განჩინება

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
010141318700066709
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066709

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №588აპ-18. ქ. თბილისი

მ--–--ე დ------588აპ-18. 11 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ----- მ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით დ----- მ--–--ე, –-------------–-------–--–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და დ----- მ--–--ეს პ----- ა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარისა და 9000 ლარის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დ----- მ--–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 აგვისტოდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- მ--–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებში გ----ის რაიონის სოფელ კ-----–---ში მცხოვრები პ----- ა-----–---–ი დაუკავშირდა ზ----------ის რაიონის სოფელ შ----–-ში თავის მეგობარს – დ----- მ--–--ეს და სთხოვა, დახმარებოდა ვაშლის შეგროვებაში. დ----- მ--–--ე ჩავიდა პ----- ა-----–---–თან და ეხმარებოდა მას.

 

· 2008 წლის 1 თებერვალს პ----- ა-----–---–მა სთხოვა დ----- მ--–--ეს, გაჰყოლოდა გ----ში, „ს----–--- ბანკში“, რათა აეღო რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი 15000 აშშ დოლარი. ფულადი თანხის აღების შემდეგ პ----- ა-----–---–ი და დ----- მ--–--ე შევიდნენ გ----ში, ჭავჭავაძის ქ. №--ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც ჯერ დ. მ--–--ემ შეიჭრა თმა, ხოლო შემდეგ პ. ა-----–---–მა გაიხადა ქურთუკი, რომლის შიგნითა ჯიბეში შენახული ჰქონდა ბანკიდან აღებული 9000 აშშ დოლარი და 9000 ლარი, დაკიდა საკიდზე და დაჯდა თმის შესაჭრელად. დ----- მ--–--ემ განიზრახა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა პ----- ა-----–---–ის კუთვნილ თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა პ. ა-----–---–ის კუთვნილ 9000 აშშ დოლარსა და 9000 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- მ--–--ის ადვოკატმა გ------- გ-----ემ, რომელმაც ითხოვა დ----- მ--–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება.

 

3. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და დ----- მ--–--ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

6. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა დ----- მ--–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

6.1. საქართველოს ს----–--- ბანკის გ----ის ფილიალის №2------, №2------ და №2------ გასავლის ორდერების თანახმად, 2008 წლის 1 თებერვალს პ----- ა-----–---–მა „ს----–--- ბანკის“ გ----ის ფილიალიდან მთლიანობაში გაიტანა 15000 აშშ დოლარი.

 

6.2. დაზარალებულ პ----- ა-----–---–ის ჩვენებით, „ს----–--- ბანკიდან“ ფულის გამოტანის შემდეგ ის და დ----- მ--–--ე თმის შესაჭრელად შევიდნენ სილამაზის სალონში. პ----- ა-----–---–მა ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც ედო 9000 აშშ დოლარი და 9000 ლარი, დაკიდა საკიდზე და დ----- მ--–--ის შემდეგ დაჯდა თმის შესაჭრელად. მისი დაჯდომიდან ცოტა ხანში დ----- მ--–--ემ ჩაიცვა თავისი ქურთუკი, რა დროსაც პ----- ა-----–---–ის ქურთუკსაც შეეხო და გარეთ გავიდა. სალონში სხვა არავინ ყოფილა და დაზარალებულის ქურთუკს, დ. მ--–--ის გარდა, არავინ შეხებია. პ----- ა-----–---–ი ქურთუკის ჩასაცმელად რომ მივიდა, აღმოაჩინა, რომ ჯიბეში ფული აღარ ედო და გავიდა დ----- მ--–--ის მოსაძებნად, რომელიც ვერ იპოვა; იგი არც ტელეფონზე პასუხობდა.

 

6.3. დაზარალებულ პ----- ა-----–---–ის ჩვენებასთან თანხვდენილია მოწმე ხ------- ს-------–---–ის ჩვენებაც, რომელიც ანალოგიურად აღწერს სალონში განვითარებულ მოვლენებს.

 

6.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- გ--------–---–მა ამოიცნო დ----- მ--–--ე და განაცხადა, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც მას გაეცნო „დ----- ფ--–-----ის“ სახელითა და გვარით და რომელმაც უთხრა, რომ ცხოვრობდა გ----ის რაიონის სოფელ კ-----–---ში თავის მეგობართან – პ----- ა-----–---–თან, რომელიც იმავდროულად ნ---- გ--------–---–ის შვილის ნათლიაა. შემდეგ მან გაიგო პ. ა-----–---–ისაგან, რომ მეგობარმა – დ----- მ--–--ემ მას ფული მოჰპარა.

 

6.5. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის 2008 წლის 13 მარტის მომართვის თანახმად დადგენილია, რომ იმ დროისათვის არსებული კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით, მოქალაქე დ----- მ--–--ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტები 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 21 თებერვლამდე არ დაფიქსირებულა.

 

6.6. ბინაზე გამოცხადების ოქმებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის თებერვალში დ----- მ--–--ის დედამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დ----- მ--–--ე იმ პერიოდისათვის საქართველოში იმყოფებოდა.

 

7. რაც შეეხება დანარჩენი მოწმეებს – თამარ მ--–--ეს, ნ--------–- მ--–-–---–ს, მ--–---- შ---–---სა და გ--–- შ---–---ს, ისინი დ----- მ--–--ის ნათესავები და ახლობლები არიან, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ სარწმუნო მტკიცებულებებთან და ისინი მიმართულია მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ----- მ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე