განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002221501
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№430აპ-18 ქ. თბილისი
ი--------ი ო-–--, 430აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო-–-- ი--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ბ---------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ო-–-- ი--------ი, - დ----------–-------–-–--------–---- ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით იმავე, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; ასევე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლების შედეგად პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 27 დღით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების შედეგად მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო-–-- ი--------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. ო-–-- ი--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ო-–-- ი--------მა 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თბილისში, ი-------------------------–- მდებარე შპს ,,ჯ--------- ბ--ის“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა: 230 ლარად ღირებულ ,,LENOVO-ს” ფირმის ლეპტოპს, 550 ლარად ღირებულ ,,HP-ის” ფირმის ლეპტოპს, 1150 ლარად ღირებულ პერსონალური კომპიუტერის პროცესორსა და მონიტორს, 850 ლარად ღირებულ ,,CANON-ის” ფირმის 1100D მოდელის ფოტოაპარატს და 65 ლარად ღირებულ მეტალის მცირე ზომის სეიფს, რომელშიც მოთავსებული იყო: 2035 ლარი, 1252,7 ლარის ეკვივალენტი 480 შვეიცარიული ფრანკი, 253,3 ლარის ეკვივალენტი 370 თურქული ლირა და 2000 ლარის ღირებულების 1000 ლიტრი დიზელის ტალონები. აღნიშნული ქმედებით შპს ,,ჯ-------- ბ--ს“ ჯამურად მიადგა 8386 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ო-–-- ი--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, გ------- კ-------–--ის ჩვენება არის რელევანტური. სხვა მოწმეები აღწერენ ზარალსა და საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს. უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მსჯავრდებისათვის პირდაპირი სახის მტკიცებულებები უნდა არსებობდეს.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმე გ------- კ-------–--ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც ამოღებულ იქნა „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ნ. ელდორადოდან“ ნივთის ამოღების ოქმითა და დაზარალებულის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმით) უტყუარად დასტურდება ო-–-- ი--------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო-–-- ი--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ბ---------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე