განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001887272
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№400აპ-18 ქ. თბილისი
ტ--------–--- დ-----, 400აპ-18 31 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდო----ე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - დ----- ტ--------–--ისა და გ------- ძ--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ე---–----–---–ის, მსჯავრდებულ მ------ ნ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–---- ბ------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ტ--------–---ს, - დაბადებულს 1972 წელს, - ბრალად წარედგინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად; მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ნ--------ეს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალად წარედგინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ძ--–----ეს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალად წარედგინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად.
აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, დ----- ტ--------–--- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ეს, რომელიც იმყოფებოდა მეუღლის ძმის - გ------- ს-----ის სახლში, მდებარე - ქ--------------–-----------------------------ში და სთხოვა შეხვედრა. მ------ ნ--------ემ, გ------- ძ--–----ემ და დ----- ტ--------–---მ წინასწარი შეთანხმებით, ი-–-- ჯ----–--ეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ცემა დაუწყეს იმ მოტივით, რომ მან არ გაუწია კვალიფიციური და სრულყოფილი საადვოკატო მომსახურება, ცაგერის შს რაიონული სამმართველოს წარმოებაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით არსებულ დ----- ტ--------–--ის ბრალდების საქმეზე. იმავე დღეს, დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, „გ---------ის“ დასახლების ტერიტორიაზე მდებარე „კ------ის“ მახლობლად, იმავე მოტივით, მ------ ნ--------ემ, დ----- ტ--------–---მ და გ------- ძ--–----ემ კვლავ განაგრძეს ი-–-- ჯ----–--ის ცემა, რომელიც შეწყვიტეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ი-–-- ჯ----–--ისგან მიიღეს მათთვის სასურველი დაპირება. ცემის შედეგად ი-–-- ჯ----–--ეს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად შუბლის, თხემის, ცხვირის, მარცხენა ყვრიმალის, ლოყის, ზედა ტუჩისა და მარჯვენა იდაყვის მიდამოებში, რომელთა მიყენებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ------- ს-----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ცემის შემდეგ მ------ ნ--------ემ, გ------- ძ--–----ემ და დ----- ტ--------–---მ ფიზიკური ძალის გამოყენებით, ანგარიშსწორების მუქარით, ი-–-- ჯ----–--ის ნების საწინააღმდეგოდ, იგი მოათავსეს „ნისან ამერას“ (სახელმწიფო ნომერი: M--------) მარკის ავტომანქანის უკანა სალონში, რომელსაც მართავდა ო---- ბ--------. დ----- ტ--------–--- მოთავსდა ი-–-- ჯ----–--ის გვერდით, მარჯვენა მხარეს, მ------ ნ--------ე - მარცხენა მხარეს, ხოლო გ------- ძ--–----ე - მძღოლის გვერდით. აღნიშნულის შემდეგ, მათივე ბრძანებით, ო---- ბ-------- გაემართა ე.წ. „გ---------ის“ დასახლებისკენ. გზაში დ----- ტ--------–---მ, მ------ ნ--------ემ და გ------- ძ--–----ემ კვლავ განაგრძეს ფიზიკური ძალადობა ი-–-- ჯ----–--ეზე, რომელიც მოითხოვდა გათავისუფლებას, კერძოდ, სცემდნენ სახისა და გულმკერდის არეში, ემუქრებოდნენ მოკვლით - ,,გ---------ის“ კ------იდან გადაგდებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკვლით, ამასთან, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის მოსპობის მიზნით, დ----- ტ--------–---მ ი-–-- ჯ----–--ეს წაართვა „აიფონ 4-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი. დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ „გ---------ის“ დასახლების ტერიტორიაზე მდებარე „კ------ის“ მახლობლად, შეაჩერეს ავტომანქანა და ი-–-- ჯ----–--ეს მოსთხოვეს ავტომანქანიდან ჩამოსვლა. მიუხედავად მისი უარისა, ფიზიკური ანგარიშწორების მუქარით ი-–-- ჯ----–--ე აიძულეს, გადასულიყო ავტომანქანიდან, რის შემდეგაც მ------ ნ--------ემ, დ----- ტ--------–---მ და გ------- ძ--–----ემ განაგრძეს მისი თავისუფლების აღკვეთა ძალადობით. ი-–-- ჯ----–--ემ მოახერხა გაქცევა, თუმცა დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით ის კვლავ დაიჭირა მ------ ნ--------ემ, რის შემდეგ სამივემ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ი-–-- ჯ----–--ე წაიყვანა თავდაპირველი ცემის ადგილზე. ცემის შემდეგ ი-–-- ჯ----–--ე მიიყვანეს იქვე მდებარე ,,კ------ის“ მოაჯირთან და დაემუქრნენ მდინარეში გადაგდებით, თუ არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას, კერძოდ, მ------ ნ--------ემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ი-–-- ჯ----–--ეს მოსთხოვეს, რომ დ----- ტ--------–--ის სასარგებლოდ „მოეგვარებინა“ ცაგერის შს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული დ----- ტ--------–--ის ბრალდების საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,გაუსწორდებოდნენ“. ვინაიდან ი-–-- ჯ----–--ე იმყოფებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხის პირობებში, ბოროტმოქმედებისაგან თავის დახსნის მიზნით, დაჰპირდა დ----- ტ--------–---ს, რომ ყველაფერს გააკეთებდა აღნიშნული საქმის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად. ი-–-- ჯ----–--ისაგან მათთვის სასურველი დაპირების მიღების შემდეგ, დაახლოებით 24:00 საათზე, დ----- ტ--------–---მ და მისმა თანმხლებმა პირებმა იგი ჩაისვეს მანქანაში, დაუბრუნეს მობილური ტელეფონი, ჩამოიყვანეს ქუთაისში, სადაც დ----- ტ--------–---, გ------- ძ--–----ე და მ------ ნ--------ე დარჩნენ ა--------ს ქუჩაზე, ხოლო მძღოლმა ო---- ბ--------მ, მათივე მითითებით, ი-–-- ჯ----–--ე დატოვა ა--------ს ქუჩის მ--------–--------------ში - თავის საცხოვრებელ სახლთან.
2016 წლის 15 ნოემბერს, ცაგერის რაიონულ სასამართლოში ი-----–- ი------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხვისას, დ----- ტ--------–---მ შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისაგან განსხვავებით, სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება - თითქოს 2016 წლის 4 ივნისს 5-------- ტელეფონიდან მას ტელეფონზე დაურეკა არა ი-----–- ი------ემ, არამედ მისმა ახლობელმა - აწ გარდაცვლილმა მ------- ბ-----–--ემ, რომელმაც სთხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანით ა-------–-----ის რაიონის სოფელ ჭ------–--დან წამოყვანა. იგი ჩავიდა რ---ში და სოფელ ჭ------–--დან წამოიყვანა არა ი-----–- ი------ე, არამედ - მ------- ბ-----–--ე თანმხლებ ორ პირთან ერთად.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ივნისის №4/66 დადგენილებით დ----- ტ--------–--- ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 29 იანვარს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ----- ტ--------–---, მისივე თანხმობით, წარადგინეს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, რა დროსაც დაუდგინდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დ----- ტ--------–---ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.
დ----- ტ--------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ----- ტ--------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დ----- ტ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ----- ტ--------–---ს 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
დ----- ტ--------–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 იანვრიდან.
მ------ ნ--------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.
მ------ ნ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ------ ნ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ------ ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
მ------ ნ--------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 აგვისტოდან.
გ------- ძ--–----ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.
გ------- ძ--–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- ძ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ------- ძ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
გ------- ძ--–----ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 იანვრიდან.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ტ--------–---მ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ხოლო მ------ ნ--------ემ და გ------- ძ--–----ემ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ დ----- ტ--------–--- გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მასვე აღუდგა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - დ----- ტ--------–--ისა და გ------- ძ--–----ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---- ე---–----–---–მა, რომელმაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- ტ--------–--ისა და გ------- ძ--–----ის ბრალეულობას; სააპელაციო სასამართლომ სათანადადო არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მხოლოდ დაზარალებულისა და მისი ახლობლების ირიბი ჩვენებებისა და მოწმე ო---- ბ-------ის ჩვენების საფუძველზე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით; მოწმეთა ჩვენებების გაანალიზების შედეგად წარმოშობილი ეჭვი მსჯავრდებულების ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდების მხარის სასარგებლოდ; გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად - ბრალდების მხარე მხოლოდ მისთვის სასურველი მოწმეების ჩვენებებით შემოიფარგლა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------ ნ--------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც-–---- ბ------–---–მა, რომლებმაც ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა მოწმეების: ი-–-- ჯ----–--ისა და ო---- ბ-------ის ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული ჩვენებები, ასევე - დაზარალებულის ოჯახის წევრების ირიბი ჩვენებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სანდოობისა და უტუარობის სტანდარტს. დაცვის მხარის პოზიციით, მოწმეების - ი-–-- ჯ----–--ისა და ო---- ბ-------ის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, კერძოდ: დაზარალებულ ი-–-- ჯ----–--ისა და მოწმეების: ო---- ბ-------ის, ნ----- ს-----ის, დ-------- ჯ----–--ისა და ზ----- ჯ----–--ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნითა და სამედიცინო ექსპერტიზის N--------------------------------- დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ მ------ ნ--------ემ, დ----- ტ--------–---მ და გ------- ძ--–----ემ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
12. მოწმეების - ი-–-- ჯ----–--ისა და ო---- ბ-------ის ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მათი ჩვენებები სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებსა და სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. მართალია, არსებობს მცირე განსხვავება ი-–-- ჯ----–--ისა და ო---- ბ-------ის მიერ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის, მაგრამ აღნიშნული საკითხი არ ეხება მტკიცების მთავარ საგანს, რომელშიც მოიაზრება: მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, ინციდენტში მონაწილე პირების მოქმედებები დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისას და დამდგარი შედეგი. პირიქით - ისინი ერთნაირად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს - დ----- ტ--------–--ის, მ------ ნ--------ისა და გ------- ძ--–----ის მიერ ი-–-- ჯ----–--ის ცემის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, „ნისან ამერას“ მარკის ავტომანქანაში მოთავსებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებს.
13. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს მოწმე მ---- ტ------ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, მან ო---- ბ-------ისგან იცის, რომ გამოძიების ეტაპზე ო---- ბ-------- აიძულეს, არასწორი ჩვენება მიეცა, სინამდვილეში ი-–-- ჯ---–--სა და დ----- ტ--------–---ს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირებისას მ------ ნ--------ე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არც თავისუფლება აღუკვეთავთ დაზარალებულისთვის, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მ---- ტ------ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო თავად ო---- ბ-------მ სასამართლოში დაკითვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მ------ ნ--------ემ, გ------- ძ--–----ემ და დ----- ტ--------–---მ სცემეს ი-–-- ჯ----–--ეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ,,გ---------ის“ ტერიტორიაზე. საკითხის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია მ---- ტ------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაურეკა ო---- ბ-------ს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდნენ ,,გ---------ზე“ დ----- ტ--------–--ის მეგობრებთან ერთად, სადაც გარკვეული უსიამოვნება მოხდა.
14. საკასაციო პალატის აზრით ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში უთითებს დაცვის მხარე, ხოლო რაიმე გარემოება, რაც პალატას მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - დ----- ტ--------–--ისა და გ------- ძ--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ე---–----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. მსჯავრდებულ მ------ ნ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–---- ბ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე