განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №548აპ-18 ქ. თბილისი
კ-----ე ვ-------, 548აპ-18 15 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მარიამ გოგორელიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე-–------ კ-----ეს ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ასევე – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ვ------- კ-----ეს - თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით:
ვ------- კ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში (ლ-–- პ----–-----ს, თ------ ე--------ა და მ--–---- ბ-------ს ეპიზოდები), სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ლ-–- პ----–-----სა და მ--–---- ბ-------ს ეპიზოდები).
ვ------- კ-----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ------ ე-------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
ე-–------ კ-----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. კ-----ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 12 სექტემბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ე-–------ კ-----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (რამდენიმე ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით ე-–------ კ-----ეს აღნიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას უკვე მოხდილი ჰქონდა, რის გამოც ის გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ე-–------ კ-----ემ 2015 წლის ნოემბერში თავისი ნაცნობი მ--–---- ბ-------, რომელსაც სს „ს----------–--------–ი“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში, დაარეგისტრირა ინტერნეტბანკში, რომლის მონაცემებიც, თითქოსდა საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, გამოართვა. ე-–------ კ-----ემ თ---–--–ი, მეტროსადგურ ,,ვ---------–-ს“ მიმდებარე ტერირტორიაზე არსებულ ინტერნეტკაფეში მოცემულ საქმეზე დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, მ--–---- ბ-------ს ნებართვის გარეშე, შეაღწია ამ უკანასკნელის კუთვნილ სს ,,ს----------–---------ს“ ინტერნეტბანკში და მ--–---- ბ-------ს სახელით აიღეს სესხი – 250 ლარი შპს ,,4-----------ნ“, რაც გადარიცხეს კ----–-- ნ-------ს სს ,,ს----------–---------ს“ ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით ე-–------ კ-----ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კ----–-- ნ-----------ნ წინასწარი შეთანხმებითა და ამ უკანასკნელის დახმარებით, დაეუფლა ზემოაღნიშნული საკრედიტო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო მითითებული თანხის გამოტანის შემდეგ ე-–------ კ-----ემ თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 40 ლარი გაუნაწილა კ----–-- ნ-------ს.
კ----–-- ნ-------მ 2015 წლის ნოემბერში თავისი ნაცნობი თ------ ე------ე, რომელსაც სს „ს----------–--------–ი“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში, დაარეგისტრირა ინტერნეტბანკში, რომლის მონაცემებიც მოტყუებით, თითქოსდა საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, გამოართვა. აღნიშნული მონაცემები კ----–-- ნ-------მ გადასცა ე-–------ კ-----ეს, რომელიც მივიდა თ---–--–ი, მეტროსადგურ ,,ვ---------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინტერნეტკაფეში, სადაც შეხვდა ნაცნობ ვ------- კ-----ეს, რომელსაც სთხოვა მისი ახლობლის სახელზე სესხის აღებაში დახმარება და მიაწოდა თ------ ე-------- მონაცემები. აღნიშნულის შემდეგ, ვ------- კ-----ემ და ე-–------ კ-----ემ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თ------ ე-------- ნებართვის გარეშე, შეაღწიეს ამ უკანასკნელის კუთვნილ სს ,,ს----------–---------ს“ ინტერნეტბანკში და თ------ ე-------- სახელით აიღეს სესხი საკრედიტო დაწესებულებიდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ვ------- კ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
მსჯავრდებული ე-–------ კ-----ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და ჯარიმის განსაზღვრას ან სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას; ასევე – სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო მსჯავრდებულ ვ------- კ-----ის ინტერესების დამცველი ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქმეში არსებული მტკიცებულებების: დაზარალებულების - თ------ ე--------, ლ-–- პ----–-----ს, მ--–---- ბ-------ს ჩვენებებით, მოწმეების - კ----–-- ნ-------ს, ნ-----–---- ს---–-–---–-ს, თ----- ფ-----------ს, კ--- მ-------–---ს, დ----- გ---------ს, ზ------ ხ--–-–---–-ს, ჯ----– მ-------–---–-ს ჩვენებებით, 2016 წლის 14 მარტის შპს ,,ნ----------------ნ“ მიღებული დავალიანების შესახებ ცნობით, 2016 წლის 1 აპრილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული, ლ-–- პ----–-----ს სახელზე განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტებით, 2016 წლის 15 აპრილის ს----------–---------ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის N------- მიმართვით, 2016 წლის 15 აპრილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული დოკუმენტებით, 2016 წლის მაისის დათვალიერების ოქმის, თ------ ე-------- პირადი ანგარიშის შესახებ ,,ს----------–---------ს“ ამონაწერისა და საქმეში არსებული, თ------ ე-------- სახელით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტებით, 2016 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმის, ანგარიშის შესახებ ,,ს----------–---------ს“ ამონაწერისა და საქმეში არსებული, მ--–---- ბ-------ს სახელით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტებით, 2016 წლის 7 მაისის შპს ,,ს-----–------ს“ დირექტორის N------- მიმართვითა და მიმართვაზე დართული დოკუმენტებით, შპს ,,მ-------------ნ“ და შპს ,,ბ--–-------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციებით, 2016 წლის 18 მაისის დათვალიერების ოქმით, ასევე 2016 წლის 3 ივნისის ,,ს----------–---------ს“ გენერალური დირექტორის მოადგილის N------- მიმართვის შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ვ------- კ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვ------- კ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები უტყუარად არ ადასტურებს ვ------- კ-----ის სრულ ბრალეულობას. არცერთი მათგანი არ ადასტურებს ვ------- კ-----ის მიერ დაზარალებულების – მ--–---- ბ-------ს, ლ-–- პ----–-----სა და თ------ ე-------- კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტს, რაც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. კერძოდ: მოწმე კ----–-- ნ-------ს განმარტებით, ერთხელ ის დაეხმარა ე-–------ კ-----ეს, რომელსაც ჰქონდა დავალიანება ს----------–--------–ი და თანხა ვერ გამოჰქონდა, რის გამოც თანხა, რომელიც ე-–------ კ-----ის სახელზე უნდა გადმორიცხულიყო, ჩაირიცხა მის ანგარიშზე, მან კი ეს თანხა გამოიტანა და გადასცა ე-–------ კ-----ეს. აღნიშნულ დროს ე-–------ კ-----ემ შეიძინა ერთი ბოთლი არაყი, ლუდი და სხვა პირებთან ერთად დალიეს. ამ დროს უთხრეს, რომ ვინაიდან იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ვინმე ახლობელისთვის გამოერთვა მონაცემები და მის სახელზე აეღო სესხი, რომლის გადახდა შეეძლო ისე, რომ პირი, ვისაც მონაცემებს გამოართმევდა, ვერც გაიგებდა, ან ეთქვა, რისთვის უნდოდა მონაცემები და ისე აეღო სესხი, რაშიც მას დაეხმარებოდა ვ------- კ-----ე, იგივე ,,ვ----“. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა ლ-–- პ----–----- და ვითომდა საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საფუძვლით გამოართვა ინტერნეტბანკის მონაცემები, რომელიც შემდეგ მისცა ან ე-–------ კ-----ეს ან ვ------- კ-----ეს. სესხი ვ------- კ-----ეს უნდა გამოეტანა, ვინაიდან, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ე-–------ კ-----ემ კომპიუტერით სარგებლობა არ იცოდა, თუმცა, ვ------- კ-----ემ გამოიტანა სესხი თუ სხვა ვინმემ, მან არ იცის. შემდეგ უთხრეს, რომ ლ-–- პ----–-----ს სახელზე „სესხი არ კეთდებოდა“. ანალოგიურად გამოართვა მონაცემები თ------ ე------ესაც იმავე მიზეზით, რომელზეც „გაკეთდა ორი სესხი“, დაახლოებით 150 და 250 ლარზე. კ----–-- ნ-------ს ჩვენებას ადასტურებს ე-–------ კ-----ეც, რომელიც მიუთითებს, რომ მასთან მივიდა კ----–-- ნ-------, რომელმაც მისცა პირის მონაცემები, ფურცელი ტელეფონის კოდი და უთხრა, რომ აღნიშნული მონაცემები იყო მისი ახლობლის. შემდეგ ავიდა ინტერნეტკაფეში, სადაც შეხვდა ვ------- კ-----ეს და მისი თხოვნის საფუძველზე დაეხმარა სესხის აღებაში. ვ------- კ-----ისთვის დახმარების სანაცვლოდ თანხა არ მიუცია, უბრალოდ მადლობა გადაუხადა და დაშორდა, ხოლო დაზარალებულ ლ-–- პ----–-----ს ჩვენებით, გაცნობიდან დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ დაურეკა კ----–-- ნ-------მ და უთხრა, რომ მის მეუღლეს უნდა გამოეგზავნა თანხა და იმის გამო, რომ მას ბანკში ჰქონდა დავალიანება და თანხა ჩამოეჭრებოდა, მეუღლეს თანხას გამოაგზავნინებდა მის სახელზე ინტერნეტბანკის ანგარიშზე. ამის შემდეგ ერთად გახსნეს ინტერნეტბანკი. კ----–-- ნ-------მ მიუთითა, ტელეფონის ნომერი, თუმცა ვისი ნომერი მიუთითა არ იცის, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ კი დაუკავშირდნენ პრობლემური სამსახურიდან და უთხრეს, რომ ჰქონდა დავალიანება, თუმცა არანაირი შეტყობინება სესხის აღების შესახებ არ მიუღია. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მოწმეებისა და დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლების - თ----- ფ-----------ს, კ--- მ-------–---ს, დ----- გ---------ს, ზ------ ხ--–-–---–-ს, ჯ----– მ-------–---–-ს ჩვენებებზე, რომელთაგან არცერთი არ მიუთითებს ვ------- კ-----ის მონაწილეობაზე თანხის გაცემაში. მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ლ-–- პ----–-----ს, თ------ ე--------ა და მ--–---- ბ-------ს სახელზე შესაბამისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გაიცა სხვადასხვა ოდენობის თანხები სესხის სახით.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ ვ------- კ-----ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ინფორმაცია შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, ვინაიდან შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის მტკიცებულებას, რომლითაც ობიექტურად შესაძლებელია კომუნიკაციის მხარეებს შორის არსებული საუბრის შინაარსის გარკვევა. იგი ადასტურებს მხოლოდ კ----–-- ნ-------სა და ვ------- კ-----ეს, ასევე ე-–------ კ-----ესა და ვ------- კ-----ეს შორის სატელეფონო კავშირს, რომლის შინაარსიც უცნობია და არ მიუთითებს მათ შორის რაიმე დანაშაულებრივ კავშირზე, რაზეც ბრალდების მხარე უსაფუძვლოდ აპელირებს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–- პ----–-----სა და მ--–---- ბ-------ს ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულში ვ------- კ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დადასტურდა ვ------- კ-----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ვ------- კ-----ის მიერ ლ-–- პ----–-----სა და მ--–---- ბ-------ს ნებართვის გარეშე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ფაქტს. ამ ნაწილში მისი ბრალეულობის შესახებ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია ემყარება დაზარალებულების, მოწმე კ----–-- ნ-------ს ჩვენებებსა და სატელეფონო ზარების ნუსხას, რაც ვერ ჩაითვლება იმის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რომ ვ------- კ-----ემ, ლ-–- პ----–-----სა და მ--–---- ბ-------ს ნებართვის გარეშე, შეავსო სესხისათვის საჭირო მონაცემები და მიუთითა ის საბანკო ანგარიშები, რომლებზეც თანხა უნდა გადარიცხულიყო.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ვ------- კ-----ისა და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ე-–------ კ-----ის გამართლების შესახებ, ვინაიდან აპელანტების პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ------- კ-----ისა და ე-–------ კ-----ის მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
მოწმე კ----–-- ნ-------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ სხვადასხვა დროს ლ-–- პ----–-----ა და თ------ ე------ეს გამოართვა მათი ინტერნეტბანკის მონაცემები, რომლებიც მიუტანა ე-–------ კ-----ეს ან ვ------- კ-----ეს. შემდეგ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მათგანი და უთხრა, რომ „ლ-–- პ----–------ე სესხი არ კეთდებოდა“, ხოლო თ------ ე-------- სახელზე გაიცა სესხი, დაახლოებით 150 და 250 ლარი. დაზარალებულმა თ------ ე------ემ დაადასტურა, რომ მას არანაირი სესხი არ აუღია, არც ე-–------ კ-----ისთვის და არც ვ------- კ-----ისთვის ნებართვა, ან თანხმობა მისი ინტერნეტბანკის მონაცემების გამოყენებით კომპიუტერულ სისტემაში შესვლასა და სესხის აღებაზე არ მიუცია. მოწმე დ----- გ---------ს განმარტებით, 2015 წლის 12 ნოემბერს შპს ,,4-----------ნ“ თ------ ე------ემ აიღო სესხი – 250 ლარი, რომელიც გადაერიცხა ს----------–---------ს ანგარიშზე. 2016 წლის 6 მაისის დათვალიერების ოქმით, თ------ ე-------- პირადი ანგარიშის შესახებ ,,ს----------–---------ს“ ამონაწერითა და საქმეში არსებული, თ------ ე-------- სახელით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ძირითადი ტრანზაქციები შესრულებულია 2015 წლის 12, 13, და 10 ნოემბერს, საიდანაც: 1) 2015 წლის 12 ნოემბერს 250 ლარი თ------ ე-------- ანგარიშზე ჩარიცხულია შპს ,,4-----------ნ“ (V------e), რომელიც იმავე დღეს გადარიცხულია ს----------–---------ს N---------------------- ანგარიშზე, 2) 2015 წლის 13 ნოემბერს 500 ლარი თ------ ე-------- ანგარიშზე ჩარიცხულია შპს ,,ფ---დან“ (i------e), რომელიც იმავე დღეს (499 ლარი) გადარიცხულია ს----------–---------ს N---------------------- ანგარიშზე და 3) 2015 წლის 17 ნოემბერს 100 ლარი თ------ ე-------- ანგარიშზე ჩარიცხულია შპს ,,ს-----–---------ნ“. ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 12, 13 და 17 ნოემბერს ფიქსირდება შესვლა შემდეგი მისამართებიდან - 9------------------------------------------
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, საქმის მასალებით არ დგინდება ე-–------ კ-----ესა და ვ------- კ-----ეს შორის წინასწარი შეთანხმება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ------- კ-----ემ მოცემული დანაშაული ე-–------ კ-----ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ მსჯავრდებულებს შორის წინასწარ შეთანხმებას. მოწმის სახით დაკითხულმა ე-–------ კ-----ემ განმარტა, რომ მასთან მივიდა კ----–-- ნ-------, რომელმაც უთხრა, რომ ფულის გამოტანა უნდოდა, მაგრამ „კომპიუტერი არ იცოდა“ და სესხის აღებას ვერ ახერხებდა. მან კ----–-- ნ-------ს უთხრა, რომ იქვე იყო ინტერნეტკაფე და ვინმეს სთხოვდა დახმარებას, რის შემდეგაც კ----–-- ნ-------მ მას მისცა პირის მონაცემები, ფურცელი, ტელეფონის კოდი და უთხრა, რომ ეს მონაცემები იყო მისი ახლობლის. შემდეგ ავიდა ინტერნეტკაფეში, სადაც შეხვდა ვ------- კ-----ეს და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც აიღეს სესხი, თუმცა ვის სახელზე, არ ახსოვს. ამის შემდეგ ისევ იყო შემთხვევა, როდესაც კ----–-- ნ------- მივიდა მასთან, რა დროსაც მან სესხის აღებაში დახმარება უცხო ბიჭებს სთხოვა, მაგრამ მათ უარი უთხრეს. ბრალდებულმა ვ------- კ-----ემ საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ვ---------–-ს ტერიტორიაზე მდებარე ინტერნეტკაფეში ყოფნისას მასთან მივიდა ე-–------ კ-----ე, რომელმაც უთხრა, რომ მის ახლობელს სჭირდებოდა სესხის გამოტანა და როგორც ნაცნობს, სთხოვა სესხის ასაღებად აპლიკაციის შევსებაში დახმარება, რაშიც დაეხმარა კიდეც. ე-–------ კ-----ის მიერ პირის მონაცემების წარდგენის შემდეგ, ერთი ადამიანის სახელზე აიღეს სესხი, რა დროსაც ე-–------ კ-----ე მასთან იმყოფებოდა მარტო და ეგონა, რომ ის პირი, ვის სახელზეც მოხდა სესხის აღება, იყო ე-–------ კ-----ის ახლობელი. სესხის აღებისას მიუთითა ე-–------ კ-----ის ტელეფონის ნომერი, ხოლო თანხა ჩაირიცხა იმ პირის სახელზე, ვისზეც აიღეს სესხი. მოწმე კ----–-- ნ-------ს ჩვენების თანახმად, თ------ ე------ე, რომელიც მისი ახლობელია და სს „ს----------–--------–ი“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში, დაარეგისტრირა ინტერნეტბანკში, კერძოდ: იმ მიზეზით, რომ თითქოს მეუღლეს მისთვის უნდა გადმოეგზავნა თანხა, მაგრამ ვინაიდან არ ჰქონდა ბარათი, სადაც თანხა უნდა ჩარიცხულიყო, გამოართვა მონაცემები, რომლებიც გადასცა ე-–------ კ-----ეს, ან ვ------- კ-----ეს, ზუსტად არ ახსოვს, რომელს, ხოლო სესხი ვ------- კ-----ეს უნდა გამოეტანა, რადგან, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ე-–------ კ-----ემ არ იცოდა კომპიუტერის მოხმარება. თ------ ე-------- ჩვენებით კი დადასტურდა, რომ კ----–-- ნ-------ს დაჟინებული თხოვნით გახსნა ინტერნეტბანკი. ბანკის ოპერატორმა შეადგინა მისი რეკვიზიტები/მონაცემები 2-3 ფურცლად, რომელიც კ----–-- ნ-------მ წაიღო, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მობილური ტელეფონის განვადებით შესაძენად მივიდა წერეთლის გამზირზე მდებარე „კ--------–ი“, უთხრეს, რომ მას უკვე აღებული ჰქონდა სესხი და შეყვანილი იყო ე.წ. ,,შავ სიაში“. ასევე შეიტყო, რომ ჰქონდა დავალიანება 250 ლარისა და 375 ლარის ოდენობით. მას რაიმე სახის შეტყობინება სესხის აღებასთან დაკავშირებით არ მიუღია და ე-–------ კ-----ისთვის ან ვ------- კ-----ისთვის თანხმობა მის ანგარიშზე შესვლასა და მისი სახელით სესხის აღებაზე არ მიუცია.
სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასჯელთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულებს - ვ------- კ-----ესა და ე-–------ კ-----ეს განესაზღვრათ სამართლიანი სასჯელები.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ვ------- კ-----ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მარიამ გოგორელიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე