---- გ--–----ის, ნ----- ჯ------ის, ლ--–- პ---–-----–---–ის ჩვენებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის – დ. გ--–------–---–-ს №---- სამედიცინო ბარათით, 2016 წლის 4 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 15 ნოემბრის №--------- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

 

10. რაც შეეხება ადვოკატ ნ------- ი-–------ის მოთხოვნას – მსჯავრდებულ გ------- ყ-------–---–-ს საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაშიც გამართლების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნაც საფუძველსაა მოკლებული, რადგან მოწმეების – დ----- გ-------ას, გ------- ბ------ასა და ნ---- გ--–----ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------- ყ-------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – დ---- გ--–------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მიატოვა არასრულწლოვანი შვილები და ქუჩაში ელოდებოდა საპატრულო პოლიციას, ამასთან, სისტემატურად რეკავდა „112-ში“ და ითხოვდა დახმარებას. გ------- ყ-------–---–- სამართალდამცავების თანდასწრებითაც კი აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდა, შეხებოდა ფიზიკურად და პოლიციელთა თვალწინ დაემუქრა, რომ, თუკი დ. გ--–------–---–- უჩივლებდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა.

 

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ზაქუტაშვილისა და მსჯავრდებულ გ------- ყ-------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ი-–------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე