დასაშვებობის განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002106690
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის
წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე №588აპ-18. ქ. თბილისი
მ--–--ე დ------588აპ-18. 11 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ----- მ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით დ----- მ--–--ე, –-------------–-------–--–-- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და დ----- მ--–--ეს პ----- ა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარისა და 9000 ლარის გადახდა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დ----- მ--–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 აგვისტოდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ამიტომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კოდექსის 547–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 5551-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ----- მ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- გ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენზე მიღებულ იქნეს წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე